ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგლიკო
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2019


ჩემი გაფრენა

ჩემი გაფრენა

გავაფუილე მლაშე პირით ცხელი "ვინსტონი" ...
უპირველესად ფილტვებს ვუფრთხი მალე დამღუპავს ,
დეპრესიისგან ჩემი გული ოც გრამს იწონის ,
ჩემი სხეული მტვრიან სცენას მალე დახურავს .

ჩამოაფარებს შინდისფერ ფარდებს უხმო სცენაზე ,
და დააბრმავებს მაყურებლებს ცივი პარტერის ...
ახლა სიკვდილი ოცნებაა დიდი ყველაზე ,
სანამ ნერვოზი ტვინისაკენ ტყვიას დატენის .

მარყუჟში ვუყოფ მერლინ მონროს იმ ლამაზ კისერს ,
რომელზეც ალბათ მთელი სამყარო ოცნებობს კოცნას .
რეალობასთან ჩემგან ახლოს გავავლებ მესერს
და ყარაული მე ვიქნები მესერიც როცა -

შემოიჭრება არსებობის ტკივილი ტვინში ,
ჩემი ხელები თავის ძარღვიდან სისხლებს რომ წურავს ...
თავი მგონია ჩარლის გმირი უფერო ფილმში -
მუნჯურ ენაზე რომ ვყვირივარ "ის მაინც ბრუნავს!"

თან ნიკოტინის თავბრუს ხვევა სცენის ხიბლია ,
ღრუბელმა მკვდარი წვიმის წვეთი ფანტელად გაცრა ...
მაგიდის წიგნად შემომრჩა ერთი მხოლოდ ბიბლია 
და პიკანტური გემოვნება ჩემს მესერს გასცდა ...

თან მიყვარს სევდა , არ დაობენ გემოვნებაზე .
საკამათო კი ხალხში ალბათ მხოლოდ ესაა .
მე რეალობა უკვე გავცვალე ხელოვნებაზე
ჩემი გაფრენა ხვალ არა და ალბათ დღესაა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები