...დრამა მოქმედი პირები: გოგოლა (აფხაზეთიდან ლტოლვილი, შეჭრილი სხვის ბინაში) 60 წლის რომა-გოგოლას შვილი ფიზიკოსი 39 წლის ლელა-- რომას ცოლი-სტომატოლოგი 37 წლის ანინე, დათო--ლელას და რომას შვილები-სტუდენტები 17-18 წლისანი ლილუ - დათოს მეგობარი 20 წლის თაია- მეზობელი 31 წლის თაია (პატარაობისას) -16 წლის. გეგი-თაიას საქმრო --21 წლის ციცი- გეგის დედა(ფსიქიურად დაავადებული)- 55 წლის. ბესო , იგივე კაუჩუკა,ინვალიდი--გეგის მეგობარი 36 წლის ლია-კაუჩუკას ცოლი.----34 წლის ზაზა -კაუჩუკას შვილი -19 წლის თაკა- ზაზას ცოლი. კაუჩუკას -რძალი 19 წლის მემწვანილე ქალი-აზერი. ხმა ტელეფონით პატრულის თანამშრომლები ( მუსიკა) ხ მ ა-ჟამი არს შობისაი და ჟამი სიკვდილისაი, ჟამი არს დანგრევისაი და ჟამი მოფხურად დანერგულისა მის. ჟამი ტირილისაი და ჟამი სიცილისაი, ჟამი ტყებისაი და ჟამი როკვისაი. ჟამი არს დუმილისაი და ჟამი სიტყვისაი
( სიმღერა :„ვახ ,სოფელო, რა შიგან ხარ...“- (იხსნება ფარდა სცენაზე ოთახი-კარი გადის სადარბაზოში. სადარბაზოში კიბე ამოდის ეზოდან და გრძელდება მაღლა. ოთახის სიღრმეში ფანჯარა , სავარაუდოდ, ეზოში იხედება) ცისკრის ჟამია-ნელნელა ინათებს. სცენაზე სტატიურად დგანან გოგოლა, რომა, ლელა, (დათო ზის კომპიუტერთან) ანანე (სანთელთან ლოცულობს). ---შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით. მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვისენით ჩვენ შეურაცხებითა ამპარტავანთაითა. ( საათის წიკწიკის ხმა. ინათებს,რეკავს მაღვიძარა. ისმის დილის გადაცემების ხმა,) სტატიურად მდგომნი იწყებენ მოძრაობას. (სადარბაზოს მხრიდან, კარს უახლოვდებიან ზაზა და თაკა,ფეხისწვერებით, კარს ყურს ადებენ,ოთახში ხმაურის დაწყებისთანავე ჩარბიან კიბეზე. ) რომა - თომას ედისონს რომ დავესესხო, უკვე, იმდენჯერ განვიცადე სასტიკი მარცხი, წარმატებების გარდა, სხვა გზა არ დამრჩენია. უბრალოდ ,უკვე, ამოვწურე მარცხის მარაგი- დედა, მივდივარ. გოგოლა-ეს, მერამდენედ უნდა სცადო რად გიწუნებენ..ნეტავ რა უნდათ? რომა- კიდევ ერთხელ ვცდი, ნუ ნერვიულობ. უცილობელად მოიწონებენ, ამჯერად,ვიცი. გოგოლა.-ცოტათი უფრო მოიწადინე , ვის გავხარ, ნეტა? თქვი, რომ მოსკოვში დაამთავრე, რომ დევნილი ხარ. რომ დახმარების იმედზე ვართ მთელი ოჯახი. რომა-ეხ, ახლა, ყველა დევნილია, ვის გააკვირვებ. ნუ , დარდობ, დედა, საუკეთესო მიგნება მაქვს, ამ ქვეყანას რომ გამოადგება. ძალიან დიდი აღმოჩენაა,. ხარისხშიც იგებ, დროშიც, ფულშიც , გამძლეობაშიც. უცხოეთიდან, მჯერა, ბევრი მოითხოვს, ალბათ. ყველას მოგხედავთ, დედოფალივით უნდა გაცხოვრო.შენი ქალობით, უფრო მეტიც დაიმსახურე. გოგოლა-ღმერთმა გისმინოს.(თან, ყავას უსხამს) ანანე-ინსტიტუტამდე გამოგყვები , მოვდივარ, მამი. რომა- ლელა , წამოდი, შენც მიგიყვან . ლელა-პაციენტები 12-დან მყავს ჩაწერილი. მე ,ჩემით წავალ. (რომა და ანანე გადიან) გოგოლა--ლელა, იქნებდა, ანანესთვის მეტად იზრუნო. დილით, არასდროს არ საუზმობს ,ძალიან ვდარდობ...და დათოც, კიდევ. ლელა--უკვე, დიდები არიან და თავს მიხედავენ. გოგოლა- (თავისთვის) , ახლა ამასაც დედა ჰქვია? ან, თუნდაც -ცოლი. კიდევ კარგი რომ, ჯერ ,ცოცხალი ვარ. თუმცა, ვინ მისმენს? დათო (კომპიტერთან ზის, კლავიატურის ხმას გამოსცემს)-დამშვიდდი, ბებო. გვიანიაა, რძალს ვერ გამოცვლი. (იცინის) გოგოლა-მე შენთვის აზრი არ მიკითხავს, შე, მაზაკვალო. ხმა ეზოდან: ზელეენ, ო, ზელეენ! ჰაი, სისტრა.ზელეენ,.. ნიახურ, ქენძ, , ოხრახუშ, !ზელეენ! გოგოლა (ფანჯრიდან)--ზელენ, მომხედეე, აქ, მოიტანე! (კარს ფრთხილად აღებს, ათვალიერებს სადარბაზოს). მემწვანილე (კიბეზე ამოდის) სელემ ჰაი, ხანომ, შენი ბიჯი და შილიშვილი ,სადმე ცავიდა. გოგოლა-ხოო, ვიცი, ვიცი ბაჯი, აბა. კარგი ამომირჩიე... მემწვანილე-აა, კურბან ოღლუმ, ნახე, ნახე, კარგია კარგი,,, მართლა, თურქული-არ გეგონოს, ჩვენია ,ქართული... (ისმის შეშლილი ქალის სიმღერა მეზობლიდან: „შემოდგომის ნისლიაააა, მიფრინავენ..სიმღერას სიცილი ცვლის.) მემწვანილე(შეშინებული ალაგებს მწვანილს ხურდას ართმევს)- აი, საღოლ სესტრა (ჩადის კიბეზე) გოგოლა (მალულად მიმოათვალიერებს სივრცეს, კარს ჩარაზავს.) ლელა-(დათოს)- დათო, ამდენი ღამისთევა, სად გაგონილა. რისთვის იფუჭებ ჯანმრთლობას, შენს თავს რისთვის მტრობ? დათო- რომ ვერ ვიძინებ? რა გავაკეთო? ლელა--წიგნი იკითხე. გოგოლა-არ შეგიძლია, დათოს რომ არ უსაყვედურო? ლელა---მე, გთხოვეთ , ბევრჯერ, არ ჩაერიოთ შვილთან კამათში. სულ აერია დღეცა და ღამეც.მხედველობასაც გაინდ გოგოლა-(აწყვეტინებს)...მახსოვრობასო? თავად, რომ გავიწყდება ყველაფერი? დათოს ბრალია? ხან, .გაზი გრჩება და ხანაც, წყალი. პაპასკირებს რომ თვეში ერთხელ, რემონტს ვუკეთებთ. იქნება ეგეც,დათოს ბრალია?1 ლელა-მოკლედ, ჩემს შვილთან საუბარიც აკრძალული მაქვს. დათო- ( პათეტიკურად) ლელას წაართვეს მისი უფლება, მინიჭებული კონვეციის მე-3 მუხლით.!!! ლელა-დათო, არ ვხუმრობ, შენთვის ვამბობ. თან , ბევრ დროს კარგავ... დათო- ჩემმა მშობლებმა თუ იკითხეთ შელლი და ფროსტი, ნეტა, რითა ხართ ტაქსისტზე მაღლა? პურის ფულს ეძებთ. გთხოვ, ნუ დამღალეთ ამ უაზრო შეგონებებით. მიდი, ილოცე, დაცვივდება ციდან დოლარი. ლელა- დათო, რას ამბობ? შენ ფიქრობ რომ ფულზე ვლოცულობ? დათო- მით უარესი. გოგოლა-დამშვიდდი ბებო, ჩემი საბრალო გოგოს გზვნილს დაველოდებით. სხვისი მოხუცის მზრუნველად რომ აქცია ბედმა. ლელა--ნეტავ მაგ სიტყვებს, მე რად მაგონებთ? რომას უთხარით.ვფიქრობ, ოჯახში კაცი არის ,უფრო, მთავარი. გოგოლა--მითხარი, რა ჰქნას? სად არის საქმე.ქალის საცვალი უნდა ჰყიდოს ლილოს ბაზარზე?თუ, სანტექნიკოსად გამოვზარდე ლომონოსოვში? ლელა- (თავისთვის) - ჩემს ოჯახს , არც მე გავუზრდივარ სანტექნიკოსად.(ჩანთას აიღებს) (ისმის ქალის სიმღერა:“შემოდგომის ნისლიააა...მიფრინავენ მერცხლებიიი) გოგოლა-(ხელს იშვერს კარისკენ) - ამ ქალმა უკვე შემაწუხა ..ამყვება, ხოლმე. (დათო კართან დახვდება დედას, მოეხვევა,იცინის) ლელა (იცილებს)- წადი,მომშორდი.ხომ დამშვიდდი, ხომ ,ეს გინდოდა? (კარს აღებს) (სადარბაზოს მხრიდან მოყურადებული თაკა და ზაზა გარბიან) გოგოლა- კიიი, მართალს ამბობს დედაშენი, შენთვის ამბობს. რამდენ დროს კარგავ. საყვედურისთვის ვერ გიმეტებ და ამიტომაც, ,გული ვატკინე. დათო--ბები, ვაფასებ , შენს თავგანწირვას. გოგოლა--ვალდებული ვარ დაგიფარო თავადი არშბა,ამ გლეხის ქალმა, აფხაზ თავადთა ჩვენი ბოლო შთამომავალი. (ეფერება) ტელფონის ზარი. დათო( იღებს ყურმილს, ჩართავს მიკროფონზე)--გისმენთ. (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჯერ ვნახავ გაგრძელებას. ოჯახურმა სცენამ გამახსენა \" ღია შუშაბანდი\" .თუ არ ვცდები სამსონაძის პიესა იყო. ჯერ ვნახავ გაგრძელებას. ოჯახურმა სცენამ გამახსენა \" ღია შუშაბანდი\" .თუ არ ვცდები სამსონაძის პიესა იყო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|