ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2019


...

მე კარგად ვიცნობ, შენი კაბის ფერს,
მის ტონებს, როცა ფრიალებს ქარში...
დღეს მე შენ ათას სტრიქონს დაგიწერ
და უსათუოდ მოვკვდები მათში.

ათასჯერ ვკვდები... ერთი სიცოცხლის
ვიცი, არსებობს ათასი ბოლო.
ათასი მკრთალად გასმული ხაზი,
რომელიც შენთან ერთდება მხოლოდ.

შენ ხარ საზღვარი და ყველა საზღვრის
მიღმა არსებობს ერთი ადგილი,
რომელსაც მუდამ დაეძებს კაცი,
ძებნით მკვდარი თუ ძებნით დაღლილი.

როგორც მლოცველი მყუდრო კელიას,
როგორც მომხდური ქალაქის კლიტეს,
მეც ამ ჩემს მცირე ადგილს მივნატრი
და ქარს მინდობილ შენს ფიქრებს მივდევ.

წლები გადიან - ჩემი და ჩვენი.
მე მემატება მხოლოდ ასაკი.
ჰორიზონტების დევნაში ვრჩები
ბავშვი - სულელი და ავაზაკი

და დღემდე მახსოვს შენი თმის სუნი,
შენი ტუჩები, ხმის ტემბრი, კოცნა,
და რომ ვუშველო ეჭვივით წუხილს,
ამაღამ კვლავ შენს ფანჯრებთან მოვალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები