რა უცნაურად მოპარულა ეს გაზაფხული. სადღაც,ალიასკაზე უგზო-უკაცოს ლუდოვიკო გაუშლია, სადღაც სოფლად მომაკვად დედაბერს უკანასკნელი სასუქი ჩაუყრია მიწაში, მიწამ იგემა ეს თავხედობა, ხორბლისფერი გამხდარა დედაბრის ხელი და იმ წელსვე დაპურებულა ცხრავე ვაჟი.
ავსებულაო ყველა ორმო, წყალი ვერ ეტევაო ჭაში, სახლებს სულები მასპინძლობენ, გაცოცხლებულა ყველა მკვდარი.
შენ კი, დედაჩემო, სხვისი ჭიშკრისკენ რომ გადაგიგდია ძვირფასეულობა, გგონია რომ მოულოდნელ ადგილებში ფხიზლდება ტვინი, შენი აივანი ნაცრად ქცეულა მომლოდინედ სხვისი ნაკვერჩხლის. ასე დაძველდა ყველაფერი.
ახლა ზიხარ და... ისე გადგას პაუზა ენის წვერზე, სისხლია გეფიცები. ვინ ამოგაგდო გამჭოლი მზერიდან და მაქვს უფლება უკანასკნელი, მადროვე დეაჩემო, ამ გასახმობ მაგიდაზე რამდენიმე ნუშის თესლი დავყარო და დაგაჯერო ბაღი, სტუმრები.
ბრაილის კითხვით მთას მიაშურაო კაცმა, შენ კი პაუზა გაქვს ენის წვერზე.
რაც მთავარია, მუხის ძირას ცხოვრობ ბალახია თეთრი საბანი, მიწამ სხვაგვარად იცის დაცინვა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. სახლებს სულები მასპინძლობენ, გაცოცხლებულა ყველა მკვდარი. _ თუ ყველა მკვდარი გაცოცხლდა, სულები სადღა დარჩნენ?
ნამეტანი ჩახლართულია ჩემი მოკრძალებული ტვინისთვის :) სახლებს სულები მასპინძლობენ, გაცოცხლებულა ყველა მკვდარი. _ თუ ყველა მკვდარი გაცოცხლდა, სულები სადღა დარჩნენ?
ნამეტანი ჩახლართულია ჩემი მოკრძალებული ტვინისთვის :)
9. ძალიან მომეწონა. მართალია ავეჯი \"ლუდოვიკო\" იყო და არის, კლასიკური მდიდრული ავეჯი , რაც მთავარია თეთრი ფერის, ოქროსფერ-თეთრი, კეთდება მუხისაგან, არყის ხე , ნეკერჩხალი და კიდე რისგან არ ვიცი,, მაგრამ აქ ავტორი არამგონია ავეჯს გულისხმობდეს, ალბად იდეა სილამაზესა, მშვენიერებასა და სინანულზეა, ჩემი შეზღუდული სუბიექტურობით ასე ვდიქრობ. ძალიან მომეწონა. მართალია ავეჯი \"ლუდოვიკო\" იყო და არის, კლასიკური მდიდრული ავეჯი , რაც მთავარია თეთრი ფერის, ოქროსფერ-თეთრი, კეთდება მუხისაგან, არყის ხე , ნეკერჩხალი და კიდე რისგან არ ვიცი,, მაგრამ აქ ავტორი არამგონია ავეჯს გულისხმობდეს, ალბად იდეა სილამაზესა, მშვენიერებასა და სინანულზეა, ჩემი შეზღუდული სუბიექტურობით ასე ვდიქრობ.
8. ქ-ნ მზია, მართალი ხართ) ქ-ნ მზია, მართალი ხართ)
7. არსებობდა საძინებელი ოთახის ავეჯი(გარნიტური) „ლუდოვიკო“, რომელიც ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო :))) ალბათ, ის იგულისხმა.
არსებობდა საძინებელი ოთახის ავეჯი(გარნიტური) „ლუდოვიკო“, რომელიც ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო :))) ალბათ, ის იგულისხმა.
6. სადღაც,ალიასკაზე უგზო-უკაცოს ლუდოვიკო გაუშლია- ეს ვერ გავიგე. ლუდოვიკოს გაშლა რას ნიშნავს? სადღაც,ალიასკაზე უგზო-უკაცოს ლუდოვიკო გაუშლია- ეს ვერ გავიგე. ლუდოვიკოს გაშლა რას ნიშნავს?
4. ძალიან დახვეწილი ტექსტია ესთეტიურად. ძალიან დახვეწილი ტექსტია ესთეტიურად.
3. ხანდახან მიჭირს აკრეფა და თავისით იმასშვრება))
მადლობა უდიდესი. ..
ხანდახან მიჭირს აკრეფა და თავისით იმასშვრება))
მადლობა უდიდესი. ..
2. საერთოდ, როცა მომწონს, რასაც ვკითხულობ, ჩაყლაპულ ასოებს და ეგეთებს ვერ ვამჩნევ, მაგრამ ახლა დავაკვირდი, მაინც შემჩნეული როგორ მიშლის ნერვებს. როცა რაღაც ისეთი კარგია, ასოც არ გინდა აკლდეს საერთოდ, როცა მომწონს, რასაც ვკითხულობ, ჩაყლაპულ ასოებს და ეგეთებს ვერ ვამჩნევ, მაგრამ ახლა დავაკვირდი, მაინც შემჩნეული როგორ მიშლის ნერვებს. როცა რაღაც ისეთი კარგია, ასოც არ გინდა აკლდეს
1. ძაან საინტერესო ნაწერია) ავტორს მოვუბრუნდები 5 ძაან საინტერესო ნაწერია) ავტორს მოვუბრუნდები 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|