ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2019


ჩამომდნარი

ვხატე ჩამომდნარი ღრუბლები,
სახვალიო წვიმის აბრა.
შენც ხომ ხშირად მეუბნები -
ცოტა უცნაურად ვაფრენ.
მზე რომ მიილევა დასავლეთს
ორბის ირაოთი ვთვრები.
მე ხომ სიყვარული მასწავლეს
შენი ქრიშობელა თმებით.
მე ხომ მარტოობა მასწავლა
ამ ფიქრების თავზე ბოლთამ.
ცოტა ბალახი და „ცას წავალ“,
თუ კვლავ მიწაზევე ვბოლავ,
როგორც რამე ძველი მანქანა.
ჩვენ თუ მსხვერპლი არ ვართ მოდის,
მინდა გავიგონო „აქა ვარ
თუკი მოგენატრე, მოდი."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები