ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
13 ივლისი, 2019


თხოვნა

თხოვნა
ციყვუნია, ჩამო ხიდან,
გამომართვი თხილი,
აი, ვაშლიც მოგიტანე,
გაისველე პირი.
მზესუმზირასაც მოგართმევ,
თუგინდ მთელი ყუთით,
ოღონდ ხანდახან მათხოვე,
პარაშუტად კუდი.

ოხერი ფისო
ფისუნია, ფისო
სახურავზე ზისო,
მოდი, კიბე მივუტანოთ,
ვეღარ ჩამოდისო.
ფისოს კიბე რაღად უნდა?
შენ არ იცი ცისო?
სადაც უნდა იქ აძვრება
ეგ ოხერი ფისო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები