ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან-ნი-კა
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2019


ჩემი ცოლი

...ჩემი ცოლი სიყვარულით მოვიყვანე...
უეცრად შფოთვით მეღვიძება. ტელეფონზე საათს დავხედე 03:30. თიკო არ წევს და არც ბავშვია. სამზარეულოს სინათლე ოდნავ აღწევს ჩვენს საძინებლამდე. წამოვდექი და ვფიქრობ. გავიდე? თუ ძილი გავაგრძელო? გასვლა გადავწყვიტე, თორე დილით გამიურღავს ტვინს ვერაფერს გებულობ და არ მონაწილეობ ნინის აღზრდაშიაო, არადა რა აღზრდა, 3 კვირის არის ჯერ და მხოლოდ ძუძუ და სუფთა პამპერსი სჭირდება. მარამ ამას თიკოს ვერ ვეტყვი, გაიბუსება. წამოვდექი და შორტი ამოვიცვი. მე ხომ არ ვარ ჩემს სახლში, როცა მომინდება ტრუსიკით ვიტანტალო, ან მის გარეშეც. ასე ინება თიკომ. მისი სიტყვა კანონია. სულ ერთი თვე ვიცხოვრეთ ჩვენს ბინაში, მერე დაორსულდა და მიჭირსო და დედამისთან გადმოვბარგდით. არადა, სულ სხვა გეგმები მქონდა. განა არ მიყვარს ჩემი შვილი? მაგრამ მოცდა მერჩია ერთი წელი მაინც, გავერთობოდით, ვიმოგზაურებდით, ხანდახან დავბოლდებოდით და სხვა სამყაროში გადავეშვებოდით. თუმცა, თიკომ შვილი მალე მინდაო... ჩვენს სახლში დაბრუნებას ვეღარც ვახსენებ. ერთხელ შევახსენე, რომ გვაქვს ადგილი სადაც მინდა ვიყო. სახე ისე დაემანჭა, ადამიანი იფიქრებდა დანა დაარტყესო და მომიგო პასუხად:
-შენ წამოხვალ სამსახურიდან და მომეხმარები?-დავაპირე პირის გაღება და თავის დაცვა, მაგრამ აარ დამცალდა-თუ რას მთხოვ? აქ ცუდად ხარ? დედაჩემი თავს გევლება, გიმზადებს, გასმევს, გემსახურება...ნერვები ამიშალე რა.
ხოდა, დავდუმდი. სამსახურიდან წამოვალ და უსაქმური სიძე და ქმარი გავიჩითები, თან, ასე მემსახურებიან , შტერი გამოვდივარ თუ ჩემს საკუთარ ნაყიდ სახლში მინდა ჩემთვის წყნარად ყოფნა და სულ არ შევჭამ და დავლევ. ამას ვერ ვიტყვი, უმადური გამოვალ. ამიტომ ჩავიკალი ეს სურვილი და იმედს ვიტოვებ ბავშვი რომ ბაღში შევა, იქნებ მაშინ წამოვიდეს ეს გოგო სახლში.
თვალების ფშვნეტით გავედი. თიკოს ნინი უჭირავს და ატარებს. დედამისიც, ანუ ჩემი სიდედრიც იქვეა.
-გაზებია?-ვიკითხე ისე, აი რაღაც რომ უნდა თქვა.
-ჰო. ვერ ვაწყნარებ.- არადა ჩემი დაკვირვებით ნინი სულ არ არის რთული საზრდელი. ეს თიკო ამუქებს და აშავბნელებს ყველაფერს. ახლაც უჭირავს ჩაძინებული ბავშვი და არ აწვენს. რისი დამტკიცება უნდა, ერთადერთი დედა ხომ არ არის დედამიწზე? თან, გაგვაფრთხილა პედიატრმა, ძილი ერევათ ბავშვებს, დრო ჭირდებათ , არ მიაჩვიოთ ხელში ტარებას, დაბალი შუქში გყავდეთ ღამით და ნელ-ნელა დალაგდებაო. მე ეს ყველაფერი კარგად მახსოვს. აი, თიკოს ფაქტია დაავიწყდა.
-ძინავს უკვე. წამოდი. ჩააწვინე-ფრთხილად ვეუბნები
-არა, აარა. ეძინოს ასე. ჩაწავენის დროს რომ გაიღვიძოს?- რა იცი შე კაი ადამიანო, არ მოგისინჯავს. ეს ვიფიქრე. ხომ ვერ ვეტყვი.
-ხვალ გაგიჭირდება თიკო ღამე ნათევს.
-არაფერია. დედა მომეხმარება.-სიდედრი ჩუმადაა, ხმას არ იღებს. ალბათ მეთანხმება.
-თქვენ წადით. მე დავრჩები ამათთან.- მივუბრუნდი სიდედრს, რომელმაც უთქმელი თვალებით ამომხედა და გავიდა ლოჯიდან. სიდედრს არ მოვწონდი, უკეთესი უნდოდა შვილისთვის... ახლა არ ვიცი რას ფიქრობს. თავზე მყვება, ასე ამბობენ....
დივანზე ჩამოჯდომაზე დავითანხმე თიკო. გაშეშებულია. არ ვიცი რა გონია, მაგრამ დედობისთვის არ არის მზად, ისევე როგორც მე მამობისთვის. უბრალოდ, მე ამის აღიარება შემიძლია, თიკოს არა.
თავისტკივილით მეღვიძება. არ მახსოსვ რა დროს დავწექი. თიკო ისევ არ არის ლოგინში. ყავა მინდა. სამსახურში დავლევ. ვდგები, სასწრაფოდ ვივლებ, ვიუთოვებ პერანგს და ვიცვამ. მინდა გასვის წინ თიკო გამომყვეს და კოცნით დავემშვიდობო, მაგრამ ისეთი სახე აქვს და ისევ ნინი ხელში, არ ვახმოვანებ სურვილს და ჩუმად გავდივარ.
უძილობა თავისას შვება, ვერ მშველის 3 ჭიქა ყავა. ბოლო ძალებ მოკებილი ვმუშაობ. ვაიბერში შეტყობინება მომდის. ისევ ის გოგოა. თანამშრომლის დაქალია, დაბადების დღეზე გავიცანი, გავიცანი რა, გამეცნო. რაღაცეებს მიყვებოდა, არც ვუსმენდი. იმაზე ვფიქრობდი თიკო როგორ არ წამოვიდა, რა უაზრო მიზეზი მოთხარა, არადა მიყვარს ივენთებზე ცოლ-ქმარი ერთად რომ იჩითება. აი, ამიტომ არ მეჩქარებოდა ბავშვი! ხო, და ამის შემდეგ მწერს ეს გოგო. ჩემი პასუხი ყოველთვის მოკლე და ლაკონურია, ან უბრალოდ სმაილიკს ვუგზავნი. წესიერად არც მახსოვს როგორია ვიდზე. მოღალატე ტიპი არ ვარ, პირიქირთ, ზედმეტად ერთგულიც ვარ. არ მაინტერესებს სხვა ქალები. თიკო ლამაზი, მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა. თუმცა, ვფიქრობ მალე დამიბრუნდება.
    *********

კარის მკვეთრი მოჯახუნება მაღვიძებს. მგონი დილაა. გავღიზიანდი ასე უხეშად რომ მაღვიძებს თიკო ისევ... თვალებით ტელეფონს ვეძებ, ვპოულობ და ვმშვიდდები. ვიცი არ აიღებს, თან კოდიც მიდევს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო უთქვამთ ძველებს. ვაიბერს ვხსნი. ნუცას მოწერილი აქვს და ეს ღიმილსს მგვრის. არასოდეს მიცრუებს იმედს. ყოველთვის ახერხებს თბილი სიტყვების მოწერას, ეს უკვე ჰაერივით მჭირდება. მასთან შეხვედრის წარმოდგენისას გული გამალებით პატარა ბავშვივით მიცემს... არადა, მხოლოდ ვვახშმობთ, ან ყავას ვსვამთ სამსახურების შემდეგ. ის მისმენს, ყველაფრით ინტერესდება. თუმცა, მე მაინც სახლში მოვდივარ. სადაც ხმაური და დაძაბულობაა არაფრის გამო. ერექციას ვგრძნობ. ვერ ვხვდები ეს ნუცას უკავშირდება, თუ დილას. ვფიქრობ, ალბათ ორივეს. სექსი ძალიან მძიმე თემაა უკვე ჩვენთვის. ნინი 5 თვის გახდა და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ რამოდენიმეჯერ გვქონდა წესიერად. სულ რაღაც მიზეზი აქვს მოყოლებული ორსულობიდან და მეც ოლიმპიური სიმშვიდით ვიტან, ვითმენ და გაგებით ვეკიდები.
წამოვდექი. რადგან ასე ადრეა საუზმობასაც მოვასწრებ. უცებ ვივლებ წყალს და სამზარეულოში შევდივარ. თიკოს ვუღიმი. ის არ მიბრუნებს. არაუშავს, ამასაც შევეჩვიე. აბა როგორ მინდა, რა მეგონა მამობა? მისი სიტყვებია. კარაქიან და ჯემიან პურს ვჭამ და ყავას ვაყოლებ. თიკო რაღაცას ლაპარაკობს, თითქოს მე მელაპარაკება, არ ვიცი. ერთ ყურში შედის და მეორეში გამოდის მისი სიტყვები იმდენად არაფრის მომცემია. რაღაც სკამებზე და დივანზე საუბრობს. ახალ ფარდებზე და ა.შ რაც მე ძალიან მაგრად მკიდია. არ დავიკიდედი ჩემს სახლში რომ ვიყოთ და იქ უნდოდეს შეცვლა. უცებ მოვრჩი საუზმეს და ავიღე ლეპტოპი. საათს დავხედე, კიდევ ნახევარი საათი მაქვს, მაგრამ ისევ სამსახურში დავჯდე მირჩევნია. თან ნუცას მივწერ...
უცებ სინდისი მიჯიჯღინებს. ვჩერდები.
-თიკ-გამომხედა ჩამქრალი თვალებით
-რა იყო?
-ამ საღამოს გავიდეთ სადმე?
-სად გავიდეთ? მერე ბავშვი?
-დედაშენი დაიტოვებს
-არ არის კარგი აზრი.
-რატომ? სახლიდან გასვლა არ გინდა?-არაფერი მიპასუხა. დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ესეც ძველების სიტყვებია. ცოტას ვიცდი, მაგრამ ისევ არაფერი და ამიტომ მეც უხმაუროდ გავდივარ სახლიდან.
თავზესაყრელი საქმის შემდეგ ნამდვილად მინდა განტვირთვა. მყუდრო კაფეში ერთმანეთის პირისპირ მოვეწყვეთ. სულ სხვანაირი ვარ ამ გოგოსთან. მისი პოზიტივი, ღიმილი და დადებითი განწყობა მისი დანახვისთანავე გადმომედება. ვიცინი, ვხუმრობ, ძველი მე ვბრუნდები. ჩემი სხეულიდან გამოვდივარ და ჩემს თავს შორიდან ვუყურებ. მომწონს რასაც ვხედავ.
ნუცა მიმზიდველია. კარგა ხანს ძალით ვხვდებოდი. მასში ქალს ვერ ვხედავდი. მხოლოდ ისეთ პიროვნებას, რომელთანაც არსებული სიტუაციის დავიწყება მინდოდა. ახლა ვამჩნევ როგორი დახვეწილი ნაკვთები აქვს სექსუალურობაში არეული. თავის თავზე მიყვება, თავის განვლილ ცხოვრებაზე, რას ნანობს, რას შეცვლიდა. ემოციურად დაცლილი და ენდორფინებით ავსებული ვბრუნდები სახლში. საკმაოდ გვიანია. ვფიქრობ თიკოსთან თავი როგორ ვიმართლო. შევდივარ. სიჩუმეა.
-მოხვედი?-მესმის ლოჯიდან
-კი.
-ნინის სძინავს. არ იხმაურო. -მეუბნება.
-არა.-მორჩა. ესაა ჩვენი მთელი დიალოგი. ძალიან კარგი ე.ი ახსნა განმარტებაც არ დამჭირდება რატომ ვაგვიანებ.
რამ გამცვალა თიკო ასე? ქალი მზად იყო ჩემი გულისთვის ნებისმიერისთვის თვალები ამოეცალა (ასე იძახდა, ყოველშემთხვევაში) და მისი შემართება მხიბლავდა. მისი ცისფერი თვალების ბრიალი. ხანდახან რომ ისე განაზდებოდნენ, პირდაპირ შეგ ვიძძირებოდი. ახლა ეს ლამაზი, ცისფერი და ზღვისფერი თვალები ჩამქრალია...
თავიდან ჩემს თავში ვერძებდი მიზეზს, იქნებ არ ვარ სათანადოდ კარგი ქმარი, იქნებ რამეს ვაკლებ თიკოს. ქალებს რას გაუგებ-მეთქი. სიღნაღში წასვლა შევთავაზე უქმეებზე კარგ სასმტუმროში, არაო, მერე სპა სალონის აბონიმენტი ვაჩუქე, რომელშიც ყველაფერი შედიოდა, აი სხვა ადამიანს გიშვებენ იქედან (კონსულტანტმა გოგომ ასე ამიხსნა, კაცისთვის გასაგებ ენაზე) რაო? ესეთი გასუქებული აღარ მოგწონვარო? უკუღმა გაიგო. საერთოდ არაფერ შუაშია მისი ზედმეტი რამდენიმე კილოგრამი, რომელიც ჩემი დაკვირვებით ძალიანაც უხდება. რადგან წასლა-წამოსვლა არ სურდა ყვავილებს მომქონდა, სხვადასხვა საჩუქარი გავუკეთე. ვერაფრით ვასიამოვნე. ბოლოს შევეშვი... დავყარე ფარხმალი...
ვფიქრობ, ის აღარ დაბრუნდება...
ნუცამ შემომაპარა ძალიან დაცხა და ბათუმში წავსულიყავითო. სასტუმროც მოუძებნია. თავიდან შევცბი. მერე მიხვდი ეს ხომ ასეთი ლოგიკური და ბუნებრივია. ადამიანს ვხვდები თვეებია უკვე და რა თქმა უნდა სექსს ელოდება. დავთანხმდი. ახლა მოსაფიქრებელი მაქვს ამბავი, ზღაპარი რატომ მივდივარ მთელი შაბათ-კვირა ბათუმში.
-თიკო
-გისმენ-არც მიყურებს
-ბათუმში მიწევს კონფერენციაზე ორი დღით ჩასვლა.
-ხო
-შაბათ-კვირას...
-გასაგებია
-დედაშენი რომ არ იქნება?-ხავს ვებღაუჭები, მიზეზს ვეძებ ნუცას გადავუდო
-არაუშავს. სამსახურია. უარს ვერ იტყვი.-შემომხედა და ნაძალადევად გაიღიმა. მისმა ღიმილმა ძველი დრო გამახსენა და ზიზღი ვიგრძენი ჩემი თავის მიმართ.
სასტუმრო ლამაზია და ნომერი დიდი, ხედით ზღვისკენ. ნუცამ აიღო და გადაიხადა კიდეც. კაცური თავმოყვარეობა ნუ შეგელახება, შემდეგზე შენ გადაიხადეო. დავბრუნდები ორი წუთში ჰოლში ჩავირბენ-მეთქი და გამოვედი. დავურეკე თიკოს.
-რა ხდება?-ჩვეულად მპსუხობს, თითქოს უმიზეზოდ დარეკვის უფლება არ მქონდეს.
-თიკ, თიკ-აღელვებული ვარ-მოკიდე ნინის ხელი და წამოდით. გამოთავისუფლდება დრო თქვენს ჩამოსვლამდე და მეცლება
-გაგიჟდი?
-არა. გთხოვ ჩამოდი. მენატრები.
-რას ამბობ. სად წამოვალ თოთო ბავშვით
-რაღა თოთო. გაიხსენე, როგორები ვიყავით...
-სულელი ხარ.
-აბა,რას იზამ მოდიხარ?
-არა.
-თიკ. გთხოვ
-არა, არა. წავედი. ნინის ვჭირდები.
-არ გათიშო-მუდარა მაქვს ხმაში
-მადროვე რა. წადი, საქმეს მიხედე. ნახვამდის.-დაკიდა...
არადა...ჩემი ცოლი მიყვარდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები