| ავტორი: შოთიკო ჟანრი: პოეზია 18 აგვისტო, 2019 |
მეც უბრალო ყაჩაღი ვარ, ბერდენკით და შავი ჩოხით, ბატონ-ყმობა გადავარდეს, ვევედრები უფალს ჩოქვით. მეც უბრალო ყაჩაღი ვარ, გამოზრდილი ფშავის გორის, მიზანი მაქვს ვით ყაჩაღთა, მოაზრე ვარ მეც მათ შორის.
უმართლობას და მონობას, ვერ ეჩვევა ჩემი გული, დავამარცხო მბრძანებლობა, მიზანი მაქვს დასახული.
ღმერთმა ყველას ნება მოგვცა, რომ ვიცხოვროთ ჩვენი ნებით, არა ვინმემ გვიბატონოს, სიცოცხლეში დამონებით.
ამიტომაც გადავწყვიტე, და შევკაზმე ჩემი ცხენი, ყაჩაღურად ცხოვრება სჯობს, ვიდრე მონად განვლო დღენი. რა ხანია ტყეში ვცხოვრობთ, კუდში დაგვსდევს ჩვენ ჟანდარმა, ნათელი მზე გადაფარა, შავ ღრუბელმა და ავდარმა. თუ ვინმესთვის ჩვენთან ახლოს, ღალატობა შემიტყვია, დამისჯია საკადრისად, მოხვედრია ჩემი ტყვია.
შეიძლება დავიხოცოთ, ბედი არის ყაჩაღური, ქვეშევრდომათ ყოფნას გვიჯობს, ჩვენ სიკვდილი ვაჟკაცური. მოვკვდეთ თუ კი საჭიროა, ზეცას ახდეს ჩვენი სული, იმედი მაქვს მალე მოვა, ბატონ-ყმობის დასასრული.
გვაპატიოს ჩვენ უფალმა, თუ გვაქვს ცოდვა ჩადენილი, თავისუფლება გვწყუროდა, და მტრის სისხლი დადენილი.
მით ვიბრძოდით რადგან გვწამდა, რომ უფალი არის ერთი, მხოლოდ მას აქვს ნება განსჯის, თვით ბატონი არის ღმერთი.
ამიტომაც არ დავუშვებთ, გვბრძანებლობდეს ჩვენ სხვა ვინმე, სულში არ მაქვს რომ უფალზე, დავაყენო მე სხვა წინ მე.
ასეთი გზა ავირჩიეთ, რთული არის ყაჩაღობა, ყველა ვაჟკაცურად მოვკვდეთ! კაცს არ შვენის ლაჩარობა. ჩვენც უბრალო ყაჩაღნი ვართ, ბერდენკით და შავი ჩოხით, ბატონ-ყმობა გადავარდეს, ვევედრებით უფალს ჩოქვით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა- ახლა ბიზნეს ყმობაა :) მაგრამ ეს ლექსი დღევანდელობასთან არ არის კავშირში, იმ დროის ყაჩაღის პერსონაჟი დავახასიათე ლექსად, დღევანდელობასთან არანაირ კავშირშია ერთი რამის გარდა ლექსი ამ ეპოქაშია დაწერილი :) მუხა- ახლა ბიზნეს ყმობაა :) მაგრამ ეს ლექსი დღევანდელობასთან არ არის კავშირში, იმ დროის ყაჩაღის პერსონაჟი დავახასიათე ლექსად, დღევანდელობასთან არანაირ კავშირშია ერთი რამის გარდა ლექსი ამ ეპოქაშია დაწერილი :)
1. ახლა ბატონ-ყმობა არის თუ ბიზნეს-ყმობა?! ახლა ბატონ-ყმობა არის თუ ბიზნეს-ყმობა?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|