ცემინებასავით დაგროვდა ბედნიერება ცხვირის ნესტოებში. მე ცერა თითი ღონივრად მივიჭირე მარჯვენაზე და ჰაერის მძლავრი ნაკადის დახმარებით მარცხენა ნესტოდან ასფალტზე გადავგზავნე, სიგარეტის ნამწვავებში ჩავადნილმა ძლივს შესამჩნევად გაიბრძოლა და ტრასაზე გაიგლისა. მე აღარ მადარდებს ის და ამის გამო მტკივა, აღარ მადარდებს ის და მტკივა, მტკივა, და აღარ მადარდებს.
,,მე შენი თვალით შევაფასებ ჩემს თავს\" და შევეცდები მზერას მოვერგო, ადამიანობის რუდიმენტები კი რაც შეიძლება ღრმად ჩავფლა. შენ ვირტუალურ ბორკილებს მომხსნი, რის აწყვეტასაც თავად ვცდილობდი, მომხსნი და მეცხრე ციდან გადმომაგდებ, ფრთების გარეშე, იმ იმედით რომ დაცემის შიშით დათრგუნული შენი სახელის ყვირილს დავიწყებ, შველას მოგთხოვ, მე დავენარცხები, მიწას დავასკდები. დახეთქილ სხეულში სინათლე შემივა, თავიდან გადმოსულ სითხესა და მუცლიდან გადმოსულ შიგთავსს მტრედები დაესევიან, აკენკვას დამიწყებენ, ბოლოს კი მთლიანად სხეულს მოადგებიან, მანამდე მკენკავენ სანამ მხოლოდ ძვალი არ დავრჩები, მტრედები ამკენკავენ და დაიშალებიან. მე დაველოდები სანამ მომინელებენ, შემდეგ კი წავალ და ჩემი თავის აკრეფას შევეცდები. ამით დაღლილი შიგადაშიგ შენი ცხოვრების თვალიერებას დავიწყებ, ვათვალიერებ იქამდე, სანამ საკუთარს არ დავივიწყებ. შენც ჩემი ცხოვრების თვალიერებას დაიწყებ, და შენც შემოგეკარგება საკუთარი, შემდეგ კი ცარიელები და ერთმანეთით სავსეები თვალდახრილები ავერიდებით გზაში ერთმანეთს.
ჩვენ მტრედები ვართ და ერთმანეთი ავკენკეთ, ჩვენ ძვლები ვართ და ერთმანეთში გაფანტულ საკუთარ თავს ვეძებთ, ჩვენ ვერიდებით ერთმანეთს.
უსასრულობა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა ბაჩი, კი როგორც ქვემოთ ვთქვი პირველი აბზაცი საერთოდ მოვაცილე რედაქტირების შემდეგ, მგონი სწორადაც მოვიქეცი მადლობა ბაჩი, კი როგორც ქვემოთ ვთქვი პირველი აბზაცი საერთოდ მოვაცილე რედაქტირების შემდეგ, მგონი სწორადაც მოვიქეცი
10. არ ვიცი როგორი ლექსია, მაგრამ განწყობა მაგრად მოვიდა ჩემამდე. განსაკუთრებით მეორე ნაწილი. წარმატებები არ ვიცი როგორი ლექსია, მაგრამ განწყობა მაგრად მოვიდა ჩემამდე. განსაკუთრებით მეორე ნაწილი. წარმატებები
9. გასაგებია, არ გიწუნებთ :) + გასაგებია, არ გიწუნებთ :) +
8. მე ისეთმა ადამიანმა მომიწონა ამ ლეწსის ბოლო ნაწილი რომ არ დამეჯერება სხვისი შენიშვნები, ნუ შენიშვნებიც მომცა იმან და გავსწორე მერე მარა დამეზარა გამოქვეყნება მე ისეთმა ადამიანმა მომიწონა ამ ლეწსის ბოლო ნაწილი რომ არ დამეჯერება სხვისი შენიშვნები, ნუ შენიშვნებიც მომცა იმან და გავსწორე მერე მარა დამეზარა გამოქვეყნება
7. თქვენი როგორც ავტორი პოზიცია გასაგებია, მაინტერესებს აი იმ ლიტერატორების აზრი, რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს ლანძღვაში :) :დდ თქვენი როგორც ავტორი პოზიცია გასაგებია, მაინტერესებს აი იმ ლიტერატორების აზრი, რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს ლანძღვაში :) :დდ
6. არაა, თავფურცელზე არ იყო ეს, სიმართლე გითხრათ პირველი აბზაცი მთლიანად მოვხსენი რედაქტირების შემდეგ მაგრამ აქ აღარ დამიდია. ჩემი აზრით ეს სრულად პოეზიაა, გამიხარდება თუ გადამარწმუნებს ვინმე არაა, თავფურცელზე არ იყო ეს, სიმართლე გითხრათ პირველი აბზაცი მთლიანად მოვხსენი რედაქტირების შემდეგ მაგრამ აქ აღარ დამიდია. ჩემი აზრით ეს სრულად პოეზიაა, გამიხარდება თუ გადამარწმუნებს ვინმე
5. კარგია, მაგრამ როგორც ლექსი, არ ვიცი, როგორც ლექსს ამას რომელი კრიტერიუმებით აფასებენ- მართლა მაინტერესებს.. თან როგორც მივხვდი თავფურცელზეა :) კარგია, მაგრამ როგორც ლექსი, არ ვიცი, როგორც ლექსს ამას რომელი კრიტერიუმებით აფასებენ- მართლა მაინტერესებს.. თან როგორც მივხვდი თავფურცელზეა :)
4. მუხა, მადლობა რომ კითხულობთ მუხა, მადლობა რომ კითხულობთ
3. უფ, როგორ გამიხარდა ამდენი ახალი კომენტარი დამხვდა, (ხალხში გარევა ასწორებს :)) ) პროზა მგონი ერთი დავწერე იმის მერე რაც შენ კითხულობდი, ნუ უფრო სწორად ის ერთი დაწერილი რამოდენიმეჯერ დავარედაქტირე და ახლა კიდე მაგაზე ვფიქრობ, რა მოვუხერხო... თუ გინდა პირადში გამოგიგზავნი, მედო და არავინ რომ ნახა წავშალე უფ, როგორ გამიხარდა ამდენი ახალი კომენტარი დამხვდა, (ხალხში გარევა ასწორებს :)) ) პროზა მგონი ერთი დავწერე იმის მერე რაც შენ კითხულობდი, ნუ უფრო სწორად ის ერთი დაწერილი რამოდენიმეჯერ დავარედაქტირე და ახლა კიდე მაგაზე ვფიქრობ, რა მოვუხერხო... თუ გინდა პირადში გამოგიგზავნი, მედო და არავინ რომ ნახა წავშალე
2. პროზა სადაა ? აღარ წერ პროზას ?
ლექსი ცუდი არაა +3 პროზა სადაა ? აღარ წერ პროზას ?
ლექსი ცუდი არაა +3
1. ქვეტექსტებით შემოსილი ლექსი. ქვეტექსტებით შემოსილი ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|