ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2019


გადავიტანეთ



გადავიტანეთ ეს შავი ღამეც,
თითქოს ღრუბლებმაც გადაიარა...
საზრდოს გროშებზე გადაყიდული,
მოურჩენელი სულის იარა.

და ყოფნის ჯავრი გადაქექილი
სიკვდილთან ბრძოლა, მარტივი თითქოს.
იღბლის თამაში დაჭიმულ ნერვზე,
და ცივ საწოლზე შემხმარი სითბო.

სიჩუმის მძიმე ლაბირინთებში
ვუმზერ სახეებს ცივს და ცარიელს
ვეძებ და შიში შემიპყრობს ბოლოს
ვეძებ დამალულ მიქელ-გაბრიელს.

მაგრამ თუ თვალზე მომადგა ლული,
და მიმეპარა სნეულთან ეშმა,
სულის ტკივილი შემოჩვეული,
შავ ფაფარიან მერანზე შესვა...

მაშინ სიცივე და სველი სუნთქვა
აშლილ სასთუმალს კვლავ ასდიდის ორთქლი
დაღლა და ხანაც ღიმილიანი,
აღარც ტირილი და არც ხმა მოთქმის.

მედდა სველ ტილოს ააჭრიალებს,
ცივ მარცხენაზე აკრავს მარჯვენას,
მდუმარე შუქი მიჰყვება კედლებს,
და წყევლის ისევ კაცის გაჩენას.

კვლავ ღამეები ცვლიან ღამეებს
სიკვდილთან ბრძოლა , მარტივი თითქოს.
იღბლის თამაში დაჭიმულ ნერვზე,
და ცივ საწოლზე შემხმარი სითბო.

მაგრამ ამჯერად გადავიტანეთ...
თითქოს ღრუბლებმაც გადაიარა,
ეშმაც დაფრთხა და თვითონ სიკვდილიც,
თვითონ სიკვდილიც ეშმა კიარა.

25.06.2019.  ზ. მ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები