ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2019


ჩემი სოფლის ყველა მხარეს

ჩემი სოფლის ყველა მხარეს,
სერებია, ჩრდილებია,
ხეებია ბევრნაირი,
ნაძვნარებში გრილებია.
შირიმებში მომდინარე,
ნაჟურები ცივებია,
ბევრჯერ შემისვია პეშვით,
როცა წყალი მწყურებია.
ჩემი სოფლის ყველა მხარეს,
ჭალებია,მინდვრებია,
ამ ჭალისა მდინარეში,
ტყის ხევები იღვრებიან.
ხან ისეა, ხან ასეა,
წვიმებია, დარებია,
თოვლებია, ყინვებია,
ქარებია ჩქარებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს