ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2019


მავთულხლართები

        დილით ადრე ადგა თინა ბებო, უკვე კარგახანია სისუსტე მოერია, მუხლებში ძალაც გამოეცალა და ფეხის გადადგმაც უჭირს, მაგრამ დღეს მაინც ენერგიით არის აღვსილი, დღეს სხვაგვარად ძლიერია, დღეს პატარა თინოს დაბადების დღეა, მერე რა რომ ის შორს არის. მერე რა რომ მავთულხლართები აშორებს მათ. თინა ბებო ვალდებულია თავისი ერთადერთი შვილიშვილისთვის მისი საყვარელი მარწყვის ტორტი გაამზადოს.
  იცის გაუჭირდება, შეიძლება აღარც ძალა ეყოს და გემრიელიც არ გამოუვიდეს, მაგრ54ამ ის ხომ ბებოა და ვალდებულია.....
    შეძლებს, მოუმზადებს, ფეხით მივა საზღვართან, შეევედრება იქ  მდგომ რუს მესაზღვრეს, აუხსნის რომ ტკბილეული მიაქვს მისი იუბილარი შვილიშვილისთვის, რომ იქეთ იმ მეორე მხარეს ის ელოდება, შეევედრება და ისიც გაუგებს, გაატარებს, ისიც ხომ ადამიანია?- ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ხომ ადამიანია, გული ხომ ყველას აქვს-ამის სჯერა თინა ბებოს და ამიტომაც მიუყვება ჯოხით და სვენებ-სვენებით იქეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზას.....

.............

დაღმართზე პატარა გოგონა მორბის, მუხლები დასისხლიანებული და გადატყაული აქვს, ხელში პატარა ყუთი უჭირავს  და გულში იხუტებს, ფრთხილობს არ დაუზიანდეს, მავთულხლართებთან მიიჭრა:
- ძია, დღეს ჩემი დაბადების დღეა, იქეთ ბებო მყავს, გამიშვით გთხოვთ, მინდა ჩემი დაბადების დღის ტორტის ერთი ნაჭერი მიუტანო, უყვარს.

................

ისინი ერთმანეთის წინ დგანან.... შუაში მავთულხლართია და ჩახუტების უფლებას არ აძლევს, მაგრამ სიყვარული კლდეებს ანგრევს და ამ ცოდვისგან მოკუნტულ სინას როგორ ვერ მოერევა...... დღეს თუ არა ხვალ მაინც. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები