ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2019


უკვდავი მზე

არ დამიმალავს სახე არასდროს,
დაუფარავად, ისე მიყვარდი.
ცის კაბადონზე გაკიდულ გრძნობებს, შენით, შენგან და სხვისკენ მივყავდი...
შენ უუფლებო სარკის ანარეკლს,
სჯიდი და თავად, თავი გმტერობდა.
მაგრამ ასეთი ასლის სიზუსტით,
ეს გული, მხოლოდ შენ ერთს გჩემობდა.
გაოგნებული წუთებიც გაშრნენ,
გამოიფიტა გრძნობა "სნეული".
ქარებს მიჰქონდათ რაც მე შენ განდვე და მძვინვარებდნენ გადარეულნი.
ახლო სიშორით დავდექი თავთან
რომ განმეცადა მასში აღდგომა.
და როგორც მკვდარი სასაფლაოზე,
შემოვინახე გულის განწყობა.
ამიხარხარდა სულში სიმები
"ნუ ჯალათობო"ფიქრთა ნათქვამზე;-

უკვდავი მზე ხვალ, მაინც ამოვა
და თავის სხივებს გამოანათებს!

❤❤❤❤❤❤❤

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები