 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 23 ივლისი, 2019 |
ოკუპანტებზე
რუსეთი ოკუპანტია! თურქეთი არანაკლები, სხვის მიწად არ აღიარებს მამულიშვილთა ნაკრები
მიწას - ღვთისმშობლის წილხვდომილს, რაც ქართულია, - ჩვენია, დღეს საქართველოს სჭირდება აღმაშენებლის გენია,
რომ გაუმკლავდეს ურიცხვ მტერს, ისევ მოიგოს დიდგორი, რომ გამარჯვებით ხარობდეს მთა - ბარი, ტყე, ველ - მინდორი.
ოკუპანტია ასევე აზერბაიჯან - სომხეთიც, მე ქართულ მიწის შვილი ვარ, როგორც მედეა - კოლხეთის.
მოყვასად მას ვერ ვიგულებ, - ვინც ჩემი ერის მტერია, მამულიშვილებს ეკუთვნით, რაც კი რამ დამიწერია.
ოთარ რურუა
2019
....................................................................
რუსეთს მიტაცებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო, თურქეთს მიტაცებული აქვს ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, ჭანეთი, შავშეთ-ერუშეთი, აზერბაიჯანს მიტაცებული აქვს ზაქათალა და საინგილო (და ახლა გარეჯის მიტაცებას ცდილობს), სომხეთს მიტაცებული აქვს ლორე-ტაშირი.
.........................................................
,,ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი!.. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა! საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს!“
მამა გიორგი ბასილაძე
........................................................................................................
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს
არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას
ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ღმერთთან წარდგა პირნათელი ქართველი, როცა მიზნად თავგანწირვას ისახავდა სულშიც ენთო მისი რწმენის სანთელი.
ჯარისკაცმა - ხუთჯვრიანი დროშის მცველმა ოკუპანტებს პირში უთხრა სათქმელი, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, შემოევლოს ყველა ნაღდი ქართველი.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1.
გიორგი ანწუხელიძის მონოლოგი
,,თუ მტერმა დამცეს ხმალგაბასრულმა, დარდს ნუ მოიხვევთ ღრუბლის გუნდებად. რა ვუყოთ, ომში ბევრი წასულა, მაგრამ ყველა ხომ ვერ დაბრუნდება“...
სევერიან ისიანი
ვერ დააჩოქებს მტერი ვერაგი ღვთისმშობლის წილხვედრ ჩემს საქართველოს, ისევ მაცვია ჯაჭვის პერანგი, ერის იარა რომ გავამრთელო.
ცხელი აგვისტო... ისევ ომი და ჯარისკაცები ყიჟინას სცემენ, სამშობლოს დაცვის ჟამი მოვიდა, თუმც მხნედ ვართ, მაინც ვამხნევებ ჩემებს.
თანამებრძოლნო! წინ-წინ გასწიეთ, საქართველოსთვის მკლავებიც გვერჩის, ქართული დროშა მაღლა ასწიეთ, ლომური გული გვიფეთქავს მკერდში.

მონაცემები არ არის |
|
|