ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2019


აივნებია

აივნებია. რიკულები. მოაჯირები.
იქვე თოკები-სარეცხისთვის, სადაც ჩიტები,
დროდადრო სხედან, ჟღურტულებენ, ენას იდგამენ,
ეს არის მთელი ეგზოტიკა, მთელი ღიმღამი.
სიო თამამად ახმოვანებს ნივრის არიებს,
როცა კბილებში უსისინებს გარედან ფოჩებს,
მზე შუბის ტარზე აგორდება, ნაივლისარი,
მწუხრიდან მთვარის სილუეტი თამამად მოჩანს.
ვწევარ ჰამაკში, ანუ ვებრძვი უწონადობას,
ძილიანობას, სიზარმაცეს, განებივრებას,
უეცარ ბოდიშს, მისალმებას, სიცილს, მადლობას,
თითქოს არიაც დასრულდება აქვე, ნივრების.
ვრჩები გულაღმა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,
თავზე დამყურებს მწოლიარეს, მე კი უკარვო,
კრიალოსანის ქვებს დავითვლი, ჩემი თილისმა,
ფიქრს გამიფანტავს, დამაბრუნებს ძილში, უკანვე,
სადაც ჩიტები ჟღურტულებენ, ენას იდგამენ,
ეს არის მთელი ეგზოტიკა, მთელი ღიმღამი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები