| ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 2 აპრილი, 2019 |
როცა მთელი დღის განმავლობაში სტრესებს ვიღებ , საღამოობით კალკულატორზე ვითვლი ხოლმე. ამ თვლაში მომშივდა, კიტრი გავფცქვენი, მერე პომიდორი დავჭერი, დიდხანს ვეძებდი მაიონეზს რომელიც არ აღმოჩნდა მაცივარში , არა და მქონდა! ტელევიზორი ხმადაბლა ბუტბუტებდა, ის ფაქტიურად საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა ,თავისთავში იყო ჩაძირული და აშკარად სიამოვნებდა საკუთარი თავის გართობა..მე კი აღარ მართობდა ეს იდეურად დრომოჭმული ყუთი, სადაც მხოლოდ იმას გაჩვენებენ, რაც გადაწყიტეს...ჰო და ამიტომ ფლეერი ჩავრთე , ჯგუფ "ტოკიო ჰოტელს" რა სჯობს.......
ასე ვიჯექი, გამწარებული სახით, კიტრის ხრამუნი არ მესმოდა... გემოს ვერ ვგრძნობდი, რადგან მარილი სადღაც გაქრა....ამ ყველაფერს კი ის აგვირგვინებდა რომ ნასკები სად გავიხადე და როდის ვერ ვიხსენებდი.... ბოლო პომიდორს ვღეჭდი, საერთოდ არ მიყვარს ხოლმე სალათის დაგვირგვინება პომიდვრით , ბოლოსთვის კიტრს შემოვინახავ ხოლმე, ეგ კი არა და ხანდახან ძალიან პუნქტუალურად ვითვლი რომ ერთ ნაჭერ პომიდორზე ერთი ნაჭერი კიტრი მოდიოდეს....მაგრამ რადგან ყურებში მუსიკა მესმოდა, სულ გადამავიწყდა ჩვევები..აი ასეთ ყოფაში ვიყავი, მერე კალკულატორი გადავატრიალე ხელში და დაახლოებით იმის გარკვევას შევეცადე, მაინც რამდენი მარტოხელა ქალია ქვეყანაში? ან ისეთები, მეორე ნახევარი რომ აკლიათ და მერე ეძებენ, ეძებენ და ნაგვით ივსებენ ხოლმე მარტოობას.....ალბათ ბევრი? კი, საკმაოდ ბევრი. სევდამ შემიპყრო , ტელევიზორი უცებ ჩაჩუმდა.მერე შუქი გამოირთო გაუნძრევლად ვიჯექი და ვერ ვხვდებოდი, რატომღა გამოირთო ფლეერი? ის ხომ აკუმულატორზეა????? ფრთხილად მოვიხსენი საყურისები , თეფში, რომელზეც აღარაფერი იყო, ხელის კანკალით ავიღე და სამზარეულისკენ გავეშურე, ბნელოდა.... სამზარეულოში შევედი, თეფში ონკანთან დავდე და ის იყო უკან გამობრუნება ვაპირებდი რომ უცებ გამეღვიძა! ...ეს სიზმარი იყო და დიდი მადლობა რეალობას, ასევე დიდი მადლობა მე, რომ სხვათაშორის, შეფარულად გავაჟღერე ის, რაც მაწუხებდა...მერე დავუბრუნდები ამ პრობლემებს ......რამეთუ ახლა არ მცალია.....
ს.ნ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეს ცოტა იუმორისტულია, არა?! :))) ეს ცოტა იუმორისტულია, არა?! :)))
1. ეხ, კალკუკატორით რომ შეიძლებოდეს მარტოსული ქალების დათვლა , თან სიზმარში )) ნასკებს წინდები ნდა ერქვას ვგონებ. ეხ, კალკუკატორით რომ შეიძლებოდეს მარტოსული ქალების დათვლა , თან სიზმარში )) ნასკებს წინდები ნდა ერქვას ვგონებ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|