ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
8 სექტემბერი, 2019


დეკა

აყვავებულა არაგვზე დეკა,
მე რონინივით ვაგრძელებ ყიალს...
ვერ წავიკითხე ბოლომდე დეკა-
მერონი, თუმცა ჯოვანი მქვია.
მე ვარ ჯოვანი და ჯეროვანი
ვიცი ამბორი, კოცნა, მოკითხვა,
კოცნა-ფრანგული, ჰაეროვანიც
და უკანასკნელს ალბათ მოჰიკანს,
მოვგავარ ჩემი პროფილ-ანფასით,
ჩემი ლექსების ნარჩენებს ვყიდი
და მთელ სამყაროს ვიცი ამ ფასად,
თავს ვერ დავადგამ-საქმეა დიდი.
თუნდაც გამაჩნდეს ურიცხვი ევრო,
თმასავით ხშირი მქონდეს დოლარი,
გირვანქაც მქონდეს ბევრი და ბევრი,
ახლოს ვერ მოვა, როს თეთრ ოლარებს,
ააელვარებს სიონში სხივი,
შემოიჭრება როცა ურიგოდ,
ყურს არ ათხოვებ მამლების ყივილს,
ააჭრიალებ შეშით ურიკას
და გააღვივებ კოცონს ღუმელში
შეშის ტაკარცალი-შირაზ, ჰაფეზი
და დიაკონი და იღუმენი
შემოსხდებიან დილის ტრაპეზზე
და ეტყვი, როგორ აყვავდა დეკა,
დეკამერონიც გვერდზე რომ დაგრჩა,
მოგიხატავენ მონე და დეგა
კელიის კედლებს ფუნჯით და ქაფჩით,
ვერას დაგაკლებს წვიმა და სეტყვა,
ლექამდე ჩავა ბარძიმში სითხე,
კიდევ უამრავ რაღაცას ეტყვი,
უამრავესიც პირიქით გითხრან.
აყვავებულა არაგვზე დეკა,
მე რონინივით ვაგრძელებ ყიალს...
ვერ წავიკითხე ბოლომდე დეკა-
მერონი, მე ხომ ჯოვანი მქვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები