ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2019


ჭეშმარიტად

ქრისტემ გაიმარჯვა, ზეიმობენ.
ალბათ მათთვის ღმერთი ცოცხალია,
არა ლოცულობენ, ქეიფობენ
ნოსტალგია...

არა, დღეს მოვითმენ, აღდგომაა
ცოდვამ წმინდანები გამოხშირა,
ზოგი არ აღნიშნავს ,,ბანძობაა“
წამოწვიმა..

ტვინში სისხლძარღვები დიდდებიან,
თავბრუ მეხვევა და კბილებს ვაჩენ,
პურში გახვეული წიგნებია
გადამარჩენ?

ტყეა, ჩიტებია, ჰარმონია
მინდა არ დასრულდეს, ვხუჭავ თვალებს
ჯვარზე დაეკიდე? ჩამოგხსნიან
დავიცალე.

ყველგან სარკეები, გავიქეცი
მახსოვს, რომ დარჩენა მინანია
ადამიანი ვარ? ხორცი? მხეცი?
გვიანია...

ვწვები, არა ვფქრობ ,,ვის რა ვარგე“
ჩიტი პტკვნად არა ღირს, პტკვნა კი ჩიტად
ის ვინც თქვენთვის აღდგა მე დავკარგე,
ჭეშმარიტად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები