 | ავტორი: დერვიში ჟანრი: იუმორისტული 9 მაისი, 2019 |
* * * პატარა გოგო, იმერელო, პრასი პარია, ეგ სუნამო Voulez-Vous თუ ისი-პარია? პატარა გოგო, იმერელო, როგორ მიცქერი, პატარა გოგო, იმერელო, ნელა იჩქარე.
* * * პატარა გოგო, იმერელი, შედის ატელიეში, მოდას აჰყვა და გადაჰყვა თითქმის იტალიაში. სურს გაიცნოს უფრო ახლოს დონატელა ვერსაჩე, უფრთხილდება გულის წადილს, ბეჩავია, ვერ აჩენს.
* * *
პატარა გოგო, იმერელი, ხშირად იცვამს შილიფად, ბეჩა, ამ დროს, მზეზე ლანდავს, კარგი გასაშიფრია. არც მორზე არ დაგჭირდება, მითუმეტეს ბრაილი, პატარა გოგო, იმერელი, სადა და უბრალოა.
* * *
პატარა გოგო, იმერელი, საათით დგას სარკესთან, ამბობს ენის გასატეხებს, რომ დაძლიოს აქცენტი. ერთ საათში ამთავრებს მეტყველების ვარჯიშებს, შემდეგ იწყებს შეღებვას, რაც მას მეტად აგიჟებს.
* * *
პატარა გოგო, იმერელი, თითქმის სამი საათი დგას სარკესთან, საკუთარ თავთან სამასლაათოდ. შეუძლია ასე ყოფნა მშვიდობიდან ომამდე, მთავარია გვერდით ჰქონდეს ფანქარი და პომადა.
* * *
პატარა გოგო, იმერელი, ღიმილი აქვს მონროსი, მოკლე კაბით, კოპლიანით, ჯდება ურმის კოფოზე. პატარა გოგო, იმერელი, უცხოებს და უბნელებს, სიოს ყველა დაქროლვაზე თვალისჩინს დაუბნელებს.
* * *
პატარა გოგო, იმერელო, პრასი პარია, ეგ სუნამო Voulez-Vous თუ ისი-პარია?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი სახალისოა. კარგი სახალისოა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|