 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 31 აგვისტო, 2019 |
ლურჯ ფონზე თეთრი ვარსკვლავი-სომალია, აგვისტოს ქარები, ხორშაკი ქარები-მოთარეშე, აქ ერთად ვერ ძოვენ მეკობრეები და სომელიე, აქ სრული ქაოსია, აქ ეპიცენტრია მოგადიშო. აქლემთა ჯოგებია, ურიცხვი ჯოგებია შორის მიმოზათა, შორის ალოეთა, აკაციათა და შორის კედარების... მწუხრზე არიშები პალმის ფოთლებით რომ იმოსება, მწუხრზე ნათდებიან ჯუბას ნაპირები შედარებით. გვალვებიც ხშირია ანუ მდინარენი გვიშრებიან, ამგვარი ხვატისას მზეს თუ შეშლივით გაერიდე, ვაჭრებს წააწყდები გზად ავგაროზა-გიშრებიან მედალიონებით-ზედ კი წარწერებით ყურანიდან, ნახავ შუაღამით როგორ აშენებენ მუნდულოებს, მიწათმოქმედნი და უფრო ხშირად მეთევზენი... ქოხებს კი რა ხანია აღარ ადევს ურდულები, ზღვაში შეცურე და მზეს და მეკობრეებს დაეხსენი. ლურჯ ფონზე თეთრი ვარსკვლავი-სომალია, აგვისტოს ქარები, ხორშაკი ქარები-მოთარეშე, აქ ერთად ვერ ძოვენ მეკობრეები და სომელიე, აქ სრული ქაოსია, აქ ეპიცენტრია მოგადიშო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. როგორი ზუსტია ავტორის ემოცია და შეუმცდარი- სხვანაირად ვერ მოვიდოდა ჩვენმდე+++
როგორი ზუსტია ავტორის ემოცია და შეუმცდარი- სხვანაირად ვერ მოვიდოდა ჩვენმდე+++
4. მოგადიშო, მოი გავთიშოთ აი სომელიე :)) მზია, უზუსტესი შეფასებაა, მეც იგივეს განვიცდი, საკუთარი ტექსტების კითხვისას :)) ანანე, შუშფარა და მჩქეფარე? :)) გმადლობთ, სამთავეს <3 მოგადიშო, მოი გავთიშოთ აი სომელიე :)) მზია, უზუსტესი შეფასებაა, მეც იგივეს განვიცდი, საკუთარი ტექსტების კითხვისას :)) ანანე, შუშფარა და მჩქეფარე? :)) გმადლობთ, სამთავეს <3
3. კარგი ხარ და რა გავაკეთო... კარგად იკითხება, ისმინება კიდეც (მეორე ჯერზე ხმამაღლა წავიკითხე), საინტერესო ნაწერია, კარგი მომენტებია დაჭერილი. კარგი ხარ და რა გავაკეთო... კარგად იკითხება, ისმინება კიდეც (მეორე ჯერზე ხმამაღლა წავიკითხე), საინტერესო ნაწერია, კარგი მომენტებია დაჭერილი.
2. მომწონს ეს თქვენი სიტყვებით თამაში :))) რითმებით თამაში. აკრობატ–ჟონგლიორი ხართ, ხან თოკზე გაირბენთ, ხან ამ თოკზე სალტოს გააკეთებთ, ხან იმავე თოკზე ჟონგლიორობთ. შეიძლება მთლიანობაში არ მომეწონოს ნაწერი, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვკითხულობ.
მომწონს ეს თქვენი სიტყვებით თამაში :))) რითმებით თამაში. აკრობატ–ჟონგლიორი ხართ, ხან თოკზე გაირბენთ, ხან ამ თოკზე სალტოს გააკეთებთ, ხან იმავე თოკზე ჟონგლიორობთ. შეიძლება მთლიანობაში არ მომეწონოს ნაწერი, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვკითხულობ.
1. რას უშლის სომელიე სომალიში მეკობრეს ? :)
\"მოგადიშო \" - როგორი პოეტური სიტყვაა, ჟღერადი :)
რას უშლის სომელიე სომალიში მეკობრეს ? :)
\"მოგადიშო \" - როგორი პოეტური სიტყვაა, ჟღერადი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|