ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2019


ჩემი ერთიცალი

ჩემი ერთიცალი, შენ ხარ საფიცარი,
შემოიჭერ შიგნით ახსენ გულს ფიცარი,
მომაშორე სევდა, მწუხრი და ავდარი,
მარტოობით დაღლილს ცრემლთა ნიავღვარი.
ახლა ჩვენ ორს შორის, აღარ არის ზღვარი,
ჩვენ ვინ დაგვაშორებს!?ვერც მწველი ხანძარი,
ვერც ქარბუქი თუნდაც ზღვის ტალღები ჩქარი,
ველოდები შენგან მიყვარხარ მითხარი!
შენ ბედი ხარ ჩემი, ყველას დავასწარი,
არ დავუშვებ ვინმემ გაგვიჩინოს ბზარი,
ჩვენთვის ვერას შეცვლის უბედურის ზარი,
ამისთვის კი უნდა დავიწეროთ ჯვარი.
ოჯახს შევქმნით ისეთს, არვის შესადარი,
ისეთს, როგორც ძველად ციხე-კოშკი მყარი,
ყოველმხრივი კუთხით სრული და შემდგარი,
სიცოცხლის ბოლომდე წმინდა შეუმცდარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები