ნაწარმოებები



ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2019


❤♧❤♧❤

ზოგჯერ მგონია, რომ მოდიხარ და სულში მისახლდები.
უცნაური ტალღის რხევით ვგრძნობ სისხლის ცვალებად მიმოქცევას.
ეს ჩემი რწმენაა, შინაგანი...გულისმიერი.
სინამდვილეში კი ყოველდღე და დღითიდღე უფრო, 
გალაკტიონის \\\"რაც უფრო შორს ხარ ემსგავსები\\\"
სადაც ბაგენაშობი ჩემი ხმა მის \\\"უსიყვარულოს\\\" კითხულობს.
\\\"და კვდება,კვდება სიყვარული უკანასკნელი!\\\"
არანაირი შემოქმედება!
არანაირი რეჟისურა!...
სხეულიც არა!
სულის აფრები ქარებს მიაქვთ და შენ კი ამ დროს?...რობიზონ კრუზოსავით გაიჭედე შენს შექმნილ კუნძულზე და მელი აბრამივით გაგიმართლო მოლოდინი შენი რწმენის გასამტკიცებლად და
გავიწყდება,რომ მე ვარ  სიყვარულის \\\"ბატკანი\\\"...
არ გამეტებულად გამეტებული.
მაგრამ გამეტებული შეგრძნებებით დახუნძლული....
რა თქმა უნდა; დიდია ღმერთი და ცინიკოსი ბედისწერა მაგრამ მთავარია ჩვენ რომელი ვიწამეთ?!
ვბედავ და გიძღვნი  გამეტებულ სიყვარულს რომელიც გაშინებს შესაცოდველად და შორთავდაჭერით გაურბიხარ\\\" ამაოებისაკენ.\\\"








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები