ჩანაწერები დაუწერელი ესეისთვის „ვეფხისტყაოსნის გმირები“
დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ესსე ვეფხისტყაოსნის გმირებზე, მაგრამ ვერა და ვერ მოვიხელთე საკუთარი თავი. ცალკეული ჩანაწერები კი შემომრჩა
მართალია, შოთა რუსთველმა ორივე მთავარი მოქმედი გმირი – ტარიელი და ავთანდილი – აღმოსავლეთს მიაკუთვნა, მაგრამ ტიპაჟით ტარიელი აღმოსავლელია და ავთანდილი კი – დასავლელი. რომ არა ავთანდილი, ტარიელის მიერ თუნდაც დევების დამარცხება და მათთვის განძით სავსე გამოქვაბულის წართმევა, თუნდაც, ლომთან და ვეფხვთან შებმა, თუნდაც სხვა ძალისხმევა არაფრის მომტანი იქნებოდა, დარჩებოდა ბრძოლის ცალკეულ ეპიზოდებად, უმიზნო ქმედებებად. თუ ჩავთვლით, რომ ტარიელი გარკვეულ სიბრძნეს ფლობს, მაშინ ვიტყვით, რომ ცოდნა, რომელსაც ვერ გამოიყენებ, სიბრძნე, რომელიც ვერ გაქცევს ბრძენად, დაკარგულია. ტარიელი ვერასოდეს მიაღწევდა მიზანს, რომ არა ავთანდილი. ავთანდილია აქ განმსაზღვრელი თავისი პრაგმატიზმით. მან მოაბა ყველაფერს თავი. მან გამოიყენა ის სიბრძნეც, რომელსაც, შესაძლებელია, ტარიელი უმოქმედოდ ფლობდა და ეს ყველაფერი მიმართა მიზნის მისაღწევად.
თუ დავუშვებთ, რომ ტარიელს „რაღაც სიბრძნე“ მიეცა, ეს არის თეორიული, განყენებული „სიბრძნე“, რომელიც მან ვერ გაითავისა. რომელსაც იგი ვერ ჩაწვდა. რა არის სიბრძნე? სიბრძნე არის შემოქმედთან, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა. ბრძენი არ ტირის გაუთავებლად, გული არ უღონდება,. იგი მოვლენებს მშვიდად და გაწონასწორებულად აღიქვამს. ესმის სამყაროს არსებობის პრინციპი, მიზეზ–შედეგობრიობა. ტარიელის საპირისპიროდ ავთანდილი სრულ ჰარმონიაშია სამყაროსთან. გაიხსენეთ, როცა იგი მოიმღერის, „სმენად მხეცნი მოვიდიან“, ანუ სამყარო შემხვედრ ნაბიჯებს დგამს. გამოდის, რომ ავთანდილი ინტუიტიურ დონეზე ფლობს სიბრძნეს. ვინ გამოდის ბრძენი ამ ორ პიროვნებას შორის? ვინ მოქმედებს როგორც ბრძენი?
კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. ავთანდილი იჭვრიტება გამოქვაბულში (ამ გამოქვაბულში მცხოვრები ასმათიც, ნესტან–დარეჯანის ერთგული მონა–ქალი, ერთობ საინტერესო და, ერთგვარად, ამოუცნობი პიროვნებაა.) და თუ ეს გამოქვაბული რაღაც იდუმალს, საიდუმლო სიბრძნეს განასახიერებს, რომელსაც ტარიელი ფლობს. მაშინ აქ ორი ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ: 1. რომ ავთანდილისთვის საკმარისი იყო ერთი შეჭვრეტაც კი, რომ საიდუმლოსს არსს მიმხვდარიყო და 2. თუ დავუშვებთ, რომ მას მცირედი მიეცა იმ სიბრძნიდან, მაშინ მან ამ მცირედის რეალიზებაც უკეთესად შეძლო, ვიდრე ტარიელმა საიდუმლოს სრულად ფლობის.
სამწუხაროდ, ქართველებს გლოვა, წუხილი და დარდი ჰგონიათ სიბრძნე. არადა რაც მეტს იწუხებ, მით მეტად მოგეცემა წუხილის მიზეზი. ასეთია სამყარო, რასაც გაუშვებ სამყაროში, იმას გაამრავლებს და დაგიბრუნებს. „ რასაც დასთესს ადამიანი, იმას მოიმკის“(გალატელთა 6:7). პატარა თესლს დასთეს და დიდ მოსავალს მოიმკი. „რადგან ქარს თესავდნენ, ქარიშხალს მოიმკიან“.(ოსია 8:7). „ვინც ძუნწად დასთესს, ის ძუნწად მოიმკის“(მე–2 კორინთელთა 9:6) და ა.შ.
ტარიელი ტირის, მოთქვამს, გული მისდის, ის არ არის იმ მდგომარეობაში, რომ პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას.(არადა ტარიელი სამხედრო პირია, ინდოეთის მეფის ამირბარი და ამირ–სპასალარია, ის განაგებს ფლოტსაც და სახმელეთო ჯარსაც, მთავარსარდალია, მხედართმთავარი და მაინც ვერაფერს ახერხებს) ავთანდილს რომ არ დაეჩქარებინა მოვლენები, ტარიელი ჭმუნვაში გალევდა წუთისოფელს. აი, ქაჯეთის ციხე რომ ვერ აეღოთ, მაშინ გენახათ ტარიელის ტირილი და მისგან ავთანდილის გმობა. ვფიქრობ, ყველაფერი ავთანდილს დაბრალდებოდა.
ავთანდილისთვის კი, თუნდაც, ქაჯეთის ციხის ვერაღება, მხოლოდ გამოცდილება იქნებოდა და სანამ ტარიელი იტირებდა, იგი სხვა გზებს მოძებნიდა ნესტანის გასათავისუფლებლად. უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, უფრო მეტი ძალისხმევა და ფანდი, მაგრამ მიაღწევდა მიზანს.
აქვე მოკლედ შევეხები ქაჯეთის ციხეში გამომწყვდეულ ნესტან–დარეჯანს. ბავშვობიდან მაინტერესებდა ნესტანის პიროვნება. იგი გრძნეული მამიდის, თითქმის, ალქაჯი დავარის გაზრდილია და შეუძლებელია მასაც არ ჰქონოდა ეს თვისებები. (დავარის დასახასიათებლად გავიხსენოთ ნესტან–დარეჯანის სასტიკი ცემა საქმროს მკვლელობისთვის, ნესტანის სიტყვიერი შეურაცხყოფა: „როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე“ და ქაჯებთან მისი გამწესება) სავარაუდოდ, ამ „ხელოვნების“ ფლობით შეძლო ნესტანმა, გამკლავებოდა ქაჯებთან ტყვეობაში ყოფნას. მას თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია თავიდან და შეუბღალავი გაათავისუფლეს. მის განსხვავებულ ბუნებაზე მეტყველებს ხვარაზმელი სასიძოს მოკვლის სასტიკი სურვილიც, როგორ გულმშვიდად ურჩევს ნესტანი ტარიელს სასიძოს მიპარვით მოკვდინებას.
აი, თინათინი ქაჯების ხელში ძალიან საბრალო იქნებოდა და არც სასიძოს მუხანათური მოკვლის სურვილი გაუჩნდებოდა.
ნესტან–დარეჯანთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო. ტარიელის გაუგებარი ბნედა და ტირილი, ვფიქრობ, იმით აიხსნება, რომ ნესტან–დარეჯანს კარგად ჰქონდა ათვისებული გრძნეულების ხელოვნება და ტარიელი მონუსხული ჰყავდა. ასეთი ზემოქმედებითვე მოაკვლევინა მუხანათურად ხვარაზმელი სასიძოც. თავად ტარიელი თავის სატრფოს, ნესტანს, მტაცებელთან, ვეფხვთან აიგივებს და ამიტომ ატარებს ვეფხვის სამოსს.
რაც შეეხება „სამეულის“ მესამე წევრს, ფრიდონს. ვფიქრობ, „სამთა“ შექმნის სურვილით არის შემოყვანილი ნაწარმოებში. ამ მოქმედი გმირით შეიკრა მთლიანობა, წრე, სამეული და შეიქმნა მზადყოფნა მიზნის მისაღწევად.
მზია თვალაბეიშვილი
გამოყენებული ლიტერატურა: 1. შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ 2 ბიბლია
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გმადლობთ, უმა, რომ გადაიკითხეთ ჩემი ნაწერები. მართალი ხართ, აქ მოკლე ჩანაწერებია, რადგან ეს მხოლოდ მოსამზადებელი მასალაა ესსეისთვის. გამზრდელი მამიდა სცემს და შეურაცხყოფს ნესტანს. გმადლობთ კეთილი სურვილებისთვის. თქვენც ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!
გმადლობთ, უმა, რომ გადაიკითხეთ ჩემი ნაწერები. მართალი ხართ, აქ მოკლე ჩანაწერებია, რადგან ეს მხოლოდ მოსამზადებელი მასალაა ესსეისთვის. გამზრდელი მამიდა სცემს და შეურაცხყოფს ნესტანს. გმადლობთ კეთილი სურვილებისთვის. თქვენც ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!
6. ჩემთვის, მოკლე იყო... რა ვქნა, მე თინათინი მიყვარს, ის არის ქალურობის სიმბოლო და არა გრძნეული, მტაცებელი ქალი... მე მაპატიოს... სიმპათია თინათინს და ავთანდილს... და ნესტანმა ვინ სცემა? ეს აღარ მახსოვს, ვის უწოდა ეს სიტყვები? მადლობა... ჩემთვის, მოკლე იყო... რა ვქნა, მე თინათინი მიყვარს, ის არის ქალურობის სიმბოლო და არა გრძნეული, მტაცებელი ქალი... მე მაპატიოს... სიმპათია თინათინს და ავთანდილს... და ნესტანმა ვინ სცემა? ეს აღარ მახსოვს, ვის უწოდა ეს სიტყვები? მადლობა...
5. ჩემთვის უძვირფასესი ნაწარმოების ესე-სასიამოვნო წასაკითხია :* თქვენი მოსაზრებებიც საინტერესო- ჩემგან 5 ჩემთვის უძვირფასესი ნაწარმოების ესე-სასიამოვნო წასაკითხია :* თქვენი მოსაზრებებიც საინტერესო- ჩემგან 5
4. ამის დამწერს, აუცილებლად დააინტერესებს ესეც.:
"მე მინდა ვიცოდე რა წერია “ვეფხისტყაოსანში. თქვენ?"
აი ამ ბმულზეა:
https://rustvelo.wordpress.com/2012/01/04/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%95/?fbclid=IwAR0Eg99UEFGUP2QAeN1imhBYUW-LF5pAFlR5Uq_wNotpePYPfQwaDEU1D0I
ამის დამწერს, აუცილებლად დააინტერესებს ესეც.:
"მე მინდა ვიცოდე რა წერია “ვეფხისტყაოსანში. თქვენ?"
აი ამ ბმულზეა:
https://rustvelo.wordpress.com/2012/01/04/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%95/?fbclid=IwAR0Eg99UEFGUP2QAeN1imhBYUW-LF5pAFlR5Uq_wNotpePYPfQwaDEU1D0I
3. დიახ, ქეთი, ეს არის კრიტიკულ–პუბლიცისტური ნაწერი, როდესაც ავტორი პირად შეხედულებებს, მოსაზრებებს გვაცნობს, განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ამა თუ იმ საკითხზე. ის, რაც ინტერნეტით, ან წიგნებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, უფრო სხვა ჟანრს ეკუთვნის. გმადლობთ, რომ ასე ვრცლად გამომეხმაურეთ და გამოთქვით თქვენი აზრი. დიახ, ქეთი, ეს არის კრიტიკულ–პუბლიცისტური ნაწერი, როდესაც ავტორი პირად შეხედულებებს, მოსაზრებებს გვაცნობს, განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ამა თუ იმ საკითხზე. ის, რაც ინტერნეტით, ან წიგნებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, უფრო სხვა ჟანრს ეკუთვნის. გმადლობთ, რომ ასე ვრცლად გამომეხმაურეთ და გამოთქვით თქვენი აზრი.
2. არა, არა, ვერ გავბედავ აქ კომენტარის დაწერას. არა, არა, ვერ გავბედავ აქ კომენტარის დაწერას.
1. მზია თვალაბეიშვილი
მადლობა, მშვენიერი ესეა. 5 „ვეფხისტყაოსანი“ ამოუწურავია და ყველა წაკითხვის შემდეგ, მასში რაღაც ახალი სიბრძნის ამოკითხვა შეიძლება. თუმცა თუ გავითვალისწინებთ შოთას ჩანაფიქრს „მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“ და ამიტომ „ვთქვე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან“, პოემის წაკითხვა სულ სხვა პრიზმიდან ხდება შესაძლებელი. ნესტ ჰან დარეჯან ღმერთია, რომელიც ადამიანმა დაკარგა. ეშმაკნი, იგივე გრძნეული ქაჯები, მათ ხელახლა შეხვედრას უშლიან ხელს. იმისათვის, რომ ადამიანი ღმერთამდე მივიდეს სამი საღვთისმეტყველო სათნოება უნდა გაერთიანდეს მასში: სიყვარული (ტარიელი), რწმენა (ავთანდილი) და იმედი (ფრიდონი). გზა უფლამდე რთული გასავლელია, უმთავრესი კი სინანულია, სინანულის ცრემლს ღვრის სწორად ტარიელი. ქვაბი და შავოსანი ასმათი არაპირდაპირი გზით განდეგილ ბერ-მონაზვნობაზე მიგვანიშნებს, სადაც ყველაზე მეტად სიძვის სატანა ებრძვის ადამიანს, ხორციელ ვნებებთან ბრძოლას განასახიერებს ნადირობა. რაც შეეხება თინათინს, იგივე ათინათს, ანუ ანარეკლს, ის ძველი სიბრძნის ახლებულად დანახვის საშუალებაა, ძველი სიბრძნე კი მოხუცი მამაა, აქ პირობითად ძველი აღთქმაც შეიძლება ვიგულისხმოთ. . .
მზია თვალაბეიშვილი
მადლობა, მშვენიერი ესეა. 5 „ვეფხისტყაოსანი“ ამოუწურავია და ყველა წაკითხვის შემდეგ, მასში რაღაც ახალი სიბრძნის ამოკითხვა შეიძლება. თუმცა თუ გავითვალისწინებთ შოთას ჩანაფიქრს „მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“ და ამიტომ „ვთქვე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან“, პოემის წაკითხვა სულ სხვა პრიზმიდან ხდება შესაძლებელი. ნესტ ჰან დარეჯან ღმერთია, რომელიც ადამიანმა დაკარგა. ეშმაკნი, იგივე გრძნეული ქაჯები, მათ ხელახლა შეხვედრას უშლიან ხელს. იმისათვის, რომ ადამიანი ღმერთამდე მივიდეს სამი საღვთისმეტყველო სათნოება უნდა გაერთიანდეს მასში: სიყვარული (ტარიელი), რწმენა (ავთანდილი) და იმედი (ფრიდონი). გზა უფლამდე რთული გასავლელია, უმთავრესი კი სინანულია, სინანულის ცრემლს ღვრის სწორად ტარიელი. ქვაბი და შავოსანი ასმათი არაპირდაპირი გზით განდეგილ ბერ-მონაზვნობაზე მიგვანიშნებს, სადაც ყველაზე მეტად სიძვის სატანა ებრძვის ადამიანს, ხორციელ ვნებებთან ბრძოლას განასახიერებს ნადირობა. რაც შეეხება თინათინს, იგივე ათინათს, ანუ ანარეკლს, ის ძველი სიბრძნის ახლებულად დანახვის საშუალებაა, ძველი სიბრძნე კი მოხუცი მამაა, აქ პირობითად ძველი აღთქმაც შეიძლება ვიგულისხმოთ. . .
|
|
მონაცემები არ არის |
|
|