 | ავტორი: დერვიში ჟანრი: იუმორისტული 13 აგვისტო, 2019 |
სიამაყე ეროვნული. კონიაკი ერევნული. სიამაყე საქალაქო. სამკერვალო, სადალაქო. სიამაყე უსათუო. ფანჯიკიძე და გოთუა. სიამაყე ადრინდელი. კალვინო და პირანდელი. სიამაყე ძველებური. თაღები და ვესტიბюული. სიამაყე საამსოფლო. ჰელსინკი. სტოკჰოლმი. ოსლო. სიამაყე საამქვეყნო. დოლარი, რუბლი და ევრო. სიამაყე არნახული. ხანძთა, ოშკი და ხახული. სიამაყე-აქსიომა. სიამაყე-თეორია. სიამაყე-უპირობო, ყოვლად უტრაექტორიო. სიამაყე-აირესი, კარაკასი, ლიმა, რიო. სიამაყე-ფორიაქი. სიამაყე-რია-რია. სიამაყე მამათა და დედათა და ყოვლად ჩვილთა, სიამაყე, როგორც სენი, რომელიც ოდითგან გვჭირდა. ხან ნარინთა, ხან ულუთა, ხან რეგვენთა სია მაკე დედოფალთა ან ხარჭათა-კიდევ ერთი სიამაყე. სიამაყე სახელობით, მოთხრობით და მიცემითში, ნათესავთან მოქმედებით, ვითარებით, წოდებითში, სიამაყე სიტროენი. სიამაყე პონტიაკი. სიამაყე შარდონე და მალიბუ და კონიაკი. კონიაკი-ერევნული. სიამაყე ეროვნული. სიამაყე უსათუო. ფანჯიკიძე და გოთუა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|