 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 3 ივნისი, 2019 |
გადაჭრითაც არვინ იცის, არც თხრობით და არც ზეპირად, ეს სიტყვები ხომ არ გაჩნდა ქვეყნად, მხოლოდ საშექსპიროდ? როცა იგი იძახოდა: სიტყვებს, სიტყვებს, ისევ სიტყვებს, მაშინ სიტყვებს ხომ არ დაცდათ პირიქითაც, შექსპირ, იქვე? ერთი ხელით მიჰყვებოდა ვენეციას და ვერონას, ერთი ხელით კომედიას, მეორეთი-სივერანეს, ერთი ხელით მიჰყვებოდა იმედების უგზოდ კარგვას, მეორეთი ვენერას და ადონისეს ვნების ქარგვას, ერთი ხელით კეისარზე, ჰამლეტზე და ლირზე წერდა, მეორეთი პერიკლეზე, ხან ჭირვეულს არჯულებდა, არც ჰენრიზე არ გაჩერდა, არც რიჩარდზე, ოტელოზე, მთელ მსოფლიოს აკითხინა, დეზდემონამ თუ ილოცა, გადაჭრითაც არვინ იცის, არც თხრობით და არც ზეპირად, ეს სიტყვები ხომ არ გაჩნდა ქვეყნად, მხოლოდ საშექსპიროდ? როცა იგი იძახოდა: სიტყვებს, სიტყვებს, ისევ სიტყვებს, მაშინ სიტყვებს ხომ არ დაცდათ პირიქითაც, შექსპირ, იქვე?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ფხიზელმა რომ დავწერე, ნეტა, იმიტომ? :)) ფხიზელმა რომ დავწერე, ნეტა, იმიტომ? :))
3. შაქარიო შენს პირს, ეს არ უთქვამს შექპირს? :)
არადერვიშული მომეჩვენა. :/ შაქარიო შენს პირს, ეს არ უთქვამს შექპირს? :)
არადერვიშული მომეჩვენა. :/
2. დერვიშულ-ენციკლოპედიურია :)) გმადლობთ :)) დერვიშულ-ენციკლოპედიურია :)) გმადლობთ :))
1. რა უცნაური ლექსია :))) რაღაცით მომხიბლა, ქულებსაც მივაკუთვნებ.
რა უცნაური ლექსია :))) რაღაცით მომხიბლა, ქულებსაც მივაკუთვნებ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|