– სდექ! – მგონი, მკლავს, – ცაში ძერა დალანდა, ცუდად ენიშნა, სვლა შეანელა. – სდექ! – მკლავს, – ისევ გაიფიქრა, მობრუნდა და მუდარის მზერა მიაპყრო. კაცმა თვალები და თოფის ლულა ერთდროულად დახარა. – წადი! მიხვდა, პატრონს აღარ სჭირდებოდა. თავი ჩაქინდრა, მიბრუნდა და წაბაკუნდა. – სად წავიდე? მინდორზე გავიდა, ბალახი მოძოვა. მდინარეში წყალი დალია. წყალში თავისი ანარეკლი დაინახა. – დავბერდი, – სევდიანად გაიფიქრა. წყურვილი მოიკლა თუ არა, სწრაფად გაშორდა მდინარეს. აღმართს აუყვა და შარაზე გავიდა.
– მამი, აგე ცხენი მიბაკუნობს, ალბათ, დაიკარგა. – ბებერია, გამოაგდებდნენ. – მერე რა, რომ ბებერია, ბაბუც ხომ ბებერია. ჩვენ წავიყვანოთ, რა?! ჩემი და ბაბუს მეგობარი იქნება. პატარა ვარ, ზურგზეც შემისვამს. მდინარეზეც ერთად ვივლით. გეხვეწები, წავიყვანოთ, რა?! მე მოვუვლი ... – კარგი!
მზია თვალაბეიშვილი 2017 წლის 1 ივლისი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. პატარა და ბევრის მომცველი <3, მშვენიერია! პატარა და ბევრის მომცველი <3, მშვენიერია!
9. გმადლობთ, ლელა! ეს ძალიან საინტერესო კონკურსია, ზუსტად ასი სიტყვით (სათაური არ ითვლება) უნდა შექმნა სრულყოფილი მოთხრობა. თუ დაინტერესდით, მოემზადეთ შემდეგი კონკურსისთვის, ურაკპარაკელებო, ცდა ბედის მონახევრეა!
გმადლობთ, ლელა! ეს ძალიან საინტერესო კონკურსია, ზუსტად ასი სიტყვით (სათაური არ ითვლება) უნდა შექმნა სრულყოფილი მოთხრობა. თუ დაინტერესდით, მოემზადეთ შემდეგი კონკურსისთვის, ურაკპარაკელებო, ცდა ბედის მონახევრეა!
8. მშვენივრადაა მოთავსებული ამ პატარა ტექსტში სევდიანი ისტორია კარგი დასასრულით. მშვენივრადაა მოთავსებული ამ პატარა ტექსტში სევდიანი ისტორია კარგი დასასრულით.
7. გმადლობთ, ყველას, ვინც წაიკითხეთ, აზრი გამოთქვით და შეაფასეთ.
გმადლობთ, ყველას, ვინც წაიკითხეთ, აზრი გამოთქვით და შეაფასეთ.
6. მიყვარს მოკლედ ნათქვამი ასეთი კარგი შემოქმედება მიყვარს მოკლედ ნათქვამი ასეთი კარგი შემოქმედება
5. პატარა და მრავლისმეტყველი... პატარა და მრავლისმეტყველი...
4. ასი სიტყვა და ათასი სითბო ... ასი სიტყვა და ათასი სითბო ...
3. კეთილ ადამიანზე დალოცვილი,არაფერი შეუქმნია უფალს გულღრძო ადამიანებისაგან განსხვავებით და ხშირად მიყვარს ამის აღნიშვნა.
დასასრული მომეწონა მაგრამ ნეტავ სინამდვილეში რა იყო ცხენის არჩევანი, რომელიც საზოგადოების ორსახოვან ბუნების გადმომცემია.
++ კეთილ ადამიანზე დალოცვილი,არაფერი შეუქმნია უფალს გულღრძო ადამიანებისაგან განსხვავებით და ხშირად მიყვარს ამის აღნიშვნა.
დასასრული მომეწონა მაგრამ ნეტავ სინამდვილეში რა იყო ცხენის არჩევანი, რომელიც საზოგადოების ორსახოვან ბუნების გადმომცემია.
++
1. იშვიათად და იშვიათებს , მაგრამ მაინც , ადამიანებსაც შეუძლიათ სიბრალული .
5 იშვიათად და იშვიათებს , მაგრამ მაინც , ადამიანებსაც შეუძლიათ სიბრალული .
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|