The wound kills that does not bleed. It has no nurse nor kin to know Nor kin to care.
And the man dies that does not fall. He walks and dies. Nothing survives Except what was, Under the white clouds piled and piled Like gathered-up forgetfulness, In sლeeping air.
The clouds are over the village, the town, To which the walker speaks And tells of his wound,
Without a word to the people, unless One person should come by chance, This man or that,
So much a part of the place, so little A person he knows, with whom he might Talk of the weather--
And let it go, with nothing lost, Just out of the village, at its edge, In the quiet there.
I ვარიანტი
ქალი უმღერის შინ დაბრუნებულ ჯარისკაცს
კლავს ის იარა, სისხლისგან რომ არ იწრიტება. არ აბადია არც გადია, არც ნათესავი, ვისზეც იზრუნებს. ის კაცი კვდება, ბრძოლის ველზე ვინც არ ეცემა. მიდის და კვდება. გადაარჩენს ვეღარაფერი გარდა იმისა, თუ ღრუბლების ქვეშ ნამცეც-ნამცეც არ მოაგროვებს და არ შეურევს მიმოფანტულ გულმავიწყობას მთვლემარე ჰაერს. ღრუბლის ქულები აფარია სოფელს თუ ქალაქს, რომლებსაც კაცი მიმავალი უსაყვედურებს თავის იარებს, ოღონდ ისე, რომ კაციშვილთან არა დასცდება, თუ რა თქმა უნდა შემთხვევით არ გადაეყარა შარაზე ვინმე, იმ მიწის მკვიდრი უფრო მეტად, ვიდრე ნაცნობი, ვისაც ამინდზე ერთ-ორ სიტყვას გაუზიარებს სიტყვის მასალად. თავისას იტყვის, დასაკარგი არაფერი აქვს, ერთი სული აქვს სოფლის სამანს გადააბიჯოს მდუმარებაში.
II ვარიანტი ქალი უმღერის შინ დაბრუნებულ ჯარისკაცს
კლავს ის იარა, სისხლისგან რომ არ იწრიტება. არც ძიძა ჰყავს, არც ნათესავი, ვისზეც იზრუნებს. ის კაცი კვდება, ბრძოლის ველზე ვინც არ ეცემა. მიდის და კვდება. გადაარჩენს ვეღარაფერი, თუ ღრუბლების ქვეშ ნამცეც-ნამცეც არ მოაგროვებს, გულმავიწყობას არ შეურევს მთვლემარე ჰაერს. ღრუბლის ქულები აფარია სოფელს თუ ქალაქს, რომლებსაც კაცი საყვედურობს თავის იარებს, ოღონდ ისე, რომ კაციშვილთან არა დასცდება, თუ გზაზე ვინმე შემთხვევით არ გადაეყარა, ადგილობრივი უფრო ეთქმის, ვიდრე ნაცნობი, ვისაც ამინდზე რამეს ეტყვის სიტყვის მასალად. თავისას იტყვის, დასაკარგი არაფერი აქვს, ერთი სული აქვს სოფელს გასცდეს მდუმარებაში.
From English translated by Armen Arutinov
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ნაწარმოებით თუ ავტორის ნიჭი იზომება, კომენტარებში პიროვნება იცნობა.
თქვენ გამორჩეულად კარგი პიროვნება ხართ და გისურვებთ სიკეთე და პოზიტივი არ მოგკლებოდეთ. ნაწარმოებით თუ ავტორის ნიჭი იზომება, კომენტარებში პიროვნება იცნობა.
თქვენ გამორჩეულად კარგი პიროვნება ხართ და გისურვებთ სიკეთე და პოზიტივი არ მოგკლებოდეთ.
7. მოგესალმებით, არმენ! ისეთი გულწრფელი ხართ, აუცილებლად იპოვით სიმშვიდეს ამ ბობოქარ ცხოვრებაში, კარგზე და დადებითზე გაამახვილეთ ყურადღება, თუნდაც სულ მცირეზე. თქვენ ისე ლამაზად ფლობთ ენას და ისე კარგად წერთ, დასანანია, რომ აღარ გეწერებათ. ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ...
მოგესალმებით, არმენ! ისეთი გულწრფელი ხართ, აუცილებლად იპოვით სიმშვიდეს ამ ბობოქარ ცხოვრებაში, კარგზე და დადებითზე გაამახვილეთ ყურადღება, თუნდაც სულ მცირეზე. თქვენ ისე ლამაზად ფლობთ ენას და ისე კარგად წერთ, დასანანია, რომ აღარ გეწერებათ. ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ...
6. არმენ,ცხოვრება სულაც არ არის ისეთ მუქ ფერებში,ჩვენ რომ წარმოვიდგენთ ხოლმე!
ისეთ ცხოვრებას გისურვებ "სადაც" სიმშვიდეს იპოვნი! არმენ,ცხოვრება სულაც არ არის ისეთ მუქ ფერებში,ჩვენ რომ წარმოვიდგენთ ხოლმე!
ისეთ ცხოვრებას გისურვებ "სადაც" სიმშვიდეს იპოვნი!
5. დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! გულითადი მოკითხვა ყველას! გამოჩენის რა გითხრათ, საბოლოოდ გაქრობა უფრო ხშირად მინდება, ვიდრე წერა. ვერც წერაში და ვერც არწერაში აზრს ვერ ვხედავ. წერა ერთგვარი თამაშია, მკითხველთან თამაში. საბოლოო ჯამში ადამიანი იმას მაინც ვერ წერს, რაც სტკივა და აწუხებს და სხვანაირ წერას კი აზრი არა აქვს. რომ დაწერო, ნამდვილად დაწერო და მართალი იყო, ჯერ კრისტალურ სისუფთავეს უნდა მიაღწიო, სხვა შემთხვევაში იტყუები. ვერ ვწერ, დავმთავრდი და ნუ მიწყენთ, მეგობრებო! ოდესმე სიმშვიდეს თუ ვიპოვი, დავწერ, ახლა კი ზედმეტად მტკივა რაღაცები და ხელს მიშლიან წერაშიც, თარგმნაშიც და ცხოვრებაშიც. და ამას რატომ ვწერ საჯაროდ, ეგეც არ ვიცი. ალბათ ჯერ კიდევ მეშინაურება აქაურობა. დღესაც დავწერე ორი ფურცელი, მაგრამ არსად არასოდეს გამოვაჩენ, ჩემია და იმიტომ. მაპატიეთ, ვინმეს თუ გაგიცრუეთ იმედები. გილოცავთ ჩავლილ დღესასწაულებს და ცხოვრებას გისურვებთ! დიდი მადლობა, რომ კითხულობთ! გულითადი მოკითხვა ყველას! გამოჩენის რა გითხრათ, საბოლოოდ გაქრობა უფრო ხშირად მინდება, ვიდრე წერა. ვერც წერაში და ვერც არწერაში აზრს ვერ ვხედავ. წერა ერთგვარი თამაშია, მკითხველთან თამაში. საბოლოო ჯამში ადამიანი იმას მაინც ვერ წერს, რაც სტკივა და აწუხებს და სხვანაირ წერას კი აზრი არა აქვს. რომ დაწერო, ნამდვილად დაწერო და მართალი იყო, ჯერ კრისტალურ სისუფთავეს უნდა მიაღწიო, სხვა შემთხვევაში იტყუები. ვერ ვწერ, დავმთავრდი და ნუ მიწყენთ, მეგობრებო! ოდესმე სიმშვიდეს თუ ვიპოვი, დავწერ, ახლა კი ზედმეტად მტკივა რაღაცები და ხელს მიშლიან წერაშიც, თარგმნაშიც და ცხოვრებაშიც. და ამას რატომ ვწერ საჯაროდ, ეგეც არ ვიცი. ალბათ ჯერ კიდევ მეშინაურება აქაურობა. დღესაც დავწერე ორი ფურცელი, მაგრამ არსად არასოდეს გამოვაჩენ, ჩემია და იმიტომ. მაპატიეთ, ვინმეს თუ გაგიცრუეთ იმედები. გილოცავთ ჩავლილ დღესასწაულებს და ცხოვრებას გისურვებთ!
4. ხაზზეაო! გამეხარდა!
არმენ გამოჩნდი ხოლმე ახალი ნაწარმოებებით! ხაზზეაო! გამეხარდა!
არმენ გამოჩნდი ხოლმე ახალი ნაწარმოებებით!
3. კარგი თარგმანებია, მეორე უფრო მომწონს. 5
კარგი თარგმანებია, მეორე უფრო მომწონს. 5
2. არმენ როგორახარ _¿¿ მოკითხვა მეგობარო :***
არმენ როგორახარ _¿¿ მოკითხვა მეგობარო :***
1. მე, თითქოს, მეორე თარგმანი უფრო მომეწონა. კიდევ წავიკითხავ, რომ დავრწმუნდე.
მე, თითქოს, მეორე თარგმანი უფრო მომეწონა. კიდევ წავიკითხავ, რომ დავრწმუნდე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|