ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2019


***

არ ვიცი რას მოვიქმ, ანაზდად
იქნება ძვირფასო, შევშინდე
ბაგეზე გემთხვევი ლამაზად,
იქნებ და ქმარი გყავს... შემინდე.

ღრუბლების შავბნელი ფარჩები,
შევცვალოთ იისფერ ჩითებად.
მოვალ და სულ შენთან დავრჩები,
თუ ჩემი დარჩენა გჭირდება.

სარეცელს მოგიფენ ყვავილებს,
ალუბლის გაჩუქებ საყურეს,
ვიყვირებ , ხმამაღლა, მიყვარხარ!
ისე, რომ ქვეყანა დაიქცეს.

და მთვარის გაბნეულ ლანდებში,
ფეხ და ფეხ მივყვები ანარეკლს,
ჭაღარა შეპარულ ღამეში,
მსუბუქ და მომნუსხველ ნაკვალებს...

მოვდევ და გაკოცებ ანაზდად,
ან იქნებ ძვირფასო შევშინდე.
ბაგეზე გემთხვევი, ლამაზად.
და თუკი ქმარი გყავს, შემინდე.

    ზ.მ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები