 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 28 აგვისტო, 2019 |
ბათუმის წვიმებს არ უჩანს ბოლო, რას ფიქრობს ღმერთი?-ცის კირითხურო... ვზივარ სახლში და ვკითხულობ ბიოლს, ან შესაძლოა თავად მკითხულობს. თითქოს მცირედი რომანტიკაა, რომ იდგე სველი შუა ბულვარში... ჟღერს სისულელედ ეს დოგმატიკა, ვით აპრეხილი დალის ულვაში, რომლითაც თურმე მანძილს ამოკლებს, არ მკითხავ, ვისთან? თავად ღმერთამდე... სურვილთა შორის რჩება ამოკი, როგორც ყოველთვის, მრავალჯერადი, ვწერ სისულელეს, ნაცადი ესეც ხერხია, როცა დროის მსვლელობას ვუპირისპირებ მონოლოგს, ესსეს, ჩაის დალევას ან თვითმკვლელობას, მერე კი ცაში ვლანდავ აპაჩებს, ხმელეთზე ტანკებს და ზღვაში ნავით შევდივარ უხმოდ, როგორც ა.პ.ჩ. ვგრძნობ, ამინდია შესანიშნავი და მაინც წვიმებს არ უჩანს ბოლო და მაინც წვიმებს არ უჩანს ბოლო და მაინც წვიმებს არ უჩანს ბოლო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჩარაკრაკდა წვიმასავით ) რამდენიმე ახალი რითმაა და განსხვავებული ხელწერა! მიყვარს ბათუმის წვიმები და მომიკითხეთ.. ჩარაკრაკდა წვიმასავით ) რამდენიმე ახალი რითმაა და განსხვავებული ხელწერა! მიყვარს ბათუმის წვიმები და მომიკითხეთ..
4. პაჩი, პუჩი, პაჩი, პუჩი, მაგელანი და ვესპუჩი, მ2, დირსი, სასკო, ვასკო! :)) <3 პაჩი, პუჩი, პაჩი, პუჩი, მაგელანი და ვესპუჩი, მ2, დირსი, სასკო, ვასკო! :)) <3
3. ჩეხოვია პავლოვიჩი, თუ უბრალო აპაჩი, წავიკითხე, მომეწონა, კარგია და! ა, პაჩი :-* ჩეხოვია პავლოვიჩი, თუ უბრალო აპაჩი, წავიკითხე, მომეწონა, კარგია და! ა, პაჩი :-*
2. :) აბა სულ ყირიმში ხომ არ იქნებოდა?? :) აბა სულ ყირიმში ხომ არ იქნებოდა??
1. \"ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა... \" :)
ა.პ.ჩ. - ეს ჩეხოვია ? ეგეც ბათუმში ისვენებდა, ხო ? :)
\"ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა... \" :)
ა.პ.ჩ. - ეს ჩეხოვია ? ეგეც ბათუმში ისვენებდა, ხო ? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|