ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2019


კედლის წარწერა

„ყოველივე ქარია და ჩვენება“ (გალაკტიონი)
„ყველაფერი ქარია და ნაცარი“ (კედლის წარწერა)


„ყოველივე ქარია და ჩვენება“,
„ყველაფერი ქარია და ნაცარი“...
დაბადება, გაზრდა, გადაშენება,
მიმოფანტვა საბოლოოდ ნაქარის...

...სიყვარულის თესლის აღმოცენება,
მოდებული გამთანგველი ხანძარი,
ეშყის შეშად გულის გამოყენება,
წუთისოფლის ფაციფუცი, ცანცარი...

მიუწვდომლის მიზნად ამოჩემება -
საუცხოო რაღაც ნანინანატრის;
ზმანების და  ქარის გამოდევნება,
„ყველაფერი ქარია და ნაცარი“...

27 მარტი, 2019 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები