ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 აპრილი, 2019


ზვიადიზმის საფუძვლები

ზვიადიზმის საფუძვლები

ზვიადიზმი არავითარი ქართული ეროვნული მოძრაობა არ არის, ეს არის ლიბერალიზმის და ფაშიზმ-ნაციზმის, ამ ერთმანეთის გამომრიცხავი უტვინობიზმების აჯაბ-სანდალი, გაერთიანებული გიჟი ლიდერების პარანოიდალური შიზოფრენიიით.

და  ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს არა ქართული ნაციონალიზმის იდეა, არამედ ამ იდეოლოგების მიმდევრების უმრავლესობის მეგრული სეპარატიზმი.

რა არის სეპარატიზმი?

1992-93 წლებში ზვიადისტებმა ფაქტიურად, ვიმეორებ, ფაქტიურად, შექმნეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ზვიადისტური სახელმწიფო, თავისი არმიითურთ. მოკავშირეებად ჩრდ. კავკასიელები დაასახელეს. ზვიად გამსახურდიამ 1992 წლის 14 აგვისტოს  განცხადება გამოსცა, არიქა, მთელო მსოფლიოვ, და ჩრდილოეთ კავკასიელებოო, დავიცვათ მცირერიცხოვანი აფხაზი ერი აფხაზეთში შეჭრილი შევარდნაძისგანო (მანამდე, 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის წინა დღეებში განაცხადა, აფსუები ადიღეელები არიან და წავიდნენ ისტორიულ სამშობლოში, ჩრდ. კავკასიაშიო) შემდეგ ზვიადისტებმა თავისი არმიით ომი დაუწყეს არა გარეშე ჩრდილოეთ კავკასიელ აგრესორებს, არამედ ბლოკადაში მოაქციეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მეომარი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო არმია, უკანდახეულ საქართვეულს ცენტრალური ხელისუფლების არმიას იარაღი წაართვეს, შეუტიეს არა აფხაზეთს, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების არმია უკვე საერთოდ არ იყო, აფხაზეთში მყოფი ქართული მოსახლეობა კი არ დაიცვეს განადგურებისგან, არამედ, ფაქტიურად, აფხაზებს გამარჯვება მიულოცეს, მათგან ესტაფეტა აიღეს, დასავლეთს, აფხაზეთის ტერიტორიას, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,  ზურგი აქციეს, თავისი ჯარით შეუტიეს აღმოსავლეთს, დაიკავეს ქალაქი ფოთი,  უტევდნენ ქალაქ სამტრედიას, თბილისისკენ მიიწევდნენ (ცნობისთვის, ბალტინი უკვე აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ნოემბრის თვეში შემოვიდა).

ამას ჰქვია სეპარატიზმი.

და რას ამბობენ ზვიადისტები, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა რატომ არ დავიცავით განადგურებისგანო? და მეტიც, სხვასაც შევუშალეთ ხელიო? პასუხობენ: იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება უკანონოდ დაამხესო. 

ანუ, რახან ჩვები ხელისუფლება უკანონოდ დაამხესო, ამიტომ ეს სამშობლოს ღალატის უფლებას იძლევაო.

კი, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება უკანონოდ, სამხედრო გადატრიალებით დაამხეს.

იმის შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიამ თვითონ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და დემოკრატიული არჩევნების შედეგად მრავალი ასეული ათასი ამომრჩევლის მიერ არჩეული რამდენიმე ათეული დეპუტატი გააგდო პარლამენტიდან.

ზვიად გამსახურდია განაწყენდა, რატომ არ მიეცით ხმა პრემიერ-მინისტრად თენგიზ სიგუას, და თავდაცვის მინისტრად თენგიზ კიტოვანის კანდიდატურებს ხმებიო.

ზვიად გამსახურდია განაწყენდა, - ვინც თენგიზ სიგუას და თენგიზ კიტოვანს ხმა არ მისცა, ისინი "კრემლის აგენტები" არიანო, და განაწყენებულმა რამდენიმე ათეული დეპუტატი პარლამენტიდან მასობრივად უკანონოდ გააგდო, მსოფლიოში არნახული, არგაგონილი, უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც არ დაინიშნა ხელახალი არჩევნები. ანუ ზვიად გამსახურდიას უმრავლეობამ უკანონოდ მიითვისი სხვისი ადგილები, ანუ სხვისი ხელისუფლება, ანუ გახდა უკანონო ხელისუფლება.

განაწყენებულ ზვიად გამსახურდიას  იმაზე არ უფიქრია, რომ ამ გადაწყვეტილებით ამ რამდენიმე ათეული დეპუტატების მრავალი ასეული ათასი ამომრჩევლები გაანაწყენა, შედეგად ძალიან მალე მათი მხარდაჭერის გარეშე დარჩა, როცა თვითონ ზვიად გამსახურდია გააგდეს ხელისუფლებიდან.

შედარებისთვის, დღეს რომ პარლამენტში უმრავლესობაში მყოფმა ოცნების დეპუტატებმა პარლამენტიდან გააგდონონ უმცირესობაში მყოფი ნაცების დეპუტატები, ხელახალი არჩევნები არ ჩაატარონ, და სხვისი ადგილები, ანუ სხვისი ხელისუფლება მიითვისონ. რას იტყოდით? რა არის ეს?

ან, მაგალითად, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულ ”ოცნებას” რომ აეკრძალა პოლიტიკური მოწინააღმდეგისთვის  ”ნაციონალური მოძრაობისთვის” არა თუ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ საერთოდ აეკრძალა ”ნაციონალური მოძრაობა”.

ზუსტად ისე, როგორც 1992 წელს ზვიად გამსახურდიამ წანასაარჩევო კამპანიის დროს არა თუ აუკრძალა საზოგადოება ”სტალინს” არჩევნებში მონაწილეობა, არამედ საერთოიდ აკრძალა საზოგადოება ”სტალინი”. რაზეც ზვიად გამსახურდიამ განაცხადა:

„პრაქტიკულად, მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი და ვიბრძვი სტალინიზმის წინააღმდეგ... სტალინის გაიდეალების ხანა წარსულს ჩაბარდა. შესაძლოა, ორი-სამი წლის წინ მსგავსი დამოკიდებულების გამოვლინებას ჯერ კიდევ ჰქონდა ადგილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ ძალიან დიდი სამუშაოები გავწიეთ ამ მიმართულებით და ფაქტობრივად გავაუქმეთ საზოგადოება „სტალინი“, ფაქტობრივად მე გავაუქმე წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მივაღწიე იმას, რომ საერთოდ ავკრძალეთ ეს საზოგადოება, ავუკრძალეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, რადგან მათ არჩევნებში მონაწილეობა სურდათ. ამის შემდეგ ამ საშიშროებამ უკვე ჩაიარა“.

რას იტყვით? რა არის ეს? თუ არა რომ დემოკრატიის ელემენტარული ნორმების დარღვევა?

ზვიადისტების მხრიდან აფხაზეთის ომის დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის არ-დაცვას და მეტიც, შევარდნაძის არმიისთვის ამაში აქტიურად ხელის შეშლამ, ანუ სამშობლოს ღალატს (სამშობლოს ღალატს, და არა შევარდნაძის ხელისუფლების ღალატს) შედეგად მოჰყვა აფხაზეთის მიწის დაკარგვა და აფხაზეთის მოსახლეობის ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილის განადგურება.

ახლა წარმოვიდგინეოთ, 2008 წლის 8 აგვისოს სამაჩაბლოში ომის დროს მაშინდელ ოპოზიციას ასევე ეფიქრა, და ასევე ემოქმედა. ბლოკადაში მოექცია სამთავრობა ჯარები, და სამთავრობო ჯარების დამარცხების შემდეგ შეტევა თვითონ განეხორციელებინა თბილისისკენ. იმ მოტივით, რომ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლებაშიო (კი, 2003 წელს მართლა სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლებაში), და მოგვიანებით საპრეზიდენტო არჩევნებიც გააყალბაო (კი, გააყალბა). მიხეილ სააკაშვილი უკანონო ხელისუფალია, ეს ჩვენ ვართ კანონიერი ხელისუფალიო. წარმოვიდგინეთ? და რას ვიტყოდით?

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, თუ როგორ ახასიათებენ ზვიად გამსახურდიას მიშიზმის ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი და მისი ცოლი სანდრა რულოვსი:

1.

მიხეილ სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას ახასიათებს როგორც ტირანს.
1992 წელს პოლონურ გამოცემაში “ვპროსტი” გამოქვეყნდა სტატია “კავკასიელი ჰუსეინი”. სტატიის ავტორი მარია გრიჟაკი ესაუბრა მუხეილ სააკაშვილს, რომელიც მაშინ მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში (მოგვიანებით მუშაობდა ზვიადისტების მიერ ხუნტად წოდებულ საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად).  მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

”გამსახურდიამ დაიწყო როგორც დისიდენტმა და დაასრულა როგორც ტირანმა, ის სადამ ჰუსეინს ჰგავს!..”

2.

სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას ძარცვასა და ტერორში ჰქონდა ხელი გასვრილი.
სანდრა რულოვსი თავის წიგნში „იდეალისტის ნაამბობი” (გამომცემლობა „ლინკ”, თბილისი 2005,  გვ.40) საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე წერს:

„90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ორი არაფორმალური ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებდა და, ორივეს ძარცვასა და ტერორში ჰქონდა ხელი გასვრილი. ერთი ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა (საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც 1994 წლის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სამეგრელოში)…”

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ მიუხედავად ზემოთ აღნიშნული გამანადგურებელი დახასიათებისა, ზვიადისტების უდიდესმა ნაწილმა მარდად გადაინაცვლა მიშისტების რიგებში.

რატომ?

იმიტომ რომ ზვიადიზმი და მიშიზმი ერთი ტიპის იდეოლოგიები არის.

ერთი საფუძველი აქვთ.

ორივე ჯგუფში წამყვანი ძალა ცალკეული მეგრელი სეპარატისტები არიან.

ჯერჯერობით ინიღბებიან "ერთიანობის" ფრაზებით, ყველასგან ქონებას ითხოვენ, "ერთიანები" ვართ, და ქონებაც "ერთიანი" არისო. ჯერ "ერთიანი" ქონება ვჭამოთო ერთად, და როცა შევჭამთ, „თქვენსას“, ანუ „ერთიანსო“, მერე ყველამ "თავისი" ჭამოსო.

ბევრისგან განსხვავებით, არ ინიღბება მეგრელი სეპარატისტი იური ღვინჯილია.  პირდაპირ მოითხოვს სამეგრელოს დამოუკიდებლობას. კერძოდ, იური ღვინჯილიამ საჯაროდ განაცხადა:

„სამეგრელოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის  აღდგენის
აქტი
        გვახსოვს რა, რომ ჩვენ, სამეგრელოს ხალხი ვართ კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული მემკვიდრეები, და რათა შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა,  ისტორია, კულტურა, ლაზურ-მეგრული სვანური ენა, შევქნათ პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პირობები, აღვადგენთ სამეგრელოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, გაუქმებულს 1867 წელს რუსეთის იმპერიის ოკუპაციის შედეგად, სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიის საზღვრებში 1804 წლის მდგომარეობით /ქ.გალი, ქ.ოჩამჩირე მდინარე კელასურამდე ჩათვლით .
      ვსარგებლობთ რა, ხალხთა თვითგამორკვევის უფლებით, ღმერთის და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ვაცხადებთ:
სამეგრელოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენას!“.

იხ. იური ღვინჯილიას გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი ელ-მისამართზე: https://www.youtube.com/watch?v=K9i9KDUi2-c

P.S.

მეგრელები ყველაზე ნიჭიერები არიან ქართულ ჯგუფში, პროცენტულად. ვადასტურებ. მაგრამ ეს არ ეხება სეპარატისტების ნაწილს. ესენი უაზროები არიან.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
3.04.2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები