ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2019


***

აპრილის    მელანქოლია
მე მთის კალთებზე მიხმობს აპრილი,
ყვავილთა თქორში დამხრჩვალი სურო
და ნისლის ფარჩა, მზისგან დაწნული
შეხედე თვალო ისმინე ყურო...

ისმინე როგორ მღერის ტოროლა,
ღრუბელზე თოკი ჰკიდია ცოდვის,
ნუგეში აღარც თითო ოროლა...
და შემოდგომაც უსიტყვოდ მოდის.

ქრის შეშლილ ქარში ნაქალწულარი,
მარტი და ატამს შეასკდა კვირტი.
წარსულში ფიქრი დამრჩა მწუხარი,
ნატანჯი გრძნობის, ნატანჯი სიტყვის.

მაინც სურნელი აპრილის ჩქერთა ,
ყვავილთა თქორში დამხრვალი სურო,
და ნისლის ფარჩა მზისგან დაწნული,
შეხედე თვალო, ისმინე ყურო.

შეჩვეულ ცაზე , მეწამულ ცაზე
სამშობლოს ძვალი ყელს მადგას ბურთად..
ყვავილების და ტოროლას ხმაზე,
მე მარტოობა მარგუნეს ხურდად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები