ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან-ნი-კა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 თებერვალი, 2019


მამას

გამარჯობა მამა!
დიდი ხანია არ გვისაუბრია. ვფიქრობ, რით დავიწყო შენთვის ამბების თხრობა? რომელი ერთით? შენ ხომ იმდენ რამეს დააკლდი...
ამოვუყევი ამ წვიმიან დღეს შენსკენ მომავალ სველ ბილიკს და ყოველ ნაბიჯში ვგრძობ თუ როგორ მეტად და მეტად მიმძიმდება გული...მაინც მომიწევს შემოგხედო და ნაღვლიანი ჩემი თვალები შევაგებო შენსას...
დგახარ ამაყად შენს ახალ სახლში და გადმოჰყურებ მიდამოს ზუსტად ისე, როგორც ადრე, ჩვენი აივნიდან მომღიმარი და ხალიასიანი...
მოვედი, ვდგავარ და ვერაფრის მოყოლას ვახერხებ...მხოლოდ ცრემლით დამენამა თვალები და დამენანე ისევ მემილიონედ ცივი და ვიწრო შენი სამყოფელისთვის.
ასე უსიტყვოდ, ნელ-ნელა, დაგემშვიდობე და შენც გამაცილე...
ნახვამდის მამა!
მიყვარხარ და მენატრები

28.02.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები