ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯანა
ჟანრი: თარგმანი
27 მარტი, 2019


სერგეი ესენინი - მე ისევ იქ ვარ

***
მე ისევ იქ ვარ, ჩემს მშობლიურ სახლში მივბრუნდი,
იქ განფენილი ნაზი გრძნობა მოუცავს ფიქრებს,
მთებს უკან ნელა ჩაშვებული ხშირი ბინდბუნდი
მემშვიდობება გულისწყვეტით და თეთრ ხელს მიქნევს.

აბურდული და შევერცხლილი აქვს საფეთქლები
ღრუბლიან მიმწუხრს... გაწეწილი, ღამის მთეველი,
ცაზე მიცურავს მიირხევა თეთრი ეტლებით
საღამოს ჟამის სევდა, თითქმის დაუძლეველი.

ეჰ, მეგობრებო, თქვენთან ყოფნის, ძმობის წყურვილი
ვერ მოვიკალი და ვწუხვარ, რომ ვეღარ გიხილავთ,
ტაძრის გუმბათის ქანობს შუქი ოქროცურვილი
მოუვარყდა და დაადგა თავზე გვირგვინად.

მოგონებებად, მივიწყებად იქცა ცხოვრება,
იქცა წარსულად, ყველაფერი თან ჩაითრია,
ის ერთადერთი, რაც ყოველთვის მემახსოვრება -
მდინარე ჩქეფით რომ დაჰყვება დოლაბის ტრიალს.

ხშირად საღამოს ბინდში ასე მძიმედ ჩაძირულს
მომესმის ჟღერა გადახრილი ჩვენი ისლების,
ორთქლიან მიწას დავემხობი და თავგანწირულს
ვიტყვი ლოცვას და წარმავლობით დავინისლები.

***
Я снова здесь, в семье родной,
Мой край, задумчивый и нежный!
Кудрявый сумрак за горой
Рукою машет белоснежной.

Седины пасмурного дня
Плывут всклокоченные мимо,
И грусть вечерняя меня
Волнует непреодолимо.

Над куполом церковных глав
Тень от зари упала ниже.
О други игрищ и забав,
Уж я вас больше не увижу!

В забвенье канули года,
Вослед и вы ушли куда-то.
И лишь по-прежнему вода
Шумит за мельницей крылатой.

И часто я в вечерней мгле,
Под звон надломленной осоки,
Молюсь дымящейся земле
О невозвратных и далеких.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები