ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
28 აპრილი, 2019


გათვლა

ათაქ, თუთაქ, თუთაქო,
სნუპ დოგო და თუფაქო,
ენკი, ბენკი, სიკლისა,
სინგლებია სტინგისა,
ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ ბე,
პრიშტინა და დუშანბე,
აბელ, ბაბელ, კუმანე,
კრუიფი და კუმანი,
ათაქ, თუთაქ, თუთაქო,
მომხდურს უნდა უთაქო,
ენკი, ბენკი, სიკლისა,
თვლები მოტოციკლისა,
ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ ბე,
ლექსი შვილებს უამბე,
აბელ, ბაბელ, კუმანე,
ტარანტინოს თურმანი.
ათაქ, თუთაქ, თუთაქო,
გალავნების გუშაგო,
ენკი, ბენკი, სიკლისა,
ციხენო ქვითკირისა,
ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ ბე,
ქონგური და გუმბათი,
აბელ, ბაბელ, კუმანე,
მტკვარ-არაგვის გუმანი.
ათაქ, თუთაქ, თუთაქო,
ბალი არა, თუთა, თქო,
ენკი, ბენკი, სიკლისა,
დილებია ნისლისა,
ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ ბე,
ლექსი შვილებს უამბე,
აბელ, ბაბელ, კუმანე,
გათვლა დააგურმანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები