ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2019


შეცდომა

ეთხელ სამოთხეში შევიხედე,
უცებ შევშინდი და წამოვედი.
შენი სიფერმკრთალე შემეფეთა
იმ დაულაგებელ სამოთხეში
მერე ოცნებები გამიბაცდა
სხვისმა გამიტყუეს დემონებმა
თალხი სისადავე შემომაცვდა
ისე წავიხდინე გემოვნება
ბედმაც,
ჭიდილს რაკი გადავყევი
ავად დამიჯინა კამათელი
გათავხედებული უშენობა
კვალში
მომყვებოდა სამართებლით
გახსოვს? სამოთხეში შემახედე
მე კი სულელივით გაგექეცი
შენმა სითამამემ შემაშფოთა
მკრთალად
განათებულ სამოთხეში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები