 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 30 მაისი, 2019 |
ის ყოველ ღამით ადის-აბების ფსიქოტროპიულ აფთიაქებში, ნახევრად მთვრალი ადის აბების საყიდლად, ფიქრ და მიზეზ გარეშე. ნაცნობი ქუჩა, სკვერი, აფიშა, ჩვეულ სახეთა კადრები, წყება და იმავ ღამით, ისევ გათიშვის პირადმისული, გულაღმა წვება. დახუჭავს თვალებს და თითქოს ლანდავს, მაისის წვიმებს, თებერვლის თოვლ-ჭყაპს... კილიმანჯაროს, მონბლანს და ანდებს, ფიქრში ათასი აბსურდი მოჩანს. მერე ფიქრშივე ჩართავს სინატრას, ჰაერშიც დგება სუნი ჟასმინის და უკეთესსაც ვერას ინატრებს, რომ მთელი ღამით ფრენკის უსმინოს, მერე კი ძილი, ვიდრემდის დილა, ჩვეულად დინჯი ნაბიჯით მოვა, სრული აბსურდი, ათასი მილი, მასაჩუსეტსი და აიოვა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ფხიზელმა დაწერო ის, რაც 2 წლის განიცადე, გაიხსენო თანმიმდევრობა და ეს თუნდაც რამდენიმე ადამიანისთვის ალაგ-ალაგ ან სრულიად იყოს მოსაწონი, კაია :)) ფხიზელმა დაწერო ის, რაც 2 წლის განიცადე, გაიხსენო თანმიმდევრობა და ეს თუნდაც რამდენიმე ადამიანისთვის ალაგ-ალაგ ან სრულიად იყოს მოსაწონი, კაია :))
6. ამ სათაურმა არ მიმიზიდა, ახლა კი წავიკითხე და ალაგ–ალაგ მომეწონა.
ამ სათაურმა არ მიმიზიდა, ახლა კი წავიკითხე და ალაგ–ალაგ მომეწონა.
5. ეგ სათაური არ ვიცი, რას ნიშნავს. ჰალუცინაციური “ ჯაჭვი” კი კარგი იყო. ფლობთ კალამს.
+5 ეგ სათაური არ ვიცი, რას ნიშნავს. ჰალუცინაციური “ ჯაჭვი” კი კარგი იყო. ფლობთ კალამს.
+5
4. არის საშუალebay :D არის საშუალebay :D
3. ჰაჰ, ადის-აბება ზედმეტად პოეტური რამაა ჰაჰ, ადის-აბება ზედმეტად პოეტური რამაა
2. რა გამოეპარება შენს მახვილ თვალს?! :) აბა, რაის LSD? :D რა გამოეპარება შენს მახვილ თვალს?! :) აბა, რაის LSD? :D
1. რა მაგარი მაჯამური ანჟამბემანია დასაწყისში .
LSD- ს ეფექტი :)
და იმ ანეკდოტისა არ იყოს, რაის 025 ? :)
რა მაგარი მაჯამური ანჟამბემანია დასაწყისში .
LSD- ს ეფექტი :)
და იმ ანეკდოტისა არ იყოს, რაის 025 ? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|