ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2019


როდესაც



როდესაც თანმიმდევრულად და მწყობრად ჩაგეზარდა დანიშნულების ადგილამდე მიღწევის შეუძლებლობა სოკოს ბაქტერიით გაჯიუტებული ფრჩხილივით;
როდესაც ცხოვრებისგან კინწისკვრით გაგდებულს დაემსგავსა საუბარს ვერმორგებული შენი სათქმელი;
როდესაც შეუმჩნეველი თავბრუსხვევა თავშეკავებული ღიმილით შემოგეძარცვა და თავის დახრა ვიღაცის ხმალთან დახვედრამ გაგაბედინა;
როდესაც ლექსების წერით შიშებს შორის ომი დააზავე
და უკვდავების ყვავილის ბოლქვი იმ ქოთანში ჩარგე, მდედრი ოჩოკოჩის რძით ამოზელილი თიხით რომ ამოიყვანე და ქოთანი ცინიკური მინერალებით გაჟღენთილი მიწით ამოპირე - ყვავილმა დავიწყების უხილავი კვირტი გამოაჩინა, მიწამ ნესტიანი გმინვა ამოუშვა და ნაპრალები აახამხამა.
ამ ოღრო-ჩოღრო გზებზე ფეხაკრეფით მიმავალთან რა გესაქმება,
თუ ვერ შეძელი საკუთარი თავის მოგერიება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს