19. მიხარია თუ ღიმილი მოგგვარეთ :) მიხარია თუ ღიმილი მოგგვარეთ :)
18. ღიმილს იწვევს თქვენი მსჯელობა და უნარები. იქნებ თქვენი სიაც შეუდგინოთ მთარგმნელებს „ინტერნაციონალურების“ და „პატრიოტების“, რომ ხელი არ წაუცდეთ და არ შეცდნენ, არც კი სცადონ :)))
ღიმილს იწვევს თქვენი მსჯელობა და უნარები. იქნებ თქვენი სიაც შეუდგინოთ მთარგმნელებს „ინტერნაციონალურების“ და „პატრიოტების“, რომ ხელი არ წაუცდეთ და არ შეცდნენ, არც კი სცადონ :)))
17. არ გამოვა მუხრანის გადათარგმნა პოეზია და მომკალით თუ გინდათ. ლექსში რა უწერია, იმას კი უთარგმნით და გააგებინებთ, ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკეს, მაგრამ მუხრანის პოეზიას, უცხო ენაზე პოეზიად ვერ შეინარჩუნებთ. უკეთეს შემთხვევაში პროზა შეგრჩეთ ხელში. მე ამას ვგულისხმობ და თუ არ მეთანხმებით, საერთოდ არ არის არანაირი პრობლემა :). რაც შეეხება შოთას, ვაჟას, მიხეილ ჯავახიშვილს და ა.შ. ისინი არ არიან შემოფარგლული ქართული საზღვრებით. ისინი (ვგულისხმობ მათ შემოქმედებას) ინტერნაციონალურები არიან, მაშინ, როცა მუხრანის შემოქმედება (ვიმეორებ) წმინდა წყლის ქართულია და მისი სიდიადე სწორედ ამ ვიწრო, თუმცა აბსოლუტურად თვითმყოფად ფარგლებში ვლინდება. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დიახაც ინტერნაციონალურები აუცილებლად უნდა ითარგმნონ, ხოლო "პატრიოტები" არა, რადგან მათი თარგმნა არაფრისმომცემია სხვა ერებისთვის და მთარგმნელის მაღალი კვალიფიკაცია კი, ამის გარჩევის უნარიც მგონია, სხვა ტექნიკურ უნარებთან ერთად.
არ გამოვა მუხრანის გადათარგმნა პოეზია და მომკალით თუ გინდათ. ლექსში რა უწერია, იმას კი უთარგმნით და გააგებინებთ, ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკეს, მაგრამ მუხრანის პოეზიას, უცხო ენაზე პოეზიად ვერ შეინარჩუნებთ. უკეთეს შემთხვევაში პროზა შეგრჩეთ ხელში. მე ამას ვგულისხმობ და თუ არ მეთანხმებით, საერთოდ არ არის არანაირი პრობლემა :). რაც შეეხება შოთას, ვაჟას, მიხეილ ჯავახიშვილს და ა.შ. ისინი არ არიან შემოფარგლული ქართული საზღვრებით. ისინი (ვგულისხმობ მათ შემოქმედებას) ინტერნაციონალურები არიან, მაშინ, როცა მუხრანის შემოქმედება (ვიმეორებ) წმინდა წყლის ქართულია და მისი სიდიადე სწორედ ამ ვიწრო, თუმცა აბსოლუტურად თვითმყოფად ფარგლებში ვლინდება. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დიახაც ინტერნაციონალურები აუცილებლად უნდა ითარგმნონ, ხოლო "პატრიოტები" არა, რადგან მათი თარგმნა არაფრისმომცემია სხვა ერებისთვის და მთარგმნელის მაღალი კვალიფიკაცია კი, ამის გარჩევის უნარიც მგონია, სხვა ტექნიკურ უნარებთან ერთად.
16. გასაგებია. ვაჟა ფშაველას შემოქმედების თარგმნა რთული და ძალიან ხანგრძლივი იქნება. კარგი არის, რომ მთარგმნელები გვყავს და მათ დიდ პატივს ვცემ, რადგან სხვა მთარგმნელები თუ თქვენ, როგორც ვფიქრობ (ასევე მთარგმნელი ხართ) რომ არ გვყოლოდა ან ძალიან მწირად ყოფილიყვნენ, ეხლა ქართველები მწერლობაზე კი არ გამოვთქვამდით პრეტენზიას, არამედ ჯოხებით და ფოთოლ მიფარებულნი ვირბენდით. მთელი ქვეყნის რეპორტიორები კიდევ, ჩვენით გრანდიოზულ შოუებს გადაიღებდნენ ახალი ტომების აღმოჩენით. (თუმცა დღევანდელ პოლიტიკაში ესეთი ტომის ბელადები იძლევიან განკარგულებებს) ქალბატონო მზია, თქვენ ქართველი ხალხისთვის ძალიან ბევრს აკეთებთ ვიდრე გგონიათ. გმადლობთ და გისურვებთ წარმატებებს! გასაგებია. ვაჟა ფშაველას შემოქმედების თარგმნა რთული და ძალიან ხანგრძლივი იქნება. კარგი არის, რომ მთარგმნელები გვყავს და მათ დიდ პატივს ვცემ, რადგან სხვა მთარგმნელები თუ თქვენ, როგორც ვფიქრობ (ასევე მთარგმნელი ხართ) რომ არ გვყოლოდა ან ძალიან მწირად ყოფილიყვნენ, ეხლა ქართველები მწერლობაზე კი არ გამოვთქვამდით პრეტენზიას, არამედ ჯოხებით და ფოთოლ მიფარებულნი ვირბენდით. მთელი ქვეყნის რეპორტიორები კიდევ, ჩვენით გრანდიოზულ შოუებს გადაიღებდნენ ახალი ტომების აღმოჩენით. (თუმცა დღევანდელ პოლიტიკაში ესეთი ტომის ბელადები იძლევიან განკარგულებებს) ქალბატონო მზია, თქვენ ქართველი ხალხისთვის ძალიან ბევრს აკეთებთ ვიდრე გგონიათ. გმადლობთ და გისურვებთ წარმატებებს!
15. გამოქვეყნებული (მელოდია,სულისკვეთება) და კომენტერებში განთავსებული თარგმანებიც ძალიან მომხიბლველია! გამოქვეყნებული (მელოდია,სულისკვეთება) და კომენტერებში განთავსებული თარგმანებიც ძალიან მომხიბლველია!
14. გმადლობთ ტაბო, ძალიან კარგია, თქვენი თარგმანიც რომ დაწერეთ. მომეწონა.
გმადლობთ ტაბო, ძალიან კარგია, თქვენი თარგმანიც რომ დაწერეთ. მომეწონა.
13. თარგმანზე დავწერ ცოტას: აი, მაგალითად: „ნატვრის ხე“ რუსულად არის „Древо желания “, არადა желание სურვილია. რუსულში არ არსებობს სიტყვა „ნატვრა“, სათაური კი უნდა ითარგმნოს. რამდენს კარგავს? კინოფილმი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ რუსულად არის „Иные нынче времена“, რამდენს კარგავს? მაგრამ რუსულში ქართული გამოთქმის ზუსტი ასლი არ არსებობს, მხოლოდ ეს გამოთქმა შეესაბამება. ორივე შემთხვევაში გაუფერულებულია თარგმანი. ასე თუ მივუდგებით გენიოსი ვაჟას თარგმნა „დაუშვებელია“. რამდენი ძარღვი დაიკარგება? ან გენიოსი შოთას ერთი სტრიქონი ავიღოთ: „ კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ–ჩავაკარაბაკე“, ცალკე შედევრია! ვერცერთ ენაზე ასე ვერ ითარგმნება. რამდენი ასეთი სტრიქონი და აფორიზმია? „ჯაყოს ხიზნები“ – სიტყვა „ხიზნების“ თარგმნა ნებისმიერ ენაზე ძალიან რთული იქნება. გერმანიკულ ენებში ოცნება და სიზმარი ერთი და იგივე სიტყვაა. ზოგი უცხოური სიტყვის შესატყვისი ჩვენ არ გაგვაჩნია. და ა. შ. და ა. შ.
თარგმანზე დავწერ ცოტას: აი, მაგალითად: „ნატვრის ხე“ რუსულად არის „Древо желания “, არადა желание სურვილია. რუსულში არ არსებობს სიტყვა „ნატვრა“, სათაური კი უნდა ითარგმნოს. რამდენს კარგავს? კინოფილმი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ რუსულად არის „Иные нынче времена“, რამდენს კარგავს? მაგრამ რუსულში ქართული გამოთქმის ზუსტი ასლი არ არსებობს, მხოლოდ ეს გამოთქმა შეესაბამება. ორივე შემთხვევაში გაუფერულებულია თარგმანი. ასე თუ მივუდგებით გენიოსი ვაჟას თარგმნა „დაუშვებელია“. რამდენი ძარღვი დაიკარგება? ან გენიოსი შოთას ერთი სტრიქონი ავიღოთ: „ კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ–ჩავაკარაბაკე“, ცალკე შედევრია! ვერცერთ ენაზე ასე ვერ ითარგმნება. რამდენი ასეთი სტრიქონი და აფორიზმია? „ჯაყოს ხიზნები“ – სიტყვა „ხიზნების“ თარგმნა ნებისმიერ ენაზე ძალიან რთული იქნება. გერმანიკულ ენებში ოცნება და სიზმარი ერთი და იგივე სიტყვაა. ზოგი უცხოური სიტყვის შესატყვისი ჩვენ არ გაგვაჩნია. და ა. შ. და ა. შ.
12. ჩემი აზრი ესეთია, რუსული ვიცი შესაბამისად ვკითხულობ ორიგინალში, კლასიკური მწერლების რომანებს. "Дождик" ანუ ეს ხომ მოიაზრება, წვიმის უფრო მოფერებით ასპექტში, მცირე, პატარა, მოწინწკვლა, ასე ვთქვათ გასაყვარლებულია, უფრო გოგოსთან/ქალთან მიმართებაში უნდა იყოს აღწერილი, ან ბიჭის/ყმაწვილის პატარა ასაკობრივ ჯგუფზე გატარებული. მუხრანს კი აქვს წვიმა მოყვანილი და ეს როგორ ? მე ამაში, მხოლოდ დილეტანტი ვარ მაგრამ ასე დავწერდი.
На дворе шумный дождь... Комната освещается лампой... Помнишь Петю ? Да как же! Каким он парнем был!... Ах! ჩემი აზრი ესეთია, რუსული ვიცი შესაბამისად ვკითხულობ ორიგინალში, კლასიკური მწერლების რომანებს. "Дождик" ანუ ეს ხომ მოიაზრება, წვიმის უფრო მოფერებით ასპექტში, მცირე, პატარა, მოწინწკვლა, ასე ვთქვათ გასაყვარლებულია, უფრო გოგოსთან/ქალთან მიმართებაში უნდა იყოს აღწერილი, ან ბიჭის/ყმაწვილის პატარა ასაკობრივ ჯგუფზე გატარებული. მუხრანს კი აქვს წვიმა მოყვანილი და ეს როგორ ? მე ამაში, მხოლოდ დილეტანტი ვარ მაგრამ ასე დავწერდი.
На дворе шумный дождь... Комната освещается лампой... Помнишь Петю ? Да как же! Каким он парнем был!... Ах!
11. სხვათაშორის, მუხრანის ქალიშვილის, ნანა მაჭავარიანის ფბ გვერდზეც მქონდა გამოქვეყნებული ეს თარგმანი სხვადასხვა დაბოლოებებით, უკეთესის შესარჩევად.
სხვათაშორის, მუხრანის ქალიშვილის, ნანა მაჭავარიანის ფბ გვერდზეც მქონდა გამოქვეყნებული ეს თარგმანი სხვადასხვა დაბოლოებებით, უკეთესის შესარჩევად.
10. არა, არ მწყინს. ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი. თან არ ვიცი, რამდენად კარგად ფლობთ რუსულ ენას. ლექსი მთარგმნელთა კლუბში ითარგმნა და ყოველი სიტყვა მზრუნველად შეირჩა. ეს მაქსიმუმია. მხატვრულობაც, ინტონაციაც და ნოსტალგიური განწყობაც შენარჩუნებულია. მთარგმნელებისთვის საინტერესოა ასეთი გამოწვევები.
არა, არ მწყინს. ყველას აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი. თან არ ვიცი, რამდენად კარგად ფლობთ რუსულ ენას. ლექსი მთარგმნელთა კლუბში ითარგმნა და ყოველი სიტყვა მზრუნველად შეირჩა. ეს მაქსიმუმია. მხატვრულობაც, ინტონაციაც და ნოსტალგიური განწყობაც შენარჩუნებულია. მთარგმნელებისთვის საინტერესოა ასეთი გამოწვევები.
9. მუხრან მაჭავარიანი ბუმბერაზი პოეტი და ქართული პოეზიის ბრილიანტია! თუმცა, მისი შემოქმედებითი იდენტობა იმდენად მტკიცედ არის შემოფარგლული საქართველოს გეოგრაფიული და ეთნიკურ-კულტურული საზღვრებით, რომ მისი ლექსების, განსაკუთრებით კი ამდაგვარი ლექსების, თარგმნა ნებისმიერ ენაზე (რუსოფობობა რომ არ დამბრალდეს), უბრალოდ უსარგებლოდ და არაფრისმომცემად მიმაჩნია ლიტერატურული თვალსაზრისით.
კონკრეტულად ეს თარგმანი კი ნოტარიალურად დასამოწმებელ თარგმანს უფრო გავს (ისიც მთლად კარგს ვერა), ვიდრე ლიტერატურულს.
ნუ მიწყენთ ამ პირდაპირობას. მუხრანს რომ არ ეხებოდეს, ხმის ამომღები არ ვიყავი, თანაც სულაც არ არის უეჭველი, რომ ჩემი აზრი მცდარი იყოს.
პატივისცემით და წარმატებების სურვილით :) მუხრან მაჭავარიანი ბუმბერაზი პოეტი და ქართული პოეზიის ბრილიანტია! თუმცა, მისი შემოქმედებითი იდენტობა იმდენად მტკიცედ არის შემოფარგლული საქართველოს გეოგრაფიული და ეთნიკურ-კულტურული საზღვრებით, რომ მისი ლექსების, განსაკუთრებით კი ამდაგვარი ლექსების, თარგმნა ნებისმიერ ენაზე (რუსოფობობა რომ არ დამბრალდეს), უბრალოდ უსარგებლოდ და არაფრისმომცემად მიმაჩნია ლიტერატურული თვალსაზრისით.
კონკრეტულად ეს თარგმანი კი ნოტარიალურად დასამოწმებელ თარგმანს უფრო გავს (ისიც მთლად კარგს ვერა), ვიდრე ლიტერატურულს.
ნუ მიწყენთ ამ პირდაპირობას. მუხრანს რომ არ ეხებოდეს, ხმის ამომღები არ ვიყავი, თანაც სულაც არ არის უეჭველი, რომ ჩემი აზრი მცდარი იყოს.
პატივისცემით და წარმატებების სურვილით :)
8. გმადლობთ შეფასებისთვის. რადგან იმერულ–კვიმატური კუთხურობა ვერაფრით გადავა თარმანში, ამიტომ ზუსტად შევინარჩუნე მარცვლების რაოდენობა და წყობა, რომ ლექსის ინტონაცია სწორად აღქმულიყო.
გმადლობთ შეფასებისთვის. რადგან იმერულ–კვიმატური კუთხურობა ვერაფრით გადავა თარმანში, ამიტომ ზუსტად შევინარჩუნე მარცვლების რაოდენობა და წყობა, რომ ლექსის ინტონაცია სწორად აღქმულიყო.
7. ესეც ბოლო 5 ქულა დავწერე, და ბოლო კომენტარი გავაკეთე, და მიხარია რომ ეს თქვენთან მოხდა, გემშვიდობებით კეთილი სურვილებით, თქვნი სახით ყველა კარგ ღისეულ ურაკპარაკელს, გისურვებთ ახალ მიღწევებსა და წარმატებებს... ესეც ბოლო 5 ქულა დავწერე, და ბოლო კომენტარი გავაკეთე, და მიხარია რომ ეს თქვენთან მოხდა, გემშვიდობებით კეთილი სურვილებით, თქვნი სახით ყველა კარგ ღისეულ ურაკპარაკელს, გისურვებთ ახალ მიღწევებსა და წარმატებებს...
6. რა კარგადაა მუსიკა "შენახული" და განწყობაც.
მომეწონა.
5 რა კარგადაა მუსიკა "შენახული" და განწყობაც.
მომეწონა.
5
5. გმადლობთ, ჰარირამავ და დევო! მშვენიერია, რომ გამომეხმაურეთ. ეს პატარა ლექსია და სხვებსაც შეუძლიათ საკუთარი თარგმანები შემოგვთავაზონ.
ჰარირამას შენიშვნების მიხედვით:
На дворе шумливый дождь… В комнате горит лампа … Петушу помнишь? Как же! Каков был парень! Ах... ах!
გმადლობთ, ჰარირამავ და დევო! მშვენიერია, რომ გამომეხმაურეთ. ეს პატარა ლექსია და სხვებსაც შეუძლიათ საკუთარი თარგმანები შემოგვთავაზონ.
ჰარირამას შენიშვნების მიხედვით:
На дворе шумливый дождь… В комнате горит лампа … Петушу помнишь? Как же! Каков был парень! Ах... ах!
4. დახმარება ვერ გამომდის :) გადავეშვი თავით :) დახმარება ვერ გამომდის :) გადავეშვი თავით :)
3. Дождь у порога шумит... В комнате лампа. Ночь... - Помниш петушу? - Иначе?! - Вот же был парень?! - Конечно! Дождь у порога шумит... В комнате лампа. Ночь... - Помниш петушу? - Иначе?! - Вот же был парень?! - Конечно!
2. "ახ, და"-ს , სჯობია ახ, ახ, უფრო ზუსტად გამოხატავს "აპა"-ს , თვიტონ ქართულ ვარიანთსიც რომ ჩასვათ" ახ, ახ" , შინაასრს და კონტექსტს არ შეცვლის და მგონია რომ რუსულ ვარიანტშიც მასზე უკეტესი ვარიანტის მოებნა გაჭირდება. და კიდევ მგონია რომ ხმაურიანი წვიმის შესატვყვისად დოჟდიკ-ის მაგივრად , დოჯდ იხმაროტ და სადმე ერტი მარცვალი დაუმატოტ აჯობბს. "ახ, და"-ს , სჯობია ახ, ახ, უფრო ზუსტად გამოხატავს "აპა"-ს , თვიტონ ქართულ ვარიანთსიც რომ ჩასვათ" ახ, ახ" , შინაასრს და კონტექსტს არ შეცვლის და მგონია რომ რუსულ ვარიანტშიც მასზე უკეტესი ვარიანტის მოებნა გაჭირდება. და კიდევ მგონია რომ ხმაურიანი წვიმის შესატვყვისად დოჟდიკ-ის მაგივრად , დოჯდ იხმაროტ და სადმე ერტი მარცვალი დაუმატოტ აჯობბს.
1. მთარგმნელებო და არამთარგმნელებო, ნახეთ ეს ციცქნა ლექსი იმდენად ქართული და იმერულია, რომ რთული სათარგმნია. ბოლო სიტყვის შერჩევაში თქვენი დახმარება მჭირდება, ჩემი ვარიანტებია: Да-да, Ага, Ах, да .../სასურველია ორი ხმოვანი „ა“/ იქნებ ვინმემ უკეთესი სიტყვა შემომთავაზოს, რადგან შერჩეულები ვერ გადმოსცემენ ლექსის განწყობას და არც „ლამპას“ ერითმებიან. ქალზე რომ იყოს საუბარი, შეიძლებოდა „Лапа“, რუსები იყენებენ Лапочка, Лапа–ს, კაცზე ეს არ გამოგვადგება. თუ ახალს ვერ მივაგნებთ, ამ ვარიანტებიდან რომელი მიგაჩნიათ მისაღებად?
მთარგმნელებო და არამთარგმნელებო, ნახეთ ეს ციცქნა ლექსი იმდენად ქართული და იმერულია, რომ რთული სათარგმნია. ბოლო სიტყვის შერჩევაში თქვენი დახმარება მჭირდება, ჩემი ვარიანტებია: Да-да, Ага, Ах, да .../სასურველია ორი ხმოვანი „ა“/ იქნებ ვინმემ უკეთესი სიტყვა შემომთავაზოს, რადგან შერჩეულები ვერ გადმოსცემენ ლექსის განწყობას და არც „ლამპას“ ერითმებიან. ქალზე რომ იყოს საუბარი, შეიძლებოდა „Лапа“, რუსები იყენებენ Лапочка, Лапа–ს, კაცზე ეს არ გამოგვადგება. თუ ახალს ვერ მივაგნებთ, ამ ვარიანტებიდან რომელი მიგაჩნიათ მისაღებად?
|