ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2019


წითელი მინდორი

მაღალ მთებში, წინაპრების ნაკვალებზე,
მაღლა ცასთან , შეხებაც რომ შეგიძლია,
საუბრები მთვარეზე და მცხუნვარ მზეზე,
როცა სუნთქვსც უცნაური ზეიმია.

როცა გიწუხს, სისხლში ანცი გადაღლები,
ცა თეთრია, კლდე ირმების სათრეშო
სადაც სისხლი, სულის ძარღვის ნაკადული
ამ წალკოტში იღებს თურმე სათავესო.

ხის ტოტებში შემალული მდუმარება,
ჩანჩქერების სიწმინდე და თოვლი მთებზე,
დაფიქრება აშოლტილი მწვერვალების ,
უპატრონოდ დარჩენილთა ოცნებებზე.

მაღლა მთებში, ჩემი სისხლის ნაკვალებზე
მაღლა ცასთან მე და ჩემი სამი თვალი,
გვირილების კეკლუცობა გაშლილ მთებზე,
და კესანე მინდვრის ლურჯი დედოფალი.

03.07.2019
  ზ. მ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები