ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2019


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XXVII )

                                                                                                                          ***

    თავიდან ყველაფერი სხვაგვარად იყო და ჩნდება კითხვა. როდის თავიდან?! ჩემს დაბადებამდე. ქაოსი, რომელიც ჩემი ცხოვრების თამდევი ნაწილი იყო ყოველთვის. მამა, რომელიც ჩემს დაბადებამდე დაიღუპა და დედა, რომელთვისაც სინათლე ვიყავი წარმოუდგენლად მუქ სამყაროში. შემდეგ იმ ადამიანის მიტოვება ვის ხელშიც გავიზარდე. ქალბატონ, ელენეს ეს არ დამსახურებია, თუმცა არც მომაკვდავი შვილის ხილვას იმსახურებდა. ამიტომ მოვიქეცი ასე და გავექეცი იმ ადამიანურ ყოფას, რომელშიც აღარაფერი მეთქმოდა. აქედან დაიწყო ძიება სიყვარულის ნათელი ფერების. შევქმენი უტოპიური საზოგადოება და მდგომარეობა, სადაც ცხოვრების გაგრძელებას ვისურვებდი, თუმცა წერისას ბედი ზურგს უკან იდგა და სულ სხვა მომავალს მიმზადებდა. თითქოს სიტყვა-სიტყვით ამოიკითხა ყოველი პერსონაჟის ბუნება და რეალურ ადამიანებს შეასისხლხორცა. ეს მანიფესტი უნდა ყოფილიყო თანამედროვე ეპოქისთვის, თუმცა ყველაფერი მართლაც სხვაგვარად მოხდა. იმ აწმყოში, სადაც სიცოცხლეს უყოყმანოდ დავთმობდი გამოჩნდნენ ადამიანები ჩემი უტოპიური სამყაროდან, რომლებმაც ჩემსავე ნაწარმოებში დამაბრუნეს. იქ, სადაც ერთმანეთზე თანმიმდევრობით მიწყობილი წინადადები რაიმე ამბავს კი არა, არამედ ჩემს ცხოვრებას გადმოსცემდნენ. ვუყურებ ფურცლებს, რომელზეც უკანასკნელი სიტყვების დატანებღაა საჭირო და აი... ისიც, აღსრულდა! დავასრულე იმ წიგნზე მუშაობა, რომლის გამოცემამდეც ერთი ნაბიჯიღა რჩება, თუმცა არა იმგვარად როგორც წარმომედგინა. დასრულდა ისე, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. უბრალოდ ჩემი ფანტაზიის შესაძლებლობები არ ეყოფოდა იმ ფინალს, რაც თავს გადამხდა. დავწერე ზედმიწევნით ისე, რომ მის ბუნებრიობაში ეჭვი არავის შეეტანა. რაოდენ რთულიც არ ყოფილიყო ფურცლებზე ამის გადატანა მე ეს უნდა გამეკეთებინა. მათზე სრულიად სამყაროს უნდა გაეგო და ასეც მოვიქეცი. სხვა დანარჩენი ისევ განგების ნებაა. ხალხს უნდა გაეგო იმ ბიჭზე, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ცხოვრების ავბედითობაზე. გოგამ პირველივე დღესვე მოახერხა და მის ბავშვურ ოცნებებში აღმომაჩინა. მაგრძნობინა მისთვის დამახასიათებელი სილაღე და ბედნიერება, რომელიც ყოველთვის მაკლდა. ბავშვობა არ მქონია. მას კი ჰქონდა. ერთი სამყარო ვიყავით, ერთი საერთო ადამიანი. მე მის ბავშვობაში ვცხოვრობდი, ხოლო ის ჩემი ზრდასრულ ასაკში, ამიტომაც ვიყავით ერთი სრულყოფილი პიროვნება. მახსოვს, როგორ შემოიყვანეს გონება დაკარგული საავადმყოფოში და რა ძალისხმევა დამჭირდა დედამისის ნდობის მოსაპოვებლად. მახსოვს მისი პირველი ოცნება და ის დღეც, როდესაც მარტოდ-მარტონი ეტლით ვსეირნობდი ქალაქში. ფეხით გადაადგილება უჭირდა. შემდეგ უკვე არც ეს წარმოადგენდა პრობლემას. ჩემს თვალსა და ხელს შუა უფრო უკეთ და უკეთ ხდებოდა. ბოლოს დამოუკიდებლადაც შეეძლო სიარული. ის კი არა, ყირაზეც გადადიოდა ყველაზე ხმაურიან ქალაქში. იმდენი სიგიჟის გახსენება შემიძლია მასზე, რომ ალბათ ცალკე წიგნის გამოცემასაც კი შევძლებ. ყველაზე მეტად მასში ცნობისმოყვარეობა მხიბლავდა, რადგან მის ასაკში მეც ასეთი ვიყავი. უსასრულოდ ვცეკვავდით ყველგან და არც კი გვანაღვლებდა გამვლელები ჩვენზე რას იტყოდნენ. მასთან ერთად მეც 12 წლის მოზარდი ვხდებოდი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერი იყო. ხან ისეთი სერიოზული ხდებოდა, რომ იფიქრებდით ვიღაც ზრდასრული ადამიანი გედგათ წინ. უცებ მოიწყენდა, ხოლმე და წუთით ფიქრებს, სადღაც შორს მიჰყავდა. ჩემგან ბევრად შორს. აზროვნებით თავის ასაკს ნამდვილად უსწრებდა. არც გულიანი რჩევების მოცემა უჭირდა ჩემთვის. ყოველთვის ვხვდებოდი რა მოსწონდა და რა არა. ემოციური იყო ისეთივე, როგორიც მე, უბრალოდ სიტყვებად ამის გადმოცემა უჭირდა. დედამისზე უზომოდ შეყვარებული ვაჟკაცი. ნეტავ იცოდეთ, როგორ ნაღვლობდა მასზე და როგორ იდანაშაულებდა საკუთარ თავს. ყველას ვისაც კი გავიცნობდი მასთან მიმყავდა და მისი ერთი გამოხედვაც კი საკმარისი იყო იმის მისახვედრად თუ რამდენად კარგ ადამიანს შევხვდი. ბავშვებს ალბათ გულწრფელი ადამიანების ამოცნობა არ უჭირთ. ხანდახან ისიც კი მეგონა, რომ მან თავად გამომარჩია ყველასგან. ეს არა უნებურად არამედ მისი სურვილისამებრ მოხდა. ნანკასა და ბიჭებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გაცნობის დღიდანვე აღფრთოვანებული იყო მათი. თითქოს მისთვის მამა ვიყავი, რომელიც ყურადღებას არასდროს აკლებდა და გამუდმებით მხოლოდ იმის ზრუნვაში იყო თუ, როგორ გაეხალისენებინა მისთვის ყოველი დღე.  უფრო მეტად გაეფერადებინა ნათელ ფერებით აწმყო, რომლის რეალური სახეც არასდროს მოსწონდა. მე კი არა, მგონი მას ჰქონდა განსაკუთრებული ადამიანების აღმოჩენის საოცარი ნიჭი. შეუპოვარი იყო, როგორც ნამდვილ ვაჟკაცებს შეეფერებათ. არასდროს ეგუებოდა თავის ავადმყოფობას და ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ეტლი სანაგვეზე მოგვესროლა. ერთადერთი, რაც გამოცანად რჩებოდა ეს სიყვარული ნათელი ფერების განმარტებაა. იმდენა გატაცებულიყო ამ ნაწარმოებით, რომ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი ნაწარმოების დასრულებისა. როგორც ყველა ბავშვს მასაც უნდოდა რაც შეიძლება მალე დიდი ადამიანი გამხდარიყო. ზრდასრული და დამოუკიდებელი მამაკაცი. მისი არც ერთი ოცნება არ დამიტოვებია უყურადღებოდ, თუმცა საჰაერო ბურთით გაფრენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მას არასდროს ვტოვებდი, რადგან საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ოპერაციის დღესაც იქ ვიყავი. ყველანი იქ ვიყავით. ნანკა, მარიამი, გოგლიკო, გეგა, ვატო და გოგას დედა. მეგობრები და მისი კლასელებიც. მისი რჩეული გოგონაც, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა. გოგასთვის მიცემული პირობა შევასრულე და ნახატი ვაჩუქე "სიყვარულით გოგასგან". ოპერაციის მსვლელობისას დერეფანში ადგილს ვერ ვპოულობდი. ყველანი იმდენად დაძაბულები ვიყავით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმა არავის დაუძრავს. გოგას დედას თავი დაბლა დაეხარა  და ერთადერთი რისი გაგონებაც შევძელი ეს "მამაო ჩვენოა". ცივი ოფლი მასხავდა, თუმცა ახლა ვერც ერთი ძალა ვერ შეძლებდა ჩემს წაქცევას. სხეული თითქოს მთლიანად დამიბუჟდა. წონასწორობის შესანარჩუნებლად კედელს მივაყუდე და ისევ გოგაზე გავაგრძელე ფიქრი. თვალებიდან არ ამომდიოდა ის კადრები, როდესაც ბოლოს კაფეში ვისხედით. არც ის სიტყვები, რაც მაშინ მითხრა. ნეტავ რატომ ფიქრობდა ასეთ მტკვინეულ თემაზე. თითქოს მუდამ ბედნიერი ბავშვის მიღმაც არის, რაღაც რისი შემჩნევაც შეუძლებელია. არ ვიცი საიდან ან როგორ, მაგრამ მისი სიტყვებია "ღმერთი მაინც წაგიყვანს თავისთან გინდა, ჩარლი იყავი და გინდა ჩაპლინი." ეს კიდევ ერთი რამ იყო, რაშიც გოგა არ ცდებოდა. გამთენიისას მისმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა. დედამისის განწირული გოდება, რომელმაც მთელი საავადმყოფო მოიცვა ახლაც კი ყურებში ჩამესმის. გოგა დილის ექვს საათზე გარდაიცვალა. როდესაც მეგონა, რომ სრულიად სამყარო გვედგა გვერდით პირიქით აღმოჩნდა. დღეს ერთით ნაკლები ადამიანია სამყაროში, ერთი ცარიელი სკამი საკლასო ოთახში, ცარიელი ოთახი სახლში, და პალატა სადაც თეთრ ზეწარ გადაკრული საწოლი ახალ ადამიანს მიიღებს. სამყაროში, სადაც მე გოგა დავკარგე, ნანკამ მეგობარი, ბავშვებმა კლასელი და დედამ ერთადერთი შვილი. ღმერთს, რომ საუკეთესოები უნდოდა გამიგია, მაგრამ გოგა მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ საუკეთესო. იმ ტრაგიკული წამის შემდგომ მე აღარ ვარსებობ. ჩვენ ერთი სრულყოფილი ადამიანი ვიყავით და ახლა, როგორ უნდა განვაგრძო ცხოვრება? ან რაღა დარჩა გასაგრძელებელი, სადაც ვიცი, რომ გოგა ვერასდროს გამიღიმებს, მე  ვერასდროს აუსრულებ ოცნებას და ეს პალატა, ეს წყეული პალატა, სადაც ის არ იქნება. გოგა დაიღუპა... რა უნდა იყოს ამაზე უფრო დიდი დარტყმა ყოველი ჩვენთაგანისთვის?! დონორმაც ჩამოუსწრო და თანხაც სრულიად ეყო ყველაფერს, თუმცა ამაოდ. ვერასდროს  შეცვლი იმას, რისი ბედიც უკვე გადაწყვეტილია. მაპატიე, გოგა იმისთვის, რომ ვერ გადაგარჩინეთ. ბედისწერას ვერ გამოვგლიჯეთ ხელიდან შენი თავი და მაპატიე, რომ ვერ ნახავ მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქ ჰუმს. სხვა რა დავამატო გარდა იმისა, რომ გიხაროდეს განგებავ, აღსრულდა. ღმერთი მაინც წაგიყვანს თავისთან გინდა, ჩარლი იყავი და გინდა ჩაპლინი."-როგორც ამას გოგა იტყოდა. ჩვენი პატარა გოგა.


                                                                                                                                ***

  მეტრო სადგურში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. ვაგონში ვსხედვართ და გაურკვეველი მიმართულებით მივდივართ ისე, რომ არც ერთი გაჩერება ჩვენი არ არის. არსად გვინდა. ხელს წამითაც არ მიშვებს, თავი ნაზად დამადო და ჩაეძინა. არ მინდა გაეღვიძოს და შეწუხდეს. უყუროს გარემოებას, რომელშიც გამოღვიძება არავის მოუნდებოდა. მასთან ერთად ძილს და სიზმრებში დაუსრულებლად ხეტიალს ვისურვებდი, მაგრამ ამაოდ. ვერ ვიძინებ, როცა ვიცი, რომ ხვალ 12 წლის ბიჭს, ვიღაც უხეში წვერგაუპარსავი მესაფლავე მიწას მიაყრის. სქელ ბელტებად ისე, რომ წარბიც არ შეუტოკდება, რადგან ეს მისი სამსახურია. ქარიშხლიანი დღე იქნება სადაც ჩვეულებრივი რიგითი მამაო სწრაფად გადაიხდის პარაკლისს და ჭირისუფლებს გაძლიერებისკენ მოუწოდებს. სადაც გულწრფელი ცრემლის, რომელიც შეიძლება ვირწმუნო ეს მშობლის ცრემლი იქნება. არ ვიცოდე მაინც თუ რა ძლიერ უყვარდა. ისეთი წვიმა წამოვა, რომ ხალხი იფიქრებს, სადაცაა ცა ჩამოგვემხობაო, მაგრამ ეს ტყუილია. მათი იქ დგომაც კი ტყუილია სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებო. შემდეგ ყველანი ერთად წავლენ წელში მოხრილები და დათრგუნულები, მაგრამ არც იმაზე იფიქრებს ვინმე, რომ გოგა მარტო დატოვეს. ის ხომ ასეთი პატარა და უცოდველი იყო. იქნებ და სიბნელის ეშინია ვინ იცის?!  არც ამაზე ფიქრობენ, რადგან იქ სადაც სიცარიელე და სიჩუმეა, ჰგონიათ, რომ საფიქრალი არც არაფერია. მე კიდევ ისევ ვაგონში ვარ და საერთოდაც არ მოვიაზრებ იქ წასვლას. ყალბი და ცრუ სახეების ყურებას მირჩევნია აქ ვიყო, ნანკასთან ერთად. აქ სიჩუმე სიმშვიდის ტოლფასია. მისი ყოფნა კი მიზეზი, რაც არ მაძლევს არანაირ მორალურ უფლებას საკუთარი თავი თვითგანადგურებამდე მივიყვანო. გაჩერებაზე გამოეღვიძა და თავი ფრთხილად აწია. ერთხანს თვალებში მიყურებდა, თუმცა ხვდებოდა ჩემი მდუმარების მიზეზს და არაფერი უთქვამს. ახლა ისე, როგორც არასდროს სიმართლის თქმა გადავწყვიტე.  სიჩუმის დარღვევა მსურდა და იმ სიტყვების თქმა, რაც აქამდე უნდა მეთქვა.
-მიყვარხარ...
  მის სახეზე ისეთი გაკვირვება იგრძნობოდა, რომ წუთით ვიფიქრე აჯობებდა არაფერი მეთქვა თქო. მარიამზე არა ერთხელ გვისაუბრია, თუმცა ჩემს თვალებს არც მისი ეჭვიანობა გამოპარვიათ. ყოველთვის ვგრძნობდი მის მიზიდულობას ჩემდამი, რასაც არასდროს ვაღიარებდი და ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა პირველად გავიაზრე, რომ შეიძლებოდა დამეკარგა. მთვარია ახლა ისაა, რომ უკეთ არის და ჩემს გვერდითაა. სიცოცხლით სავსე და ლამაზი. 
-მინდა, რომ ჩემს გვერდით იყო მანამ...
-არავითარი ფიქრი დასასრულზე-წამოიწია და სიტყვა გამაწყვეტინა.-მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, სადაც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა წავიდეთ.
-ხოდა წავიდეთ-თმა გადავუწიე და შუბლზე ვაკოცე.
-სად?
-ჰუმში. მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქში. 


                                                                                                (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები