ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2019


გარეთ

დაისის ფერების გარდაცვლილ ხელებით დაიბადებოდა ღამე,
მზე ჩადიოდა და დიოდა სიცოცხლე გაცრილი წყალივით
და ამოდიოდა მთვარე და თვალებში ანთებდა სიცოცხლეს ღამისას
ალივით. არც ქარივით, არც ქალივით, არც არცერთ რითმად.

ყოველდღე ვითმენდი გათენებას და ახლა შვება იყო ღამე,
რომ არ ეთქვა რამე - დამაღამდებოდა ის ღამე და
ამბობდა, მიამბობდა და მკრთალად, მაგრამ ამუქებდა ნათელს და ანთებდა სანთელს
და იბადებოდა ღამე ჩემს გარეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები