| ავტორი: შოთიკო ჟანრი: პოეზია 24 სექტემბერი, 2019 |
აღარ მახსოვს რას ვეძებდი მე წუხელ, და შემთხვევით გადავაწყდი ერთ ფურცელს, შიგ ეწერა ლექსი შემონახული, “ღამე იყო ლამაზი არნახული”. წავიკითხე ჩემი ლექსი ნაწერი, ოდეს ჩემი მთელი გრძნობით დაწერილს, გამახსენდა ჩემი ტკბილი წარსული, უსაზღვრო ცასავით და უსასრული, არ მეგონა თუ ამ გრძნობას როდესმე, ექნებოდა ასეთი დასასრული, ვინც მიყვარდა მთელი გულით ოდეს მე, ახლა უკვე წერტილი აქვს დასმული. მე ვეტრფოდი იმ სიყვარულს ლექსებით, ჩემი გულის კანონით და წესებით, მან კი ჩემი გრძნობებით ითამაშა, სიყვარულის როლი გაითამაშა. ერთად ყოფნას ჩვენსას მან არ აცალა, რაც ვაშენეთ ძირი გამოაცალა, დაანგრია სიყვარული ნაშენი, გრძნობა ჩემში მასზე სრულად დაცალა. მე ამ ლექსმა გამახსენა იარა, რაც წარსულში ჩემს თავზე გადიარა, არ დამინდო ბედისწერამ ტიალმა, ასე მწარე ხვედრი გამიზიარა. ვიცი მარტო მე მომადგა ზიანი, დამიბნელდა დღე ნათელი მზიანი, მიმატოვა ღამე იყო გვიანი, დავრჩი მარტო ცივად მე სევდიანი. ვუგზავნიდი ბარათებს და წერილებს, სიყვარულის ლექსებს ხელ მოწერილებს, მან პასუხი მაინც არ დააბრუნა, ერთი ტკბილი სიტყვაც კი არ მარგუნა. ლექსს, რომ ვწერდი აწ ნაპოვნი-ნახული, “ღამე იყო ლამაზი არნახული”, მე კი მაინც შევინახავ ამ წერილს, ნაწერს მთელი ჩემი გულით დაწერილს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მასეა მუხა შემოგევლე :) მასეა მუხა შემოგევლე :)
2. სიყვარულის ლექსებს ხელ მოწერილებს, მან პასუხი მაინც არ დააბრუნა, ერთი ტკბილი სიტყვაც კი არ მარგუნა,
სიყვარული ბრმააო, ამაზე იტყვიან არა?! სიყვარულის ლექსებს ხელ მოწერილებს, მან პასუხი მაინც არ დააბრუნა, ერთი ტკბილი სიტყვაც კი არ მარგუნა,
სიყვარული ბრმააო, ამაზე იტყვიან არა?!
1. ფანოღლისტებისთვის კარგია,ასეთი სატრფიალო ფანოღლისტებისთვის კარგია,ასეთი სატრფიალო
|
|
მონაცემები არ არის |
|
|