| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 10 მარტი, 2019 |
К****** მახსოვს პირველი გაელვება შენი მშვენების, რომ დაგინახე წარმავლობის ნისლში ცურვილი, ეს წამიერი ხილვა იყო, თუ მოჩვენების და პირველქმნილი სილამაზის ხილვის სურვილი.
რა უიმედო, მომქანცველი მეწვია სევდა - ამ ხმაურიან ფაციფუცში შიშით ამვსები, ნაზი ხმის სიმი სულს არხევდა და დიდხანს ჟღერდა, მესიზმრებოდა შენი ნაკვთი და მონასმები.
წლები გაფრინდნენ და ცხოვრების ქარიშხლის ქროლამ შემოაცალა ჩემს ოცნებას მსუბუქი ფრთები, რამ მიმავიწყა მშვენიერი ხმის ნელი თრთოლა და ღვთაებრივი პირისახის ნაზი ნაკვთები.
ღრმა უკუნეთმა შეაჩერა გრძნობის თარეში, ნელა გავიდა დრო, ზლაზვნით და განცდაც მინელდა, უღვთოდ, უგრძნობლად, სიყვარულის ცრემლის გარეშე, გაქრა ვნებები და ცხოვრება დაცარიელდა.
მაგრამ გაცოცხლდა გაელვება შენი მშვენების, აღმოგაჩინე უკვდავების სხივშებურვილი, ვით წამიერი ხილვა, როგორც წმინდა ჩვენების და პირველქმნილი სილამაზის ხილვის სურვილი.
ისევ განახლდა ჩემი გული, სავსე გრძნობებით და აღტაცება გააღვიძა ნიაღვარული, კვლავ დამიბრუნდა ღვთისგან მადლით ნაწყალობები სიცოცხლით ტკბობის განცდა, ვნება და სიყვარული.
*** Я помню чудное мгновенье: Передо мной явилась ты, Как мимолетное виденье, Как гений чистой красоты.
В томленьях грусти безнадежной, В тревогах шумной суеты, Звучал мне долго голос нежный, И снились милые черты
Шли годы. Бурь порыв мятежный Рассеял прежние мечты, И я забыл твой голос нежный, Твои небесные черты.
В глуши, во мраке заточенья Тянулись тихо дни мои Без божества, без вдохновенья, Без слез, без жизни, без любви.
Душе настало пробужденье: И вот опять явилась ты, Как мимолетное виденье, Как гений чистой красоты.
И сердце бьется в упоенье, И для него воскресли вновь И божество, и вдохновенье, И жизнь, и слезы, и любовь
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ხელი უნდა გამეხმო დანტესიზა როცა ამის შესაძლებლობა მქონდა.
სოლომონის კუნძულებზე რომ ვიყავით მე და ჩემი ძმა მფრინავი შეფთი მოყოლილი მაქვს?
იმოდენა ხეები ზირდებოდა მანდ - მაგის გაადნაჭრელზე - ვიწრო წრეში ქორწილს გადაიხდიდა კაცი. მარა, გადაჭრა არ უნდოდა ამოდენა ხეს? ამიტომ , სოლომონის კუნძულის აბორიგენების მთელი სოფელი - წრეს დაარტყამდა ხოლმე ამ დიდ ხეებს და ერთი კვირის განმავლობაში დღეში ერთი საათით წყევლიდა... ერთ კვირაში, ეს საცოდავი ხე ხმობას იწყებდა თუ ყრუ არ იყო... ხმობას იწყებდა და ბოლოს კვდებოდა და ვარდებოდა ძირს...
აი ეგრე წრე უნდა დამერტყა დანტესის ხელისთვის და მეწყევლა ერთი საათი მაინც დღეში, მარა, ვერ მოვასწარი. ამიტომ, პუშკინმაც ვერ მოასწრო ბევრი კაი რამის დაწერა, რაც კიდევ ჰქონდა თავში.
ხელი უნდა გამეხმო დანტესიზა როცა ამის შესაძლებლობა მქონდა.

1. ოდესღაც, ამ ლექსმა რაიონული მასშტაბის კონკურში პირველი ადგილი მომაპოვებინა და განსაკუთრებულად მეძვირფასება დღემდე :)
პუშკინთან მართლაც გაელვებაა, თარგმანი უფრო რომანივითაა :)
ოდესღაც, ამ ლექსმა რაიონული მასშტაბის კონკურში პირველი ადგილი მომაპოვებინა და განსაკუთრებულად მეძვირფასება დღემდე :)
პუშკინთან მართლაც გაელვებაა, თარგმანი უფრო რომანივითაა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|