ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2019


ჩვენ (2)

,,მოხსენით ბორკილი თავისუფლებას\\\" ა.შურღაია

ჩაკეტილი კარებია, უკვე ჩაჟანგებული პეტლებით
ვინ იცის იქნებ არასდროს არ გახნილა, არც გაიხსნება.
თითქოს მშენებელმა სახელად ჩააშენა, აი კარებიაო.
თავიდან მივყვეთ, იყო კარი და იყო ბავშვი.
იყო კარი და იხსნებოდა ჩვეულებრივად,
მაგრამ რამდენჯერ გაიწია იმისკენ ბავშვმა, გამოათრიეს.
სირცხვილისა და ეტიკეტის სამოსით შემოსეს, გარეთ მზემ არ დაგწვასო.
ხოდა შეენშინდა ბავშვს, რადგან ვერ ძრავდა სკაფანდრისვით შემოკრულ სამოსს...
ეუბნებოდნენ, ვინც მანდ გავიდა უკან აღარ დაბრუნებულაო,
ადამიანობა დაკარგაო. გარეთ ღმერთიაო, მისი უნდა გეშინოდესო.
ღმერთი ყოვლისშემძლეაო, ყველაზე დიადიაო.
ხოდა როცა ბავშვა თავის გულში იგრძნო ის, შეეშინდა,
თუ დიადია ჩემს პატარა გულში არ დაეტევაო, გამიხეთქავსო.
და გააგდო, გააგდო გულიდან.
კარებსაც ზურგით მიაწვა ვაიდა ისევ მოინდომოს შემოსვლაო.
ვაიდა ისევ მოინდომოს ჩემი გაშიშვლებაო.
ჟანგდებოდა კარები და ოთახი ნესტით ივსებოდა,
ფილტვებიც ლპებოდა ისევე როგორც ყველაფერი.
ბავშვი ვეღარ სუნთქავდა, ბავშვი დაეჭიდა კარებს და ვერ გააღო.
ეშინოდა და მაგიტომ, ღმერთი უნდოდა და მაგისაც ეშინოდა.
ამ ჩამპალ გულმუცელში როგორ დავპატიჟო ყველაზე დიადიო.
ხოდა ყვიროდა, იგლეჯდა ჩაცმულ ტანსაცმელს და სახეს,
იგლეჯდა და ისე ყვიროდა, იგლეჯდა კანს რომელიც ტანსაცმელს დამსგავსებოდა,
მოდიოდა ობი და ჟანგი, ობი და ჟანგი სისხლის მაგივრად,
ის კი ყვიროდა, ღმერთო მომეცი თავისუფლება, ღმერთო მომეცი თავისუფლება,
ღმერთო მომეცი თავისუფლება, ყვიროდა, ღრიალებდა,
ხავსი ამოჰქონდა ჩაჭაობებული ფილტვებიდან, ხავსი ამოჰქონდა სისხლის მაგიერ.
და არსად ჩანდა, არც ღმერთი და არც თავისუფლება. მხოლოდ ტანსაცმელი,
ემატებოდა და ემატებოდა ტანზე, უკვე ნებითაც იცმევდა
ირგვლივ გამეფებულ სიცივეს რომ გამკლავებოდა.
ხოდა შევაჯამოთ, იყო ბავშვი, იყო ღმერთი და იყო კარები.
იყო ღმერთი, იყო ბავშვში და არ იყო კარები.
იყო კარები, იყო ბავშვი და იყო ჩაცმული, იყო ღმერთიც მაგრამ არა ბავშვისთვის,
მოკვდა ბავშვი და დარჩა ტანსაცმელი,
მისი გვამის ნეშომპალიდან ფენიქსივით დაიბადა ახალი ბავშვი,
იყო ახალი ბავშვი იყო ტანსაცმელი იყო სიცივე და იყო და არა იყო რა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები