ნაწარმოებები



ავტორი: მელანქოლია_
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 ივლისი, 2019


600

დადიხარ, როგორც მკრთალი შუქი ვიწრო ქუჩებში და ცხოვრობ ცხოვრებას, რომელიც დაწერა სხვამ.

-

დილით თიხა ხარ, ნელა იფხვნები და რასაც ბუდემოშლილი და გამომშრალი შენი თვალები ეძებენ, ესაა ცრემლი. ქარი გაგროვებს. შენ იფანტები და ბრმად ავსებ სახლიდან დილაადრიან საჭმელად გამოსული, გამოუძინებელი კაცის თვალის გუბეებს. ის არ გჭყლეტს სუსტი თითებით. შენ კი უყურებ მის ცხოვრებას, რომელიც სიჩუმის გრძელი ხაზია ანთებული ეკრანის წინ და ხაზზე რამდენიმე მოკლე სიტყვა წერია. სადღაც ვიღაც სხვა მოსაგვარებელი საქმეების სიას ადგენს.

ხვალ დილით შენი სახელია ”მტვერი” და ხარ ქუჩა, რომელმაც მიგიღო. ხარ ქარი და ხარ თვალები, რომლებსაც აკლიათ ძილი და ისევ ეძებენ საჭმელს. გინდა ის, რაც არ შეგიძლია, მაგრამ გაგიმართლა, რომ ეს არ იცი.

ზეგ ჯერ არა გაქვს. ვიღაც სხვამ სიის შედგენა დაამთავრა და შენი ცხოვრების წერის გაგრძელება გადაავიწყდა. ზეგამდე რასაც ინახავ, ესაა ცოტა ცრემლი.

-

მშრალი თიხა ხარ და იფხვნები. მანამ კი დადიხარ, როგორც მკრთალი შუქი ვიწრო ქუჩებში და ცხოვრობ ცხოვრებას, რომელიც სხვამ დაწერა სიტყვამშრალი შესავალივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები