ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2019


იქნებ ილოცო

     

იქნებ ამ გარემომცველ
სინამდვილეს
აუღე ალღო...
აქ ყველაფერი იყიდება,
თანაც ურიგოდ:
მიდი გრძნობების ბაზრობაზე
იქნებ სიხარული აიღო,
მერე რა რომ ახლა ძვირია,
სამაგიეროდ მწუხარება არის იაფად -
მერე გადაცვლი!
ააწონინე რისხვა და ძრწოლვა
და გადაცვალე სიალალეში,
გულწრფელობა ვის უნდა ახლა?
მერე მარილი მოაყარე
და საზამთროდ გადაინახე!
დაიარე ყველა დახლი,
სადაც ზის ხალხი,
თუმც არ დარჩა
ერთი მისხალიც,
სიყვარული სულ გაყიდულა,
სამაგიეროდ შეიძლება  გულგრილობა,
უფასოდაც გამოგატანონ.
და ყველა გრძნობას მოიშორებ...
და იცინი
მაშინ როცა
ნოტრ დამი იწვის...
და ქრისტე
უკვე მერამდენედ
ჯვარს აცვეს თითქოს...
ქირქილებს მრევლი,
სელფს იღებენ
არ უფრთხის ხანძარს...
ირგვლი ქარია...
ტირის მარიამ
რეკენ ზარები...
იქნებ ილოცო...
იქნებ ილოცო...
იქნებ ილოცო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები