ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. იოანე 3:16
ისტორიული პარალელები
გიორგი სააკაძე // სტალინი
მოგითხრობთ, თუ ლოღიკური მსჯელობით როგორ მივედით ოჯახში ისტორიულ დასკვნამდე. ერთხელ ჩემი ქმარი კითხულობდა საინტერესო სტატიას დიდ მოურავზე. მეც მიზიარებდა შთაბეჭდილებებს, ვსაუბრობდით. ძალაუნებურად შევეხეთ იმ მძიმე მსხვერპლს, უმცროსი შვილის – პაატას – სიცოცხლეს, რომლის სამშობლოსთვის გაღებაც მას მოუხდა.
ამ დროს გამახსენდა, რომ სტალინმა, ომის დროს, მოითხოვა კინოფილმ „გიორგი სააკაძის“ გადაღება და ფილმი ეკრანებზე გამოვიდა იმ მძიმე წლებში, როდესაც ფრონტზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, პირველი სერია – 1942–ში, ხოლო მეორე სერია –1943–ში. სტალინის მოქმედებები არასოდეს ყოფილა შემთხვევითი. ამიტომ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აღაფრთოვანებდა გიორგი სააკაძის საქციელი. შემდეგ სტალინის შვილი – იაკობიც – გაგვახსენდა და უცებ ყველაფერი ნათელი გახდა:
სტალინმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, გაიმეორა, მისთვის სამაგალითო, გიორგი სააკაძის საქციელი და შვილი გასწირა.
გიორგი სააკაძისგან განსხვავებით, სტალინს შეეძლო შვილის დახსნა, (თუმცა სააკაძესაც შეეძლო, თუ ქართველებს არ გაამარჯვებინებდა) მაგრამ სტალინს მაინც განსხვავებული სიტუაცია ჰქონდა, იგი სააკაძეზე უფრო შორს წავიდა და როდესაც გერმანელებმა შესთავაზეს იაკობის გაცვლა ფელდმარშალ პაულუსზე (ტყვეების გაცვლა ომის დროს მიღებული პრაქტიკაა), სტალინმა უპასუხა, რომ ჯარისკაცს ფელდმარშალზე არ ცვლის. იაკობის გამოხსნის სხვა უამრავი შესაძლებლობაც იარსებებდა, მაგრამ სტალინმა ეს შეგნებულად არ გააკეთა.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ:
1. მას სწამდა, დიდი საქმე უმსხვერპლოდ არ კეთდება.
2. საკუთარი შვილის ფრონტზე გაშვებით (და რადგან იაკობი ტყვედ ჩავარდა, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ის ნამდვილად სახიფათო ბრძოლებში მონაწილეობდა და მისი ფრონტზე ყოფნა მოჩვენებითი არ იყო.) მან გაამხნევა მილიონები, რომლებიც ფრონტზე ისტუმრებდნენ ყველაზე ძვირფას ადამიანებს: მამებს, ძმებს, შვილებს, ქმრებს, შეყვარებულებს.
3. გიორგი სააკაძის საქციელით შთაგონებულმა და გამხნევებულმა, ისეთი სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც აღმოჩნდა ერთ–ერთი იმ სტრატეგიულ ნაბიჯთაგან, რომლებმაც მას ომი მოაგებინა. მილიონობით ადამიანს არ შეეძლო ტყვედ ჩავარდნილი ძვირფასი ადამიანის გამოხსნა და გენერალისიმუსი მათ გაუთანაბრდა. (ისევე როგორც გიორგი სააკაძის მებრძოლებმა იცოდნენ, რომ პაატა მძევლად იყო დატოვებული და შეწირული). იაკობი დაიღუპა 1943 წელს, როდესაც ეკრანებზე კინოფილმ „გიორგი სააკაძის“ მეორე სერია გამოვიდა და სტალინმა ამ ფილმით თავისი სათქმელი თქვა. იაკობი დაიღუპა ისე, როგორც რიგითი ჯარისკაცები იღუპებოდნენ.
მზია თვალაბეიშვილი
განთავსდა 2019 წლის აპრილის თვის თავფურცელზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ორივე საქართველოს შვილია!
ორივე საქართველოს შვილია!
18. შესავალი თქვენთანაც ისაა რაც ჩემთან????????? შესავალი თქვენთანაც ისაა რაც ჩემთან?????????
17. დიახ, ამ ორი პიროვნების მიმართ ბევრი კითხვაა და კითხვის ნიშანი.
დიახ, ამ ორი პიროვნების მიმართ ბევრი კითხვაა და კითხვის ნიშანი.
16. სააკაძის თანამედროვე იტალიელი მისიონერები ევროპაში მას როგორც თავის ქვეყნის მოღალატეს ისე ახასიათებდნენ. და სიმპათიასაც არ ამჟღავნებენ. მისი სიკვდილთ დასჯის მერე( იხ. თამარაშვილის კვლევები) . დიდი მებრძოლი იყო ნამდვილად მაგრამ მე არ მეგმირება) შვილიც შეწირა თუარა საკითხავია) რომ არ გაეგო რომ მოკვლას უპირებდნენ რა მოხდებოდა ვინ იცის? სტალინისთვის სააკაძისგან განსხვავებით თავისი ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა. თან ვფიქრობ სამშობლოს კიარა იდეოლოგიას შეწირა შვილი) . სააკაძის თანამედროვე იტალიელი მისიონერები ევროპაში მას როგორც თავის ქვეყნის მოღალატეს ისე ახასიათებდნენ. და სიმპათიასაც არ ამჟღავნებენ. მისი სიკვდილთ დასჯის მერე( იხ. თამარაშვილის კვლევები) . დიდი მებრძოლი იყო ნამდვილად მაგრამ მე არ მეგმირება) შვილიც შეწირა თუარა საკითხავია) რომ არ გაეგო რომ მოკვლას უპირებდნენ რა მოხდებოდა ვინ იცის? სტალინისთვის სააკაძისგან განსხვავებით თავისი ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა. თან ვფიქრობ სამშობლოს კიარა იდეოლოგიას შეწირა შვილი) .
15. გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. დიახ, დიდი და რთული თემაა. განსხვავებულ პიროვნებებს ეხება, განსხვავებულ ეპოქებს. თუმცა კიდევ ერთი ისტორიული პარალელის გავლება შეიძლება მათ შორის, ორივე უცხო ქვეყნის სამსახურში აღზევდა.
გმადლობთ, რომ წაიკითხეთ. დიახ, დიდი და რთული თემაა. განსხვავებულ პიროვნებებს ეხება, განსხვავებულ ეპოქებს. თუმცა კიდევ ერთი ისტორიული პარალელის გავლება შეიძლება მათ შორის, ორივე უცხო ქვეყნის სამსახურში აღზევდა.
14. სათაურმა მომიტყუა.
დიდი და რთული თემაა.
პარალელები სწორად არი ხაზს გასმული,მაგარმ ერთი დიდი განსხავება ამ ორ ადამიანში:ადამინის თავისუფლების და სიცოცხლის აღქმაში!
ისევე როგოც კარგი პოტობა კარგ კაცობას არ ნიშნავს ( ამის უმრავი მაგალიათ ჩვენ ხალხში) არც დიდი პოლიტიკოსობა ნიშნავს ადამიანობას :))) წარმოუდგენლად უგზოუკვლო გაქანების პოლიტიკისო იყო მაგრამ ამ სიდიდის ანტიპროპორციულად იყო ადამიანი! სათაურმა მომიტყუა.
დიდი და რთული თემაა.
პარალელები სწორად არი ხაზს გასმული,მაგარმ ერთი დიდი განსხავება ამ ორ ადამიანში:ადამინის თავისუფლების და სიცოცხლის აღქმაში!
ისევე როგოც კარგი პოტობა კარგ კაცობას არ ნიშნავს ( ამის უმრავი მაგალიათ ჩვენ ხალხში) არც დიდი პოლიტიკოსობა ნიშნავს ადამიანობას :))) წარმოუდგენლად უგზოუკვლო გაქანების პოლიტიკისო იყო მაგრამ ამ სიდიდის ანტიპროპორციულად იყო ადამიანი!
13. „მე დავწერე, რაც დავწერე“.
„მე დავწერე, რაც დავწერე“.
12. და რა ამით,მის პერსონას შესახებ? ნუ მეტყვით, რომ მოტრფიალე ხართ ამ იდეოლოგიის. სტალინზე რამდენ დადებითს იტყვით, ოც იმდენ საპირისპიროს მოვიტან მე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჰიტლერი, სტალინი, კალიგულა, პოლ პოტი, ჟან ბედელ ბოკასა,ჰიტლერი და ა.შ, არ იყვნენ საინტერესონი, უდიდესი ნიჭის პატრონი, ამ გენიოსი ან როგორც გენებოთ, მაგრამ როგორც ინდივიდი, ადამიანი სტალინი შორსაა მაგისგან. ერთი კი არა, ცხრა შვილი შეეწირა თუნდაც... განავრცეთ და აგერ ჩემი კისერი. (ეგ არ აგვცდებოდა ისედაც)
სოსელო სოსელოდ დარჩება და რა ამით,მის პერსონას შესახებ? ნუ მეტყვით, რომ მოტრფიალე ხართ ამ იდეოლოგიის. სტალინზე რამდენ დადებითს იტყვით, ოც იმდენ საპირისპიროს მოვიტან მე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჰიტლერი, სტალინი, კალიგულა, პოლ პოტი, ჟან ბედელ ბოკასა,ჰიტლერი და ა.შ, არ იყვნენ საინტერესონი, უდიდესი ნიჭის პატრონი, ამ გენიოსი ან როგორც გენებოთ, მაგრამ როგორც ინდივიდი, ადამიანი სტალინი შორსაა მაგისგან. ერთი კი არა, ცხრა შვილი შეეწირა თუნდაც... განავრცეთ და აგერ ჩემი კისერი. (ეგ არ აგვცდებოდა ისედაც)
სოსელო სოსელოდ დარჩება
11. დიახ, ძალიან მძიმე თემაა. მე მიყვარს, როცა პუბლიცისტურ ნაწერს ბევრი გამოხმაურება აქვს, განსხვავებული აზრები და ვერსიები იწერება. წერილი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. მკითხველიც მეტ ინფორმაციას იღებს.
დიახ, ძალიან მძიმე თემაა. მე მიყვარს, როცა პუბლიცისტურ ნაწერს ბევრი გამოხმაურება აქვს, განსხვავებული აზრები და ვერსიები იწერება. წერილი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. მკითხველიც მეტ ინფორმაციას იღებს.
10. ძალიან მძიმე თემაა. გიორგი სააკაძე რომ სტალინის კუმირი იყო ეს ფაქტია. ორივემ შვილი გაწირა, მაგრამ გარემოებები იყო სხვადასხვა. გიორგი და სტალინი სხვადასხვა ალტერნატივის წინაშე იდგნენ. სტალინს შეეძლო შვილის გამოხსნა, თანაც საიდუმლოდ ისე რომ ამ ფაქტს საბჭოთა საზოგადოება ვერც შეიტყობდა და ომის მსვლელობაზე არავითარი გავლენა არ ექნებოდა. მითუმეტეს როცა ომი სასტიკმა დისციპლინამ მოიგო და არა საბჭოთა ხალხის ენთუზიაზმა. ეს მაფიქრებინებს, რომ მან მხოლოდ საკუთარ კულტს შესწირა შვილი. თუ ისტორიკოსების ერთ ნაწილს დავუჯერებთ, გიორგი სხვა ალტერნატივის წინაშე იდგა და თუ ისტორიკოსების მეორე ნაწილს დავუჯერებთ, მას ალტერნატივა საერთოდ არ ჰქონდა. ძალიან მძიმე თემაა. გიორგი სააკაძე რომ სტალინის კუმირი იყო ეს ფაქტია. ორივემ შვილი გაწირა, მაგრამ გარემოებები იყო სხვადასხვა. გიორგი და სტალინი სხვადასხვა ალტერნატივის წინაშე იდგნენ. სტალინს შეეძლო შვილის გამოხსნა, თანაც საიდუმლოდ ისე რომ ამ ფაქტს საბჭოთა საზოგადოება ვერც შეიტყობდა და ომის მსვლელობაზე არავითარი გავლენა არ ექნებოდა. მითუმეტეს როცა ომი სასტიკმა დისციპლინამ მოიგო და არა საბჭოთა ხალხის ენთუზიაზმა. ეს მაფიქრებინებს, რომ მან მხოლოდ საკუთარ კულტს შესწირა შვილი. თუ ისტორიკოსების ერთ ნაწილს დავუჯერებთ, გიორგი სხვა ალტერნატივის წინაშე იდგა და თუ ისტორიკოსების მეორე ნაწილს დავუჯერებთ, მას ალტერნატივა საერთოდ არ ჰქონდა.
9. გმადლობთ, რომ კითხულობთ და თქვენს აზრს გამოთქვამთ. როგორც გიორგი სააკაძის, ასევე სტალინის პიროვნების მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში. ორივე ისტორიული პიროვნებაა და გვერდს ვერ ავუვლით. ეს პუბლიცისტიკა შემოიფარგლება ძალიან კონკრეტული თემით, რომელიც საინტერესოდ, ამომწურავად, ზუსტად და სრულყოფილად არის გადმოცემული.
გმადლობთ, რომ კითხულობთ და თქვენს აზრს გამოთქვამთ. როგორც გიორგი სააკაძის, ასევე სტალინის პიროვნების მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში. ორივე ისტორიული პიროვნებაა და გვერდს ვერ ავუვლით. ეს პუბლიცისტიკა შემოიფარგლება ძალიან კონკრეტული თემით, რომელიც საინტერესოდ, ამომწურავად, ზუსტად და სრულყოფილად არის გადმოცემული.
8. კიდევ ბევრი წლებია, იმისათვის რომ ყველაფერი გაირკვეს. პუბლიცისტიკა უსათუოდ საინტერესოა. კიდევ ბევრი წლებია, იმისათვის რომ ყველაფერი გაირკვეს. პუბლიცისტიკა უსათუოდ საინტერესოა.
7. შეიძლება მართლაც იყო სააკაძე სტალინის კუმირი, შვილის გაწირვის თვალსაზრითით, შეიძლება მას გულწრფელად სჯეროდა, რომ სახელმწიფო ის ყუთია, რომელსაც რაც მეტ ლურსმანს (ადამიანს) დააჭედებ, მით მყარი გამოვა, შეიძლება მას გულწრფელად სჯეროდა, რომ ყველა მის მიერ დახვრეტილი ადამიანი ხალხის მტერი იყო, მაგრამ ერთნარად თავისუფლები იყვნენ ის და სააკაძეს ქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებების არჩევანში?
ყველას გექნებათ წაკითხული სვეტლანა ალილუევას მოგონებები. ის აბმომს, რომ ყური მოკრა, თითქოს მამისი ქართველი იყო და კითხა, "მამა, მართლა ქართველი ხარ?" მამამ თავზე ხელი გადაუსვა და უარყო ქართველობა. თუკი მას ეპატარავებოდა სამშობლოდ საქართველო მე (ქართველი) რატომ უნდა ვიყო მისით აღფრთოვანებული.
ისიც შეიძლება, რომ სუბიექტური ვარ ყველა ტირანის სიძულვილში, რადგან მათი რწმენით დიად საქმეებს მილიონობით ჩემნაირი, უბრალო ადამიანი ეწირებოდა. შეიძლება მართლაც იყო სააკაძე სტალინის კუმირი, შვილის გაწირვის თვალსაზრითით, შეიძლება მას გულწრფელად სჯეროდა, რომ სახელმწიფო ის ყუთია, რომელსაც რაც მეტ ლურსმანს (ადამიანს) დააჭედებ, მით მყარი გამოვა, შეიძლება მას გულწრფელად სჯეროდა, რომ ყველა მის მიერ დახვრეტილი ადამიანი ხალხის მტერი იყო, მაგრამ ერთნარად თავისუფლები იყვნენ ის და სააკაძეს ქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებების არჩევანში?
ყველას გექნებათ წაკითხული სვეტლანა ალილუევას მოგონებები. ის აბმომს, რომ ყური მოკრა, თითქოს მამისი ქართველი იყო და კითხა, "მამა, მართლა ქართველი ხარ?" მამამ თავზე ხელი გადაუსვა და უარყო ქართველობა. თუკი მას ეპატარავებოდა სამშობლოდ საქართველო მე (ქართველი) რატომ უნდა ვიყო მისით აღფრთოვანებული.
ისიც შეიძლება, რომ სუბიექტური ვარ ყველა ტირანის სიძულვილში, რადგან მათი რწმენით დიად საქმეებს მილიონობით ჩემნაირი, უბრალო ადამიანი ეწირებოდა.
6. რატომ მოინდომა სტალინმა, ამ ფილმის გადაღება და რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი არ ვიცი... ავტორს არ ვეწიინაღმდეგები ...რას უზავ ისტორიას...
მე შეუძლებლად მიმაჩნია, ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან შედარება...მართალია შვილები შესწირეს ქვეყანას...სტალინმა საკუთარ შვილს, საქართველოს საუკეთოსო შვილებიც მიაყოლა..დედებს შვილები ააგლიჯა მკერდიდან, შვილებს დედები...უამრავი ოჯახი გაამწარა... დღესაც ვიმკით მის საშინელ დანატოვარს... იაკობს მამის ალერსი, თანადგომა ენატრებოდა. მისი გულცივობის გამო...თვითმკვლელობაც სცადა...და დიდხანს იტანჯებოდა გულს აცდენილი ჭრილობით... მე არ მინდა იმის თქმა, რომ სტალინს შვილი არ უყვარდა და ამიტომ გასწირა... სააკაძე ოჯახის და შვილების მოსიყვარულე მამა იყო, ამიტომ მოვიყვანე, ეს არასასიამოვნო ფაქტი... უბრალოდ გული მტკივა მათ შედარებაზე...გიორგი მოფიქრალი თავის ქვეყანაზე და სტალინი, რომელმაც ვერაფერი... ვერ გაიმეტა საქართველოსთვის .... ჩემი ემოციებიც მინდა გითხრათ, როდესაც მოსკოვიდან ოჯახში მესტუმრა სტუმარი...და მითხრა : "მე იაშკა ვარ, იაკობ ჯუღაშვილის შვილიშვილი და მის მოგონებისთვის მქვია იაშკა " ჯერ ვერ მივხვდი და მერე შემეცოდა, ეს კარგი ახალგაზრდა სტალინის შთამომავლობის ტვირთს რომ დაათრევდა... რატომ მოინდომა სტალინმა, ამ ფილმის გადაღება და რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი არ ვიცი... ავტორს არ ვეწიინაღმდეგები ...რას უზავ ისტორიას...
მე შეუძლებლად მიმაჩნია, ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან შედარება...მართალია შვილები შესწირეს ქვეყანას...სტალინმა საკუთარ შვილს, საქართველოს საუკეთოსო შვილებიც მიაყოლა..დედებს შვილები ააგლიჯა მკერდიდან, შვილებს დედები...უამრავი ოჯახი გაამწარა... დღესაც ვიმკით მის საშინელ დანატოვარს... იაკობს მამის ალერსი, თანადგომა ენატრებოდა. მისი გულცივობის გამო...თვითმკვლელობაც სცადა...და დიდხანს იტანჯებოდა გულს აცდენილი ჭრილობით... მე არ მინდა იმის თქმა, რომ სტალინს შვილი არ უყვარდა და ამიტომ გასწირა... სააკაძე ოჯახის და შვილების მოსიყვარულე მამა იყო, ამიტომ მოვიყვანე, ეს არასასიამოვნო ფაქტი... უბრალოდ გული მტკივა მათ შედარებაზე...გიორგი მოფიქრალი თავის ქვეყანაზე და სტალინი, რომელმაც ვერაფერი... ვერ გაიმეტა საქართველოსთვის .... ჩემი ემოციებიც მინდა გითხრათ, როდესაც მოსკოვიდან ოჯახში მესტუმრა სტუმარი...და მითხრა : "მე იაშკა ვარ, იაკობ ჯუღაშვილის შვილიშვილი და მის მოგონებისთვის მქვია იაშკა " ჯერ ვერ მივხვდი და მერე შემეცოდა, ეს კარგი ახალგაზრდა სტალინის შთამომავლობის ტვირთს რომ დაათრევდა...
5. გიორგი სააკაძის სურათზედ
ცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება: თუ ვერ ვიგუებთ ვერ შევიფერებთ, კარგი შვილები რად გვებადება? შვილის სიკეთე მშობელს შეშურდეს ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?! ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ კარგის დაღუპვა რად გვენატრება ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა? ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება… ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ, არ გეკადრება, არ გეკადრება!..
ვაჟა–ფშაველა1910 წ.
გიორგი სააკაძის სურათზედ
ცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება: თუ ვერ ვიგუებთ ვერ შევიფერებთ, კარგი შვილები რად გვებადება? შვილის სიკეთე მშობელს შეშურდეს ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?! ცრემლები მახრჩობს, ვეღარას ვამბობ კარგის დაღუპვა რად გვენატრება ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა? ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება… ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ, არ გეკადრება, არ გეკადრება!..
ვაჟა–ფშაველა1910 წ.
4. ასეა. ნამდვილად სტალინის მითითებით გადაიღეს ფილმი "გიორგი სააკაძე" საქართველოში. ჩემმა მამამთილმა მითხრა( ნაომარი კაცი იყო ბატონი გოგი), ბერლინამდე ფეხით ჩავედიო. 45-ში გაზაფხულზე თოვლმა და ყინულმა დნობა რომ დაიწყო, გზადგზა ნახევრადამარხული ჯარისკაცების გვამები ჩნდებოდნენო,რასაც ვასწრებდი ხელ-ნიჩბით ვმარხავდი და "სიკვდილის მედალიონიდან" ერთ ნომერს პირში ვუდებდი, მეორე თან მიმქონდაო. ბერლინში ნაწილის უფროსს 21 მედალიონი გადავეციო. ასეა. ნამდვილად სტალინის მითითებით გადაიღეს ფილმი "გიორგი სააკაძე" საქართველოში. ჩემმა მამამთილმა მითხრა( ნაომარი კაცი იყო ბატონი გოგი), ბერლინამდე ფეხით ჩავედიო. 45-ში გაზაფხულზე თოვლმა და ყინულმა დნობა რომ დაიწყო, გზადგზა ნახევრადამარხული ჯარისკაცების გვამები ჩნდებოდნენო,რასაც ვასწრებდი ხელ-ნიჩბით ვმარხავდი და "სიკვდილის მედალიონიდან" ერთ ნომერს პირში ვუდებდი, მეორე თან მიმქონდაო. ბერლინში ნაწილის უფროსს 21 მედალიონი გადავეციო.
3. გიორგი სააკაძე ჩემთვის მამულიშვილობასთან ასოცირდება... ბევრი ფიქრობს რომ დიდი მოურავი ამოუხსნელი ფენომენია, არასდროს იმდენი არ დაწერილა, რამდენიც სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. იოსებ ჯუღაშვილის არ იყოს, გიორგი სააკაძე ჩემთვისაც ღირებული პიროვნებაა, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის. არასოდეს დამცდენია მასზე აუგი, არასოდეს მიმაჩნდა მოღალატედ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეიცვალა სარწმუნოება. ხანდახან ვფიქრობ, რომ უმადური ერი ვართ, სიკეთეს ვერ ან შეგნებულად არ ვაფასებთ. შადიმან ბარათაშვილმა და მისნაირებმა ყოველი ღონე იხმარეს იმისათვის, რომ დიდი მოურავი სამუდამოდ მოეშორებინათ თავიდან, მაგრამ ვერ მოახერხეს. შადიმანმა და მისნაირმა შურიანმა ადამიანებმა აიძულეს საქართველოსთვის მფეთქავი გული მტრის სამსახურში ჩაეყენებინა, დროებით, მაგრამ მაინც. გიორგი ისე გარდაიცვალა, გარდაცვლილსაც არ ეღირსა მშობელ მიწაზე დაბრუნება, ქართულ მიწაში ჩასვენება.
გიორგი სიაუშის ძე სააკაძე ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ საკუთარ სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – შვილის სიცოცხლე შესწირა პაატას სახით. მის შემდეგ ასეთი რამ იოსებ ჯუღაშვილმა (სტალინმა) გააკეთა, როცა ტყვეობაში მყოფი თავისი ვაჟი გერმანელ ჯარისკაცში არ გასცვალა. თეირანში ვიზიტისას სტალინი ირანის შაჰმა დიდი პატივით მიიღო თავის რეზიდენციაში, სწორედ მაშინ წარმოსთქვა იოსებ ჯუღაშვილმა თავისი ცნობილი სიტყვები: ,,ნეტავ ახლა გიორგი სააკაძეს აჩვენა როგორი პატივით ღებულობენ ქართველს ირანში“.
დაბოლოს:
გიორგი სააკაძეს
მარტყოფიდან მარაბდამდე, თბილისიდან ნოსტემდე, გზა ბრძოლებით გაიკაფა, თუმცა ხშირად მოსდევდნენ.
იდგა ერის სამსახურში - უშბასავით ამაყი, ვიდრე წავალ და თბილ გულზე ქართულ მიწას დამაყრით,
მსურს ვესტუმრო ერთაწმინდას, გული დარდმა დახია, იქ გიორგი სააკაძის შვილის თავი მარხია.
თუ გვსურს წყლული გავამრთელოთ - საქმე წინ - წინ მიგვყავდეს, მოვუაროთ საქართველოს, ერთმანეთი გვიყვარდეს.
ოთარ რურუა
გიორგი სააკაძე ჩემთვის მამულიშვილობასთან ასოცირდება... ბევრი ფიქრობს რომ დიდი მოურავი ამოუხსნელი ფენომენია, არასდროს იმდენი არ დაწერილა, რამდენიც სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. იოსებ ჯუღაშვილის არ იყოს, გიორგი სააკაძე ჩემთვისაც ღირებული პიროვნებაა, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის. არასოდეს დამცდენია მასზე აუგი, არასოდეს მიმაჩნდა მოღალატედ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეიცვალა სარწმუნოება. ხანდახან ვფიქრობ, რომ უმადური ერი ვართ, სიკეთეს ვერ ან შეგნებულად არ ვაფასებთ. შადიმან ბარათაშვილმა და მისნაირებმა ყოველი ღონე იხმარეს იმისათვის, რომ დიდი მოურავი სამუდამოდ მოეშორებინათ თავიდან, მაგრამ ვერ მოახერხეს. შადიმანმა და მისნაირმა შურიანმა ადამიანებმა აიძულეს საქართველოსთვის მფეთქავი გული მტრის სამსახურში ჩაეყენებინა, დროებით, მაგრამ მაინც. გიორგი ისე გარდაიცვალა, გარდაცვლილსაც არ ეღირსა მშობელ მიწაზე დაბრუნება, ქართულ მიწაში ჩასვენება.
გიორგი სიაუშის ძე სააკაძე ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ საკუთარ სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – შვილის სიცოცხლე შესწირა პაატას სახით. მის შემდეგ ასეთი რამ იოსებ ჯუღაშვილმა (სტალინმა) გააკეთა, როცა ტყვეობაში მყოფი თავისი ვაჟი გერმანელ ჯარისკაცში არ გასცვალა. თეირანში ვიზიტისას სტალინი ირანის შაჰმა დიდი პატივით მიიღო თავის რეზიდენციაში, სწორედ მაშინ წარმოსთქვა იოსებ ჯუღაშვილმა თავისი ცნობილი სიტყვები: ,,ნეტავ ახლა გიორგი სააკაძეს აჩვენა როგორი პატივით ღებულობენ ქართველს ირანში“.
დაბოლოს:
გიორგი სააკაძეს
მარტყოფიდან მარაბდამდე, თბილისიდან ნოსტემდე, გზა ბრძოლებით გაიკაფა, თუმცა ხშირად მოსდევდნენ.
იდგა ერის სამსახურში - უშბასავით ამაყი, ვიდრე წავალ და თბილ გულზე ქართულ მიწას დამაყრით,
მსურს ვესტუმრო ერთაწმინდას, გული დარდმა დახია, იქ გიორგი სააკაძის შვილის თავი მარხია.
თუ გვსურს წყლული გავამრთელოთ - საქმე წინ - წინ მიგვყავდეს, მოვუაროთ საქართველოს, ერთმანეთი გვიყვარდეს.
ოთარ რურუა
2. საინტერესოა. საინტერესოა.
1. საინტერესო პარალელებია... მართლაც რომ საინტერესო ფენომენია სტალინი, 1942 წელს მაშინ იწყებს (უიმისოდ აბა ვინ გაბედავდა) ფილმის გადაღებას, როცა ომის ბედი სასწორზე დევს და გერმანელები ლამის მოსკოვთან იყვნენ მოსულები... 5555 საინტერესო პარალელებია... მართლაც რომ საინტერესო ფენომენია სტალინი, 1942 წელს მაშინ იწყებს (უიმისოდ აბა ვინ გაბედავდა) ფილმის გადაღებას, როცა ომის ბედი სასწორზე დევს და გერმანელები ლამის მოსკოვთან იყვნენ მოსულები... 5555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|