ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2019


დროს გაუძლე ციხეო

ტყეში ციხე ნანგრევი,
დღემდე შემორჩენილა,
გვერდი ჩამოშლია და
ძირზე ჩამოცვენილა,
მაინც ფეხზე მყარად დგას,
დროს სვლას ეჯიუტება,
ვუცქერ მისი სიმაღლე,
სალ კლდეთ მეჭიუხება.
მდუმარეა ახლა ის,
არც არაფერს იძახის,
ვიცი შველას მოითხოვს,
გულში იგრძნობ მის ძახილს.
ალბად ქვები, რომ სცვივა
ცრემლებია ამ ციხის,
ტირის როგორ დავბერდი,
ბედი როგორ დამცინის.
ვიცი ციხევ, რომ ერთდროს,
შენც იყავი ურყევი,
შენი მეციხოვნეთი,
მუხის ჭიშკრით ურღვევი,
თითქოს იგრძნო სიტყვები,
ფიქრს მიეცა წამიერს,
დროს გაუძლე ციხეო,
კიდევ  მრავალჟამიერს!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გეგა ოდიშელი ვულოცავთ დაბადების დღეს