 | ავტორი: ფინქ ფლოიდი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 27 სექტემბერი, 2019 |
ჩვენ ვართ ლაბირითში შეგდებული ვირთხები ელექტროძაბვის მაგივრად სიცრცხვილით სავსე ჩიხებით სახეალეწილებილები ყოველ მათგანში ვიჩხირებით სინდისი ქენჯნით ვითხვრებით და ბოლოს ვპოულობთ გასასვლელს, რადგან შერცხვენა გვძულს, სიკვდილამდე გვძულს.
ჩვენ ვართ ტკივილის ჭაობში დაბადებული შვილები, ბედნიერება გვეგულებოდა მეორე ნაპირზე, ხოდა შევცურეთ თავისუფლებით შებორკილები მაგრად ვფართხალებთ და უდრო მეტად რომ ვიძირებით, მხრებზე გვაწვება ტალახისა და ტალახს შეგუებულთა სიმძიმე.
ჩვენ ვართ ისენი ვინც მივხვდით რომ ნაპირზე ვეღარასოდეს გავაღწევთ გვერძე დავაწყეთ ფარხმალი და ფსკერისკენ სწრაფვა დავიწყეთ, ხოდა გვაწვება, გვაწვება და გვაწვება ზემოთ ხსენებული ტალახი და ზემოთ დარჩენილების წონა. და ფსკერს მიღწეულები მივხვდებით რომ ბედნიერება ტკივილისაგან გათავისუფლება კი არა მისით ცხოვრების სწავლაა.
და ვერ ვისწავლეთ, მხოლოდ ეს ვერ ვისწავლეთ.
ჩვენ ვართ გამოუსადეგარი, ძირ გამოხეული ტომრები ხორბლის მარცვლებივით გვცვივა წამები, წუთები, წლები, ცხოვრება.! ჩვენ ვერ შევძელით, ხოდა გვასწვლეს რაზე გვეოცნება, ჩვენ გვაიძულეს ოცნება, გაზრდა გვაიძულეს, ჩაცმა გვაიძულეს და ჩვენც მხოლოდ გრძნობებს ჩავაცვით.
ჩვენ ვართ ანორექსიით დაავადებული თაობა, სულის ანორექსიით რამდენჯერაც ვიპოვეთ, რამდენჯერაც მივიღეთ, იმდენჯერ ორი თითი ჩაგვიყვეს და ამოგვარწყევინეს, უკვე ჩვევათ გვექცა, ხოდა ახლა თავადვე ვაღებთ პირს და უკან ამოგვაქვს ბედნირება, სულს ვირევთ.
ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქებში, ხალხით სავსე ქუჩებით და მაინც დავდივართ, დავდივართ და ვეძებთ ადამიანს, რადგან ქუჩები სავსეა ხალხით და ცარიელია ადამიანებით, ჩვენ ამას ვხვდებით, მხოლოდ ვხვდებით, ვხვდებით! ვხვდებით! და ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ჩვენ ვართ ისენი ვისაც შეგვეძლო სიბნელეში ვყოფილიყავით და მხოლოდ ერთი სხივით დავმტკბარიყავით, მოვფერებოდით მას, მაგრამ გავცვალეთ, სინათლეში გავცვალეთ. სადაც ნათელს აქვს ფასი და არა კონკრეტულ სხივს, სადაც დავკარგეთ ის და ვეღარასოდეს ვიპოვით, არადა ის მხოლოდ ჩვენი იყო.
ჩვენ ვართ ისინი ვინც ყველა მდინარეში საკუთარ თავს ვხედავთ ვუყურებით და ვტბებით სანამ კისერს არ მოვიტეხთ და შიგნით არ ჩავიხრჩობით, ეს ლექსი მდინარეა, გრძნობების ადიდებული მდინარე და თუ შენ შენი თავი დაინახე ამ წყალში, ამდღვრეულსა და ხავსგაცვენილში ,,მაშინ ხმამაღლა იხარხარე - რადგან გადარჩი“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. კარგია. ცოტა ხელის შევლება უნდა.არის ძირეული საკითხები. კარგია. ცოტა ხელის შევლება უნდა.არის ძირეული საკითხები.
11. ძალიან დიდი მადლობა ორივეს, გამიხარდა თქვენი გამოხმაურება.. <3 ძალიან დიდი მადლობა ორივეს, გამიხარდა თქვენი გამოხმაურება.. <3
10. მე ვერ ვხედავ გრამატიკას, როგორც ჰორიზონტში დაკარგულ თოლიას, მე ვხედავ ნაწარმოებს, როგორც ლამაზი მზის ჩასვლას ჰორიზონტზე... გაგიმარჯოს შენ, გრამატიკას ვუსწავლით, მოვხოდავთ... აი ამ ნაწერს კი ზემოდან მოსულს, სჭირდება დაფასება მე ვერ ვხედავ გრამატიკას, როგორც ჰორიზონტში დაკარგულ თოლიას, მე ვხედავ ნაწარმოებს, როგორც ლამაზი მზის ჩასვლას ჰორიზონტზე... გაგიმარჯოს შენ, გრამატიკას ვუსწავლით, მოვხოდავთ... აი ამ ნაწერს კი ზემოდან მოსულს, სჭირდება დაფასება
9. \"ბედნიერის სიკვდილი... \" ძალიან დამრთგუნა და დამასევდიანა, მაგრამ კარგი ლექსია. \"ბედნიერის სიკვდილი... \" ძალიან დამრთგუნა და დამასევდიანა, მაგრამ კარგი ლექსია.
8. აიი, მართლა ძალიან გამიხარდა და მადლობა აიი, მართლა ძალიან გამიხარდა და მადლობა
7. ძალიან დიდი მადლობა, გამიხარდა თქვენი კომეტარი და ვაფასებ.. მარლა დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა, გამიხარდა თქვენი კომეტარი და ვაფასებ.. მარლა დიდი მადლობა
6. ნაწერი ძალიან თუარ მომეწონა, კომენტარს არ ვტოვებ, არც მინდება და თან აქ ვინ რას როგორ აღიქვამს, ზოგჯერ ვერ ვხვდები. ეს ლექსი არ მომწონებია ძალიან, მაგრამ აქ ვარ, იმიტომ რომ, უბრალოდ, ყოფნა მინდა და იმ ადამიანის ემოციის გაზიარება, ვინც მარტოობისას მოდის და მთლიანად თავის ამბებს გვაკითხებს (ან სხვებს აკითხებს და მეც მეკითხება). ჰოდა, აქ ვარ, აქ ვარ, აქ ვარ! :) ნაწერი ძალიან თუარ მომეწონა, კომენტარს არ ვტოვებ, არც მინდება და თან აქ ვინ რას როგორ აღიქვამს, ზოგჯერ ვერ ვხვდები. ეს ლექსი არ მომწონებია ძალიან, მაგრამ აქ ვარ, იმიტომ რომ, უბრალოდ, ყოფნა მინდა და იმ ადამიანის ემოციის გაზიარება, ვინც მარტოობისას მოდის და მთლიანად თავის ამბებს გვაკითხებს (ან სხვებს აკითხებს და მეც მეკითხება). ჰოდა, აქ ვარ, აქ ვარ, აქ ვარ! :)
5. ლაშა, ახლა ვნახე შენი კომენტარიც, მადლობა შეფასებისთვის, კი ვიჩქარე, მაგრამ უფრო ნტელექტის ბრალია ვიდრე სიჩქარის, ამდეი ხარვეზები :)))) მადლობა კიდევ ერთხელ ლაშა, ახლა ვნახე შენი კომენტარიც, მადლობა შეფასებისთვის, კი ვიჩქარე, მაგრამ უფრო ნტელექტის ბრალია ვიდრე სიჩქარის, ამდეი ხარვეზები :)))) მადლობა კიდევ ერთხელ
4. მადლობა ჯონათან რომ წაიკითხეთ, გრამატიკასთან ნაჩხუბარი ვარ, მართალია...! თარგმანის შთაბეწდილებას რატომ ტოვებს არ ვიცი, ეს ნამდვილად არაა, ზოგში შეიძლება გამოერიოს, მორისონის ლექსებს ვკითხულობ ხოლმე ძირითადად, მაგრამ ამ ტექსტის წერისას იმდენად ვიყავი საკუთარ ემოციებში რომ ინტერპრეტაციის თავი არ მქონდა, დიდი არაფერია, შესაძლოა, მაგრამ ის ვიცი რომ მთლიანად ჩემია.. მადლობა ჯონათან რომ წაიკითხეთ, გრამატიკასთან ნაჩხუბარი ვარ, მართალია...! თარგმანის შთაბეწდილებას რატომ ტოვებს არ ვიცი, ეს ნამდვილად არაა, ზოგში შეიძლება გამოერიოს, მორისონის ლექსებს ვკითხულობ ხოლმე ძირითადად, მაგრამ ამ ტექსტის წერისას იმდენად ვიყავი საკუთარ ემოციებში რომ ინტერპრეტაციის თავი არ მქონდა, დიდი არაფერია, შესაძლოა, მაგრამ ის ვიცი რომ მთლიანად ჩემია..
3. ცოტა იჩქარე , ფინქ ფლოიდი , და დაეტყო კიდეც . არამარტო გრამატიკას . ისე კი საინტერესო ფრაგმენტებიც იყო . ერთი-ორი პათოსით გაჟღენთილი ფრაზაც არის , რამდენად მოუხდა არ ვიცი . ))) წარმატებები გულით . ცოტა იჩქარე , ფინქ ფლოიდი , და დაეტყო კიდეც . არამარტო გრამატიკას . ისე კი საინტერესო ფრაგმენტებიც იყო . ერთი-ორი პათოსით გაჟღენთილი ფრაზაც არის , რამდენად მოუხდა არ ვიცი . ))) წარმატებები გულით .
2. რისთვის იტანჯები ფინქ-ფლოიდ?
მკითხველი რომ არ გეცოდება ცხადია, არც შენი თავი?
ჯერ კარცერ ლუქსში გამწესებ გრამატიკის და მართლწერის სასწავლად და მერე გააგრძელე წერა. ვინმე კლიმსაც დაგისვამთ კართან და მუხლებზე \"პატარა უფლისწული\" ექნება გადაშლილი.
http://geolit.ge/targmanebi/ekziuperi/uplistsuli/patara_uplistsuli1.htm?fbclid=IwAR3nGEaiRNHP1yCyjNOcTXDAcm9DJfzo1hGDXmcRm1Xjnhs8G950mHAaPlE
რისთვის იტანჯები ფინქ-ფლოიდ?
მკითხველი რომ არ გეცოდება ცხადია, არც შენი თავი?
ჯერ კარცერ ლუქსში გამწესებ გრამატიკის და მართლწერის სასწავლად და მერე გააგრძელე წერა. ვინმე კლიმსაც დაგისვამთ კართან და მუხლებზე \"პატარა უფლისწული\" ექნება გადაშლილი.
http://geolit.ge/targmanebi/ekziuperi/uplistsuli/patara_uplistsuli1.htm?fbclid=IwAR3nGEaiRNHP1yCyjNOcTXDAcm9DJfzo1hGDXmcRm1Xjnhs8G950mHAaPlE
1. ,,და ვერ ვისწავლეთ, მხოლოდ ეს ვერ ვისწავლეთ.,,
უფრო სწორად, ვერც ვერაფერი - მათ შორის , გრამატიკაც :)
თქვენი ტექსტები ყოველთვის თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
,,და ვერ ვისწავლეთ, მხოლოდ ეს ვერ ვისწავლეთ.,,
უფრო სწორად, ვერც ვერაფერი - მათ შორის , გრამატიკაც :)
თქვენი ტექსტები ყოველთვის თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|